x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯვრისწერა გარდაცვლების შემდეგ - ამირან გამყრელიძე დაღუპული შვილის შესახებ საუბრობს

image

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ტელეგადაცემაში "ნოესთან" ამირან გამყრელიძე 1995 წელს საკუთარ ოჯახში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს, რა დროსაც, მისი შვილი საცოლესთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა:

"2 დღით ადრე ჩვენთან იყვნენ, როცა ოჯახს თავიანთი მიზნები გაუმხილეს, 2 კვირის შემდეგ ნიშნობა უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი 2 კვირის შემდეგ ქორწილი, როგორც იყო მაშინ მიღებული, მოგეხსნებათ რთული პერიოდი იყო, კახეთის გზაზე პატარა სახლში გვქონდა, ხაშმის მოპირდაპირე მხარეს, რამდენჯერმე გაქურდეს, ბევრი არაფერი გქვონდა, მაგრამ მაინც იქ დადიოდა ხოლმე ჩემი შვილი, რომ სახლისთვის ყურადრება მიექცია.

image

იქიდან მომავლებს მოუხდათ ეს მძიმე ავარია. ამან ჩვენს ოჯახს ძალიან დიდი დამღა დაასვა. მე ვცდილობ, რომ ეს ჩემი და ჩემი მეუღლის ტვირთი იყოს.

ჩვენ, ორი ოჯახი ისეთივე ერთიანები ვართ, როგორც მძახლები არიან. სამწუხაროდ, ქორწილი ვერ მოესწრო, ისინი ერთად არიან დაკრძალული, ჩვენ ორი ოჯახი – გამყრელიძეებისა და ტუღუშების, ერთიანი ოჯახია. დღემდე ყველაზე ნათესაური კავშირი ამ ოჯახთან მაქვს.

მას შემდეგ ჩემი მეუღლე საკმაოდ ეკლესიური გახდა, ასევე დოშას დედაც… მათ დაბადების დღეებზე ერთად ვიკრიბებით, ერთადერთი, ამ პანდემიის პერიოდში ვეღარ ვახერხებთ, რადგან არ შეიძლება. ვიკრიბებით 5-6 კაცი.

გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ურთიერთკავშირმა იმოქმედა მაშინ, საჭესთან ხომ ჩემი შვილი იჯდა, კი, ის გადაეფარა, მაგრამ.. სიკეთემ, მათმა სიყვარულმა მაინც ყველაფერი დაძლია, პირველ ეტაპზე შეიძლება მტრად მოვკიდებულიყავით ერთმანეთს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ახლა რა ურთიერთობა გვაქვს, არა მარტო მშობლებს, არამედ მთელ დიდ სანათესაოს. თითქოს, ამ ურთიერთობამ ცხოვრება გააადვილა.თუ ამას ადვილი შჭეიძლება ეწოდოს.. შემდეგ მე 24-საათიან მუშაობაში გადავერთე, ამით ვიქარვებდი ყველაფერს“-ამბობს გამყრელიძე.

ამირამ გამყრელიძემ ისიც აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალებაში საკუთარ თავსაც ადანაშაულებს:

"ეს ტრაგედია შეიძლება არ მომხდარიყო და აგვეცდინა ერთი წლით ადრე.....დიდი კავშირები მქონდა და მაქვს ავსტრიაში და ზაფხულობით სასწავლებლად და პრაქტიკებზე ვუშვებდი ხოლმე, 1994 წელს მან მთხოვა, რომ დამტოვეო ერთი წელი იქ .. მაშინ რთული იყო ამის გადაწყვეტილების მიღება და არ ვქენი".

0
662
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0