საზოგადოება "მეისპო თქვენი სარსგადაგებული, დახეულჩოხიანი და ცალჩექმიანი" თავი, თვითმფრინავი რომ ძრავას ჩართვას, იმ წუთიდან რომ "კარენოი" ევროპელები ხართ 2021, 16 აგვისტო, 12:54 ![]() "ავღანეთის აეროპორტის ვიდეოა გაზიარებული, ტირილი, ჯგლეთა, ქალები, ბავშვები...გარბიან და ქართველი ემიგრანტების კომენტარები...აქ რას მოეთრევიან ( ევროპა, ამერიკა), აზიურმა ქვეყნებმა შეიფარონ, აქ არ გვჭირდებიან, წაგვლეკესო..."თქვენ ჩასკდით", თქვენ "რად არ წახვედით" ირანში და ჩინეთში?...ააა, უფლებები გინდათ ფულთან ერთად? კაი კაცოოო.. .
"მეისპო თქვენი სარსგადაგებული, დახეულჩოხიანი და ცალჩექმიანი" თავი, თვითმფრინავი რომ ძრავას ჩართვას, იმ წუთიდან რომ "კარენოი" ევროპელები ხართ.
![]() (დალოცოს კლდიაშვილი, იმაზე უკეთესად არავის დაუნახია ჩვენი უბედურება)"-წერს სოციალურ ქსელში თეა შაყულაშვილი.
![]() შეგახსენებთ, თალიბების მიერ ქვეყნის ტერიტორიის დაკავების შემდეგ, ავღანეთის მთავრობა ქვეყნიდან გაიქცა, მთელ ქვეყანაში ქაოსი შეიქმნა, ქაბულიდან ხალხი მასიურად გარბის.
![]() სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომელზეც ქაბულის აეროპორტში არსებული არეულობაა ასახული, რა დროსაც ადამიანები თვითმფრინავში ასვლასა და ქალაქის დატოვებას ცდილობენ., Reuters-ის ცნობით ამ ქაოსს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა.
სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ქაბულში არსებული არეულობის გამო, საქართველოს მოქალაქეები აეროპორტამდე ვერ მივიდნენ - მათი ტრანსპორტირება ჯავშნიანი ავტომობილებით იგეგმება.ავღანეთში საქართველოს 23 მოქალაქეა. საგარეო უწყების ცნობით, ისინი არა მოქმედი, არამედ ყოფილი სამხედროები არიან და კერძო კომპანიებში მუშაობენ. 17 კაცი დასაქმებულია კანადურ კომპანიაში, 6 - ამერიკულში.
760 4-ს მოსწონს 1-ს არა
|