ჰომო საპიენსები აფრიკაში ჩამოყალიბდნენ მინიმუმ ძვ.წ. 300, 000 წლიდან. დიდი ალბათობით უფრო ადრეულ პერიოდშიც, შემდგომ ათასწლეულებში რამდენიმე ტალღად გადავიდნენ ეს ადამიანები ევრაზიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბოლო დიდ ტალღად გადმოსვლა ევრაზიაში დაახლოებით ძვ.წ. 70, 000 წლისთვის, რის შემდეგაც ჰომო საპიენსები მოედნენ მთელ ევრაზიას და ავსტრალიას, ფართოდ გავრცელდნენ სხვადასხვა დიდ რეგიონში, დაიწყეს შერევა ადგილობრივ პოპულაციებთან, როგორც ნეანდერტალელებთან, ასევე დენისოველებთან და ჩამოაყალიბეს უპირველესი არქეოგენეტიკური მოდგმები, რომლებმაც სათავე დაუდეს დღევანდელ რასებს და ქვერასებს.