x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით და ნაცადი რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა? და მე გპასუხობთ – იცოდა“ - გიორგი კეკელიძე
image

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ამბავს ასე ეხმაურება:


„ხომ იცოდა თამაზ გინტურმა იმ დაკეტილ სალოცავთან რომ იოლი სამიზნე იქნებოდა?


ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა?



ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა?


ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ სიკვდილით გაუსწორდებოდნენ, მაშ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში?


ხომ იცოდა მიხეილ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ - რაღატომ შეუბრუნა ბერიას სიტყვა?


და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა, გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ჩვენებური ბოლო?


ვაჟა-ფშაველამ ხომ იცოდა, რომ იმ ბნელ მოსახვევში, დაჭრილს ყვავ-ყორნები ეომებოდნენ?


დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა?თევდორე მღვდელმა? იცოდნენ. და რომ იცოდნენ, იმიტომ სხედხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით და ნაცადი რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა?
და მე გპასუხობთ – იცოდა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, სეპარატისტებმა გუშინ გაავრცელეს ვიდეო, სადაც თამაზ გინტურის სიცოცხლის უკანასკნელი წუთებია აღეჭდილი:


0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0