x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
13 წლის ძმა დედისგან უჩუმრად შპრიცით კვებავდა კარადაში ჩაკეტილ დას
image

სასიამოვნო სიახლე ეკატერინბურგის №1 რეგიონალური ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოდან: გოგონა ალინა ქალაქ კარპინსკიდან, რომელსაც დედა ექვსი თვის განმავლობაში ინახავდა კარადაში და შიმშილით კლავდა, სძინავს, ჭამს და ნელნელა მოცოცხლდა. მესამე ხარისხის სისუსტის მიუხედავად (ექვსი თვის ბავშვი იწონის მხოლოდ 3100 გრამს), მისი ხელის მოძრაობა არ არის დაქვეითებული. დედამისი იულია, რომელიც ქალთა კონსულტაციაში არ იყო რეგისტრირებული და ქალიშვილი აბაზანაში იმშობიარა, კვლევებისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი, იუწყება mk.


როგორც ცნობილი გახდა, 37 წლის იულია მრავალშვილიანი დედაა. მას ჰყავს 13 წლის ვაჟი და 3 წლის ქალიშვილი. იანვარში იგი ქმარს გაშორდა, ხოლო აპრილის ბოლოს დაიბადა ალინა.


ქალმა ყველას აუწყა, რომ ბავშვი გარდაიცვლა, სინამადვილეში კი გოგონა კარადაში ჩაკეტა, იმ იმედით, რომ იგი შიმშილით მოკვდებოდა. ახალშობილი გადარჩა უფროსი ძმის წყალობით, რომელიც პერიოდულად აჭმევდა დას.


image

მისავათებული ბავშვი კარადაში შემთხვევით იპოვნეს დედის მთვრალმა მეგობრებმა და გადასცეს პოლიციას.

კარპინსკის მოსახლეობას ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ გარეგნული მონაცემებით დაჯიდლოებულ საკმაოდ წარმატებულ იულიას შეეძლო ამის გაკეთება.ბევრი ადასტურებს, რომ იგი სამაგალითო დედა იყო.


-ყოვლად წარმოუდგენელია, ჩემს გაგებას აღემატება ბავშვის კარადაში ჩაკეტვა და დაელოდო, როდის მოკვდება შიმშილით - ამბობს ანასტასია, იულიას მეგობარი - არ მჯერა, რომ იულიამ ეს გააკეთა . მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. ის ძალზე კეთილი, მგრძნობიარე ადამიანია. შესანიშნავ ოჯახში გაიზარდა, მას ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. ერთად ვსწავლობდით მე -5 სკოლაში, კარგი რეპუტაცია ჰქონდა . შემდეგ დაამთავრა მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი. ძმასთან მეგობრული იყო. მაგრამ მის ქმარს, ანდრეის, დალევა უყვარდა. სიმთვრალეში ის ხდებოდა უკონტროლო, ხანდახან ცოლზეც სწევდა ხელს. მეზობლებმა არაერთხელ დაინახეს, თუ როგორ გარბოდნენ ის და მისი შვილები ქუჩაში, რათა ანდრეის მუშტებს გაქცეოდნენ.... უმცროსი ქალიშვილი ანდრეის ასლია. იქნებ იულიამ ქმრის მიმართ მთელი სიძულვილი ბავშვზე გადაიტანა?. ან მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, რადგან ასე არაადამიანურად ექცეოდა თავის შვილს.

image

პატარა ქალაქ კარპინსკში (25 000 მაცხოვრებელი)ახლა ყველა, იულიას უფროს ვაჟზე 13 წლის მიშაზე საუბრობს, რომელიც დედისგან ფარულად აჭმევდა თავის დას და არ უშვებდა, რომ შიმშილისგან მომკვდარიყო. იგი ბავშვს საფენებს უცვლიდა და წყალს აძლებდა.


- თავად მოზარდმა ინტერნეტში მოძებნა, როგორ უნდა გამოვკვებოთ ჩვილი. იგი ჯერ შპრიცით აძლევდა ნაზავს, შემდეგ კი რძეში დამბალ ორცხობილას და პურს აძლევდა-ამბობს ოჯახის ახლობელი.


image





0
16140
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
16140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0