x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამისთვის გავზარდე დედისერთა შვილი, რომ ამან „გამოიჭიროს? კიდევ კარგი, ჩემი ქმარი არ უყურებს როგორი ჯოჯო მომითრია სახლშიო"
image

მთელი ორი წელი ვხვდებოდი ნიკას, შეყვარებულები ვიყავით და ყოველთვის იმას უსვამდა ხაზს, რა შეგნებული დედა ჰყავდა და რომ მამას და დედას, უაზროდ უყვარდათ ერთმანეთი. მეც ასე მეგონა, სანამ მათ ოჯახში არ შევდგი ფეხი. პირველივე დანახვისას დედამთილმა ცხვირი აიბზუა, სიმაღლე და წონა დამიწუნა – ჩემს შვილზე დაბალია და ძალიან გამხდარიო.

ჩავყლაპე, გავატარე, ნიკას ხათრით მოვითმინე. რამდენიმე დღეში ოქროს ბეჭედი მაჩუქა და მოაყოლა: ეს ჩემმა დედამთილმა მაჩუქა, ოჯახის რელიკვიაა, არ უნდა მომეხსნა თითიდან, სანამ ცოცხალი ვარ, მაგრამ ჩემმა შვილმა შემჭამაო. რას ნიშნავდა ეს სიტყვები? ანუ, ჩემი ქმარი აძალებდა დედამისს ჩემთვის ოქროს სამკაული მოეცა და მას არ სურდა, ხომ ასეა? ჰოდა, გამოვართვი და არც არასოდეს გამიკეთებია, კარადაში დავაგდე. თუ რამე ახალს ვიყიდი, სიტყვით გამოდის: ამ გაჭირვების ჟამს რა დროს ყიდვაა, რაც გაქვთ ის ჩაიცვით, ცოტა გაუწიეთ ხათრი ოჯახის ბიუჯეტსო. მართალია, არ ვმუშაობ, მაგრამ ჩემს ქმარს ნამდვილად აქვს იმდენი შემოსავალი, თვეში ერთხელ ახალი რამე მიყიდოს და გამახაროს. ამაზეც გულზე სკდება ჩემი დედამთილი. ამას წინათ ჩემს ქმარს კალთაში ვეჯექი, მიხუტებულები ტელევიზორში ფილმს ვუყურებდით. ქალბატონი კი სამზარეულოში თავის მულს ელაპარაკებოდა ტელეფონით. მესმოდა: აღარ შემიძლია ამდენის გაძლება, მტერმა უყუროს ამას ყოველდღე, ამისთვის გავზარდე დედისერთა შვილი, რომ ამან „გამოიჭიროს? კიდევ კარგი, ჩემი ქმარი არ უყურებს როგორი ჯოჯო მომითრია სახლშიო. გეფიცებით, ზუსტად ამ სიტყვებით ელაპარაკებოდა. მე უკვე გამოვიმუშავე იმუნიტეტი და აღარ ვაქცევ ყურადღებას, პირიქით, ისე ვიქცევი, უფრო რომ აეშალოს ნერვები. მოკლედ, რომ დაასრულა საუბარი, შემოვიდა მისაღებში და ჩამქრალ ოთახში, ტელევიზორის შუქზე, ქმრის კალთაში ჩახუტებული დამინახა, გადაირია. ეცა, აანთო შუქი და დაიწყო ხმამაღლა ყვირილი: რა უბედურებაა? ეს უნამუსოა და ჩემი ხათრი რომ არ აქვს, გასაგებია და შენ, ამხელა ბიჭს, დედის არ გრცხვენიაო? გამეცინა და ვუპასუხე: რისი უნდა რცხვენოდეს, რას ვაკეთებთ, ტელევიზორს ვუყურებთ-მეთქი. ამაზე სულ აენთო და დაიწყო ლანძღვა-წყევლა-კრულვა. ნიკამაც აღარ მოუთმინა და ჩემი მხარე დაიკავა. ორი დღე ლოგინში გორავდა აწეული წნევით, როგორ თუ შვილი შეეწინააღმდეგა და რძალმა ხმა აუმაღლა.

აბა, როდემდე გავუტარო და ვუთმინო კლიმაქსური შეტევები? ნეტავ, არ ახსოვს თავისი ახალგაზრდობა, ქმართან გატარებული პირველი თვეები თუ წლები? ერთი სიტყვით, მიტევს, არც მე ვუთმობ და არც ვაპირებ დათმობას. არაფერს ვაშავებ, ქმართან თბილად ვარ და რატომ უნდა შევიზღუდო დედამთილის ხუშტურებისა და ძველმოდური შეხედულებების გამო ცხოვრება და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა. მათ ოჯახში ჩემი დაბადების დღე რომ მოდიოდა პირველად, ჩემმა ოჯახმა და ნათესავებმა გადაწყვიტეს მოსვლა(განაგრძეთ კითხვა)


image


ასევე იხილეთ


ნელი აგირბამ, რომელიც ტელემაყურებელმა, წლების წინ გაიცნო, როგორც "რუსთავი2" -ის დიქტორი, ახალ გადაცემა "The Talk შოუში", რომელიც რუსთავი-2-ზე გადის, მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევწროვებაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა: "ერთი ფაქტი მახსენდება და ახლა ჭუჭყის შეგრძნება მაქვს, რადგან არც ამაზე ისაუბრია. ბავშვებთან ერთ...



სკანდალებით ცნობილმა რაიდიოწამყვანმა მერსი სულხანიშვილმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და ნახევრადშიშველმა გაიკეთა აცრა და როგორც თვითონ ამტკიცებს, ამან შედეგი გამოიღო: "24 საათია ჩემი ფოტოებს ათრევს სოციალური სივრცე, მართალია ვერ ვხვდები რატომ? მაგრამ მაინც, გუშინ 40000 დოზა იყო სინოფარმის და თან ბოლო ერთი კვირაა აღარავინ ...


"ავღანეთის აეროპორტის ვიდეოა გაზიარებული, ტირილი, ჯგლეთა, ქალები, ბავშვები...გარბიან და ქართველი ემიგრანტების კომენტარები...აქ რას მოეთრევიან ( ევროპა, ამერიკა), აზიურმა ქვეყნებმა შეიფარონ, აქ არ გვჭირდებიან, წაგვლეკესო..."თქვენ



''არ შემეძლო, ეს ვიდეო არ გამევრცელებინა, მსგავს რამეს შეიძლება ხშირად გადააწყდეთ საქართველოში, მაგრამ სუფრაზე, სადაც აგვისტოს ომში, შინდისთან გმირულად დაღუპული მეომრის, ფელიქს კაკაურიძის ძმა ზის და რუსეთის სადღეგრძელოს ამბობენ, ეს წარმოუდგენელია. გული გამიჩერდა, რომ ვნახე. ვინც ამ ვიდეოზეა, ეს ადამი...

0
288
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0