საზოგადოება ვენერა ობოლაშვილის დაბრუნება"-აბა ჩაუჯექით ვიდეოს კომენტარებს და იხალისეთ 10 ოქტომბერი, 10:09
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სათაურით "ვენერა ობოლოშავილის დაბრუნება"სადაც უცნობი მამაკაცი სერიული მკვლელი ვენერა ობოლაშვილთან ერთად არის:"ესეც ქალბატონი ვენერაა, სულ ძალიან რომ გაინტერესებდათ, მამიდაჩემია ფაქტიურად" ამბობს მამაკაცი ვიდეოში.
ვიდეოს საკმაოდ სახალისო კომენტარები ახლავს: "ნათელში იყავი ძმაო, დიდი დღე არ გიწერია" "ძაან ეტლიკინება და შეიძლება ბოლო ვიდეო იყოს" "არ უწერია ამ კაცს დიდი დრო. ის რაფერ იყურება ის კარგმო@@ული))" "ისე იყურება ეს კაცი გეგონება მაგ საღამოს მე გადავვარდები ხიდიდან" "რა გაცინებს შე კუ@უ ეს სიცილი ბოლო არ იყოს, ან გასადიდებელი სურათი შენი" "ძმა სახლი აშენებული გაქ? ხის დარგვა და ბავშვის გაკეთება სულ ფეხებზე კიდია ვენერას, სახლი თუ გაქ აშენებული?" "როდისაა ამ კაცის გასვენებაა ხომ არ იცით" "ვენერა დეიდა, საუკეთესო იურისტი შემიძლია შემოგთავაზოთ მაგ ამბავს რომ მორჩებით" "ქონება ხო არაფერი გიფიქსირდება ძმა" "ჰა შე აფერისტო შენა .ვატყობ ამ კაცს მეხი დაეცემა.მერე წახვალ და მშვიდად დაიძინებ მადლობა ნახვამდის" "ასე ახალგაზრდაა ჯერ, რა დროს ამის სიკვდილია" "მებრალება ეს კაცი"-წერენ კომენტარებში. დოსიე:ვენერა ობოლაშვილი-(3 აღიარებული მკვლელობა-დაბ. 1954 წელს).პროფესიით ობოლაშვილი სტომატოლოგია, მაგრამ ამ განხრით არასდროს უმუშავია — რა თქმა უნდა, კბილების ამოძრობაზე უფრო მარტივი ფულის ამოძრობაა. დაპატიმრებამდე იგი მეტწილად ბინების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. პირველი მკვლელობა 1984 წლის 22 აპრილს ჩაიდინა, როდესაც პირველი მეუღლე იური იურკინი, ვენერამ ტაგანროგი-როსტოვის მატარებლიდან გადააგდო, შემდეგ კი მისი ბინა 4.000 დოლარად გაყიდა. შემდეგი მსხვერპლი მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკა იყო. ამ გზით ობოლაშვილმა კალინკას ბინის თანხა - 50.000 დოლარი მიითვისა. მესამე მსხვერპლი იყო 79 წლის მარია არზამასევა. ვენერა ამ მარტოხელა მოხუცს უზრუნველ სიბერეს ჰპირდებოდა. ობოლაშვილი ვარკეთილში, მოხუცთან ერთად, ამ უკანასკნელის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ამბობდა, რომ მოხუცს არაფერს აკლებდა, არც იმას უარყოფდა, რომ ბინის გაყიდვა უნდოდა და მოხუცი სწორედ ამის გამო მოკლა, ქალის დასახიჩრებული ცხედარი მდინარემ გამორიყა. მაშინ მოკლულის ვინაობა ვერ დაადგინეს და როგორც უპატრონო, ისე დაკრძალეს. ორი თვის შემდეგ კი მისი კუთვნილი ბინა 20.000 დოლარად გაყიდა. სამართალდამცავებმა საქმე სრულიად შემთხვევთ გახსნეს.ობოლაშვილს კონფლიქტი გარდაცვლილი მარია არზამასევას მეზობლებთანაც მოსვლია. გაირკვა, რომ ისინი მოხუცის ბინიდან ავეჯის გატანის უფლებას არ აძლევდნენ. მას შემდეგ, რაც კონფლიქტის დეტალები ძალოვნებისთვის გახდა ცნობილი, ვენერა დაიჭირეს, შემდეგ კი მკვლელობაში ამხილეს. თავდაპირველად გამოძიება იმასაც ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, მას კიდევ ჰქონოდა სხვა მკვლელობები ჩადენილი. ასეთ ეჭვს ბინის ჩხრეკისას ნაპოვნი წერილი ბადებდა. იგი ვინმე ჯემალს სწერდა, რომ ღმერთზე სასაუბროდ სურდა მასთან შეხვედრა და შინ მიაკითხავდა. უცნობია, შეძლო თუ არა გამოძიებამ ჯემალის ვინაობის დადგენა და ამ კუთხით რაიმე სამხილის პოვნა.სერიული მკვლელი საკმაოდ მსუბუქად გამოძვრა.სასამართლომ 2010 წელს ვენერა ობოლაშვილს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დროთა განმავლობაში სერიულ მკვლელ ქალს განზრახ მკვლელობისთვის ამნისტია შეეხო და სასჯელი გაუნახევრდა. 208 2-ს მოსწონს
|