x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ტყუპებზე ყოფილა ორსულად, მაგრამ აბორტზე მაინც ვერ თქვა უარი, ბიჭი სახლში ვერ წაიყვანდა, აღარც მშობლები მიიღებდნენ" - პეტრე კოლხი
image

მამა პეტრე კოლხი(კვარაცხელია) სოციალურ ქსელში საკმაოდ სევდიან ამბავს აქვეყნებს:

"ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი. გარშემო სიკეთეს და მშვენიერებას ასხივებდა.


იმ წელს ჩააბარა უნივერსიტეტში, მე რომ გავიცანი… მასზე ალბათ ოთხი წლით პატარა ვიქნებოდი…

ვაკვირდებოდი, თუ სახლში ადრიანად დაბრუნდებოდა, სადარბაზოსთან ვხვდებოდი და პურის საყიდლად, ან უბრალოდ სასეირნოდ გავიდოდით… არაფერი ხდებოდა, უბრალოდ მოწმონდა, რომ ასეთი ლამაზი იყო და ხმაც ისეთი ხავერდოვანი ჰქონდა, ოღონდ ესაუბრა და არც იმას ფიქრობდი, საინტერესო იქნებოდა, თუ არა…

ახალი სასწავლო წლის დაწყება უხაროდა, თან უკვე სტუდენტი იყო და გრძნობდა, რაღაც ახალი გამოწვევები დაიწყებოდა… მეც იშვიათად ვნახულობდი… ნახევარი წელი ისე გავიდა, ერთმანეთს შორიდან ვესალმებოდით… ზამთრის არდადეგები სოფელში გაატარა…

წლის ბოლოს უფრო ლამაზი და ხასიათითაც შეცვლილი მეჩვენა… არ უთქვამს, მაგრამ ისედაც მიხვდებოდი, რომ შეყვარებული იყო… ნაბიჯებს ისე დგამდა, იტყოდი, დაფრინავსო…

დაიწყო ახალი სასწავლო წელი, მეორე კურსზე წარმატებით გადავიდა. ადრიანი შემოდგომა იდგა, აივანზე ვიდექი, ამომძახა, ჩამო, პურის საყიდლად გამყევიო… გამიხარდა და კიბეებს გადავაფრინდი…

მოწყენილი და სევდიანი მეჩვენა… პურზე შევიარეთ, მერე ქუჩას ავუყევით და წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ ავიღეთ გეზი… დიდად არც უსაუბრია, ცრემლი მოერია და მომერიდა, მაგრამ მაინც ვკითხე, რაღაც გიჭირს, იქნებ შევძლო დახმარება, თქო…

შეყვარებულთან პრობლემები მაქვსო, მოკლედ მომიჭრა და სახლში მივბრუნდით…

ვინერვიულე, განვიცადე, იმ ღამეს თითქმის არ მიძინია…

საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა, ორსულად იყო, ბიჭმა უთხრა, ოჯახს ჯერ ვერ შევქმნით, თავის რჩენა გაგვიჭირდება, იქნებ აბორტი გაიკეთოო…

ბევრი კამათის მიუხედავად, ბიჭმა თავისი გაიტანა და აბორტის გასაკეთებელი ფულით გაისტუმრა…

გოგონას მეგობარმა შესთავაზა, ექიმთან ვერ მივალთ, იქნებ “გაგიბაზრდეს”, ექიმბაშთან მისვლა სჯობსო…

ტყუპებზე ყოფილა ორსულად, მაგრამ აბორტზე მაინც ვერ თქვა უარი, ბიჭი სახლში ვერ წაიყვანდა, აღარც მშობლები მიიღებდნენ…
არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ვხედავდი, რომ ძალიან ფერმკრთალი იყო…

აღმოჩნდა, რომ ნაყოფის მოშორება არასწორად მოხდა…

ჩემი ულამაზესი მეგობრის ორგანიზმმა ვერ გაუძლო, ერთ კვირაში სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა…

იმ წამს ყველაფერი შემძულდა… ტყუპებმა დედა თან გაიყოლეს!.."-წერს პეტრე კოლხი.
image

ასევე იხილეთ


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ტელეგადაცემაში "ნოესთან" ამირან გამყრელიძე 1995 წელს საკუთარ ოჯახში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს, რა დროსაც, მისი შვილი საცოლესთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა: "2 დღით ადრე ჩვენთან იყვნენ, როცა ოჯახს თავიანთი მიზნები გაუმხილეს, 2 კვირის შემდეგ ნიშნობ...


მთელი ორი წელი ვხვდებოდი ნიკას, შეყვარებულები ვიყავით და ყოველთვის იმას უსვამდა ხაზს, რა შეგნებული დედა ჰყავდა და რომ მამას და დედას, უაზროდ უყვარდათ ერთმანეთი. მეც ასე მეგონა, სანამ მათ ოჯახში არ შევდგი ფეხი. პირველივე დანახვისას დედამთილმა ცხვირი აიბზუა, სიმაღლე და წონა ...



The talk შოუში, რომელიც ამიერიდან სამშაბათის ნაცვლად ოთხშაბათობით გადის "რუსთავი-2"-ის ეთერში, ამჯერად ქობულეთელ 25 წლის გოგონას, ვიქტორია კოზლოვას უმძიმეს ისტორიას მოისმენთ, თუ 9 წლის ასაკიდან მოყოლებული, სექსუალურად როგორ ძალადობმა მასზე მამამისი. გოგონამ წლების შემდეგ გაბედა და გადაწყვიტა საკუთარი შემზარ...



ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს შავ-ბნელი 90-იანი წლებიდან და წერს : ეს ადრე 90-იან წლებში, ჩვენს უბანში ერთი ახალგაზრდა, დაახლოებით ჩემი ასაკის კაცი ცხოვრობდა. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ისე...


"ჩემი მეზობელი და ბავშვობის მეგობარი. საოცარი ბავშვი იყო თამთა, მშვიდი; გაწონასწორებული, საზრიანი...."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და უფლებადმაცველი ლაშა მესხი თამთა ლიპარტელიანზე, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ, 2011 წლის 22 ივლისს კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიაში, ტერორისტ ანდერს ბრეივიკის მსხვერპლი გახდა. "10 წელი გავიდა უდიდესი ტრაგედიიდან... 2011 წლ...

0
574
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0