x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მე ვასკას გულწრფელობაში ეჭვი მეპარება....7 საათზე რომ დაიხურავდა ქუდს, იმ პერიოდში, როცა ჩვენ მართლა 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით"-თამუნა კენკიშვილი

image

პროდიუსერმა თამუნა კენკიშვილმა საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა:

“6-საათიანი მოამბის პროდიუსინგზე ვთქვი უარი, რადგან მე ვასკას გულწრფელობაში უბრალოდ ეჭვი მეპარება. 29 ან 28 ნოემბერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სრულიად მოულოდნელად, ისე, რომ წინაპირობა უბრალოდ არ ყოფილა, რომ რამის გაშუქებით უკმაყოფილო ყოფილიყო, გავიდა ეთერიდან და აღარ დაბრუნებულა, სანამ ჩვენ გავიგებდით ამ ამბის შესახებ, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ ვასილმა პროტესტის ნიშნად დატოვა ეთერი, მესამე თუ მეოთხე დღეს
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი შევიდა ეთერში და თქვა, რომ ვასილ მაღლაფერიძე არის ამ არხის პრობლემა.

[…] სალომე ზურაბიშვილმა მიიწვია ჟურნალისტები, მათ შორის დაზარალებული ჟურნალისტები და მათ შორის იყო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც და მას მამაცობისთვის გადასცა მედალი, რომელსაც არ ვიცი, 7 საათზე რომ დაიხურავდა ქუდს, იმ პერიოდში, როცა ჩვენ მართლა 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, ის სამსახურში არ ყოფილა.
ის ველზე არ ყოფილა. მას გაზი არ ჩაუყლაპავს და მან მიიღო ჯილდო”.


მანამდე გავრცელდა კადრები საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომიდან.სადაც არხის პირდაპირი ეთერის რეჟისორი, კახა მელიქიძე საუბრობს იმაზე, თუ როგორ ითხოვდნენ მისგან საფეხბურთო მატჩების ტრანსლირებისას ტრიბუნებზე მყოფი ირაკლი კობახიძის ჩვენებას და როგორ უკრძალავდნენ სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას.
<
0
235
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0