x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რომელ ქვეყნებში იბანენ ხელებს უფრო ხშირად? დასახელდა ყველაზე ბინძური და ჰიგიენური ქვეყნები
image

უახლესი კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ ხელების დაბანას უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ ნიდერლანდებში, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ევროპაში გრიპმა იფეთქა. Euronews Health-ი ავრცელებს ინფორმაციას ევროპელების მიერ ხელის დაბანის ჩვევაზე.


რადგან ევროპა ებრძვის გრიპის სეზონს, პირადი ჰიგიენა ახლა უფრო უფრო მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატები და ვაქცინა, ვირუსული ინფექციები ყოველწლიურად კლავს დაახლოებით 27, 600 ადამიანს მთელ ევროპაში.


ხელების დაბანა არის ძირითადი თავისთავად მისაღები ჰიგიენური პრაქტიკა, მაგრამ ევროპის ქვეყნებს შორის დიდი განსხვავებებია.



მაინც რამდენად ერთგულები არიან ისინი ამ აუცილებელი ჩვევის მიმართ?


Statista-ს უახლესი მონაცემებით, ჰოლანდიელების ნახევარს დიდად არ აინტერესებს ტუალეტის შემდეგ ხელების დაბანა.


იტალიელებმა დაიმსახურეს "ვერცხლი" თავიანთი ბინძური ხელებით, რადგან იტალიელთა 43% უარს ამბობს ხელების საპნით დაბანაზე.


მესამე ადგილზეა ესპანელები 39%-ით, რომლებიც არ იბანენ ხელებს ტუალეტის შემდეგ, შემდეგ მოდის ფრანგები 38%-ით და რუსები 37%-ით.


სიაში შემდეგი ავსტრიელები და ლატვიელები არიან, ორივე ქვეყანაში მოსახლეობის 35% არ იბანს საპნით ხელებს ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ.



პოლონელებს აქვთ ხელების დაბანის უფრო მაღალი მაჩვენებელი: 68% იბანს ხელებს.


ჩეხეთსა და უკრაინაში ხელებს იბანს მოსახლეობის 71%, შემდეგ მოდის ბულგარეთი მოსახლეობის 72%.

სიაში შემდეგია შვეიცარია 73%-ით, ირლანდია 74%-ით და დიდი ბრიტანეთი 75%-ით.


ფინელების თითქმის მეოთხედს არ სურს ხელების დაბანა ტუალეტით სარგებლობის შემდეგ- 76%, შემდეგი მისი სკანდინავიელი მეზობელი შვედეთია (78%) კვალდაკვალ მას მოსდევს გერმანია და ისლანდია.


შემდეგ მოდის სერბეთი 83%-ით, რუმინეთი 84%-ით და კოსოვო 85%-ით. როგორც ჩანს, იგივე თანაფარდობა ეხება პორტუგალიელებს, რადგან მათი მოსახლეობის მხოლოდ 15% უარს ამბობს ხელების დაბანაზე casa de banho-ს გამოყენების შემდეგ.


ახლა გადავიდეთ ორ ქვეყანაზე, რომლებიც, როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზულად ეკიდებიან ჰიგიენას: ბოსნია და ჰერცეგოვინა და თურქეთი.


თურქეთში ხელებს იბანს 94%-, რომელმაც "ვერცხლი" დაიმსახურა, ჩემპიონი კი აღმოჩნდა ბოსნია-ჰერცოგოვინა, აქ მოსახელობის 96% მუდმივად იბანს ხელებს.

0
522
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0