x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"შავი გაგების" მეზობელმა ბეჭზე დაკრა ხელი, საქციელი შეუქო და თან კითხა: - დახმარება ხო არ გინდა ძამია? - სახალისო ისტორია 90-იანი წლებიდან

image

ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს შავ-ბნელი 90-იანი წლებიდან და წერს :


ეს ადრე 90-იან წლებში, ჩვენს უბანში ერთი ახალგაზრდა, დაახლოებით ჩემი ასაკის კაცი ცხოვრობდა.
არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ისე როგორც მაშინდელი ახალგაზრდობის უმრავლესობა, ესეც „შავი“ გაგების და ამ გაგების მიმდევარი იყო. სიმართლე გითხრათ, მე მისი მოპარული ან გაფუჭებული არაფერი მინახავს და არც გამიგია, თუმცა უბანში ასეთი სახელი ქონდა და გარკვეულ წრეში თავისი ავტორიტეტიც.
ხოდა 1996 ან 1997 წელია, ზუსტად არ მახსოვს და ..... ჩემი ნაციონალ მეზობელს სამსახურში შეაგვიანდა, ძალიან გვიან მოუწია სახლში წამოსვლა.
ხოდა, ვინაიდან მეტრო არ მუშაობდა, სამხედრო ნაწილის მორიგეს სთხოვა, რომელსაც გერმანიიდან ახალი ჩამოყვანილი „ფორდი“, რომ ეთხოვებია დილამდე და დილის 06 საათზე დაუბრუნებდა. იმანაც უარი ვერ უთხრა, აიღო და მისცა გასაღები.
მოკლედ გახარებულია ჩემი ნაციონალი მეზობელი, ჟიგული 01-ის მერე აშკარად გრძნობს „ფორდის“ უპირატესობას. ტარება ნორმალურად არ იცის, მაგრამ მოძრაობა დაბნელებულ ქალაქში თითქმის არ არის და არ გაჭირვებია ელიაზე ასვლა.
აიარა ელიას აღმართები, შევიდა ჩენს უბანში, მიუახლოვდა მის სახლს დაახლოებით 500-600 მეტრით და უცებ უკამა მარჯვენა საბურავი გასკდა.
აუუფფ, შემოირტყა თავში ხელი. თუმცა რაღას იზამდა? მოძებნა საბარგულში სათადარიგო საბურავი, საბურავის კლუჩის იქვე იყო, მაგრამ ვერაფრით იპოვა დანგრატი.
დაკეტა მანქანა და სახლში წავიდა, რადგან სახლში მეზობლის დანგრატი ეგულებოდა.
მოიტანა ეს დანგრატი, გააღო საბარგული, ამოიღო სათადარიგო და საბურავის შცვლას შეუდგა.
ვითარებას ისიც ართულებდა, რომ უბანში შუქი არ იყო და ისეთი სიბნელე იყო, რომ თვალთან თითს ვერ მიიტან.
ამ მუშაობაშია და უკნიდან ის ჩვენი „შავი გაგების“ მეზობელი მოადგა.
- რას აკეთებ ბიჯო? კითხა მოულოდნელობისგან შემკრთალ ჩემ ნაციონალ მეზობელს.
იმანაც ეტყობა იტრიბახი არ გაიტეხა, ან წაეხუმრა, ან მის თვალში ავტორიტეტის ამაღლება უნდოდა და ეუბნება:
- ჩუმათე იყავი ბიჯო აქანა, რა გაყვირებს თუ იცი შენე)) ვერ ხედავ, ვინცხას მანქანა დოუტიებია აგერა და ბორბალს ვხსნი?!))
ამ ჩვენმა „შავი გაგების“ მეზობელმა ბეჭზე დაკრა ხელი და საქციელი შეუქო და თან კითხა:
- დახმარება ხოარ გინდა ძამია?
არა, მადლობა, მე თვითონი მივხედავ ამ საქმესი - უპასუხა ჩემმა ნაციონალმა მეზობელმა და საბურავთან ჩალიჩი განაგრძო.
ალბათ 5-10-15 წუთი დასჭირდა ჩემი ნაციონალ მეზობელს საბურავის შეცვლაზე, ამ გამოუცდელ კაცს დატყავებული აქვს ხელები.
ბოლოს ადგა, რომ საბარგულში ჩაალაგოს იარაღები და რას ხედავს:
- ეს ჩვენი „შავი გაგების“ მეზობელი დგას მანქანის მეორე მხარეს, „ფორდის“ საქარე მინა, ორივე გვერდითა სარკეები და სალონიდან ამოდღლეზილი მაგნიტოფონი იღლიაში აქვს ამოჩრილი და ჩემი ნაციონალ მეზობელს, ანუ მის პადელნიკს ელოდება."
image

იხილე მსგავ თემაზე:ბნელი და საშინელი 90-იანი წლები

0
390
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0