საზოგადოება "როცა მოვკვდები, ვისაც დღეს არ გიყვარვართ, არ მოგწონვართ, გიკრძალავთ ყალბ სტატუსებს"-ნანუკა ჟორჟოლიანი 7 იანვარი, 15:23 ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მოცეკვავე მარი ბაბეტას გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება, რომელსაც ახალი წლის პირველ დღეებში მანქანა დაეჯახა შარდენის ქუჩაზე (ზოგის ვერსიით თავად შეუვარდა) და წერს: "ბაბეტაზე რაც გარდაცვალების შემდეგ ხდება, რა მარაზმია. მანამდე როგორი იყო მისი შეფასებები და დღეს, ერთ დღეში, როგორ შეუყვარდა ბევრს. სიკვდილზე ვგიჟდებით. როცა მოვკვდები, ვისაც დღეს არ გიყვარვართ, არ მოგწონვართ, გიკრძალავთ ყალბ სტატუსებს. და ვისაც გიყვარვართ სიკვდილამდე მირჩევნია ამის გაგება."
ნანუკა ჟორჟოლიანი შობის დღესასწაულსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმედია მოვა დრო და შობას 25 დეკემბერს ავღნიშნავთო:
"იმედია მოვა დღე, როცა 25 დეკემბერს ვიზეიმებთ ყველა, მაგრამ ვისთვისაც დღეს არის შობა, გილოცავთ !
იგივეს გისურვებთ, რასაც 25 ში. ქრისტეს დაბადებას გულებში."
იქვე ნანუკა ჟორჟოლიანს ჩამოთვლილი აქვს იმ მართლმადიდებლური ეკლესიების სია, რომლებიც შობას 25 დეკემბერს და 7 იანვარს აღნიშნავენ:
25 დეკემბერს ქრისტეშობას 13 ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანების უმრავლესობასთან ერთად იზეიმებს:
კონსტანტინოპოლის
ალექსანდრიის
ანტიოქიის
საბერძნეთის
კვიპროსის
რუმინეთის
ბულგარეთის
ალბანეთის
ჩეხეთი
სლოვაკეთისა
ამერიკის
უკრაინის
პოლონეთის
7 იანვარს ქრისტეშობას 4 ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება:
იერუსალიმის
რუსეთის
საქართველოს
სერბეთის
126 2-ს მოსწონს
|