საზოგადოება იცით, რატომ მოკლეს დათუნა სარალიძე? 2018, 9 ივნისი, 12:31 ფეისბუქმომხმარებელი ანიეტა კანდელაკი შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: "იცით, რატომ მოკლეს დათუნა სარალიძე? იმიტომ, რომ ფულიანი მამიკოების გათამამებულ, გაზულუქებულ შვილებს არც თავს და არც სხვებს აჩაგვრინებდა. როგორც მისი თანატოლები ჰყვებიან, დათო ვერ იტანდა უსამართლობას, ჩაგვრას და ყველა დაჩაგრულის გვერდით იდგა. ეს იყო მისი ერთადერთი შეცდომა ცხოვრებაში და სულ რომ არ გქონდეთ იფორმაცია დათოს შესახებ, შეხედეთ მამამისს, ზაზა სარალიძეს, უპატიოსნეს, უღირსეულეს, ძალიან სწორ, შეგნებულ ადამიანს და მიხვდებით, მისი გაზრდილი შვილი როგორი იქნებოდა. ვინც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს დათუნა სარალიძეზე, რომ თითქოს ის იყო მოძალადე, არის ძალიან გარყვნილი და ბინძური არსება და ამის გამო მათ თუ არა, მათ შვილებს მოეკითხებათ!"-წერს ანიეტა კანდელაკი. შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დათო მოძალადე იყო და სხვა მოსწავლეებს ჩაგრავდა, ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ: "სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ჩემი შვილი მოძალადე იყო, ვიღაც-ვიღაცებს თავს საპირფარეშოში აყოფინებდა, მოძალადე ყოფილა. 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყონებლივ გამოააშკარაოს ჩემი შვილის ვინაობა. თუ მოძალადე იყო, ესეც თქვან. არავინ არაფერი დამალოს. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდებოდა, ალბათ, 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ მოძალადე არ იყო, მაშინ ყველაფერი გამოააშკარაონ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ. ამ ფაქტს მალევე გამოეხმაურა 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე:"დათო იყო არაჩვეულებრივი მოსწავლე. თავაზიანი, კეთილი, ჩართული იყო ყველა ღონისძიებაში, უყვარდა ყველას იმიტომ რომ იყო დიდი, შესამჩნევი და უყვარდა ყველა ადამიანს. დათო იყო ის ბიჭი, რომელიც ცეკვავდა მუდმივად დერეფანში, რეპავდა და ამბობდა, რომ „მე ვარ ბიჭი პოზიტივი.“ ასეთი იყო დათო. ჩვენ ჩავატარეთ სასკოლო ოლიმპიადა სპორტის რამდენიმე სახეობაში. დათო იყო ის ადამიანი, რომელიც აგროვებდა ამ ბავშვებს ოლიმპიადისთვის და დირექციასთან ერთად, დიდი სიხარულით გადასცემდა ბავშვებს პრიზებს და თასებს." 10389 15-ს მოსწონს
|