x
მეტი
  • 31.01.2023
  • სტატია:125328
  • ვიდეო:355892
  • სურათი:498185
უძველესი ბერინგიელები
უძველესი ბერინგიელები


უძველესი ბერინგიელები (Ancient Beringian - AB) არის სპეციფიკური არქეოგენეტიკური მოდგმა, რომელიც განსახლებულნი იყვნენ ბერინგიაზე, იმ ეგრეთ წოდებულ სახმელეთო ხიდზე, რომელიც ძვ.წ. 11, 000 წლამდე, სანამ მოხდებოდა ოკეანის წყლის დონის აწევა და დაიფარებოდა წყლით, აკავშირებდა რუსეთის აღმოსავლეთ ტერიტორიებს ჩრდილოეთ ამერიკასთან. ამ მოდგმის ხალხის უძველესი აღმოჩენილი ინდივიდი დათარიღებულია ძვ.წ. 9500 წლით და აღმოჩენილია ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკას შტატში. ამ ინდივიდის სამეცნიერო დასახელებაა USR1. უძველესი ბერინგიელების მოდგმა გამოეყო ადგილობრივი ამერიკელების წინაპრებს (ANA) დაახლოებით ძვ.წ. 18, 000 წლისთვის. თავად ადგილობრივი ამერიკელების წინაპრები, როგორც ცალკე არქეოგენეტიკური მოდგმა ჩამოყალიბდა ძვ.წ. 23, 000 წლისთვის უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების და ადრეული აღმოსავლეთ აზიელების შერევის შედეგად.


უძველესი ბერინგიელები


დღესდღეობით უძველესი ბერინგიელების მოდგმა გადაშენებულია და მათ არ აქვთ თანამედროვე ალასკის მოსახლეობის ჩამოყალიბებაში შესამჩნევი წილი. ისინი სრულად ასიმილირებულნი იქნენ ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივების ჩრდილოეთში, ალასკაში კვლავ უკან მიგრაციით, სამხრეთის მიწებზე დამკვიდრების შემდგომ პერიოდში. თანამედროვე პერიოდში, ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ათაბასკური ენობრივი ოჯახის მატარებელი ადგილობრივი ამერიკელების გენეტიკა ჩამოყალიბებულია ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივების და პალეოციმბირელების (ადრეული პალეო-ესკიმოსების) შერევის პროცესით, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაახ. ძვ.წ. 500 წლიდან.



უძველესი ბერინგიელები


საზოგადოდ, დენალის კომპლექსზე აღმოჩენილი ინდივიდების ბირთვული დნმ-ის კვლევით დადგინდა, რომ ადგილობრივი ამერიკელების წინაპრების (Ancestral Native Americans) წინარე მოდგმა გამოეყო ადრეულ აღმოსავლეთ აზიელებს დაახ. ძვ.წ. 34, 000 წლიდან. შემდგომ პერიოდში, ძვ.წ. 23, 000 - ძვ.წ. 18, 000 წლებში, ხალხის ეს ცალკეული დიდი ჯგუფი შეერია უძველეს ჩრდილოეთ ევრაზიელებს (ANE) და საბოლოოდ ამ გზით ჩამოყალიბდა ადგილობრივი ამერიკელების წინაპრების მოდგმა ძვ.წ. 18, 000 წლისთვის.


უძველესი ბერინგიელები


ამგვარად, უძველესი ბერინგიელების გენეტიკური ხაზი გამოეყო ადგილობრივი ამერიკელების წინაპრებს (Ancestral Native American) ძვ.წ. 18, 000 წლისთვის და სხვა მოდგმებთან შეურევლად არსებობდა ალასკას ტერიტორიაზე ძვ.წ. 9500 წლამდე. სხვა პალეო-ინდიელების ჯგუფი გამოეყო უძველეს ბერინგიელებს ძვ.წ. 18, 000 - ძვ.წ. 16, 000 წლებში. ეს ხალხი - პალეო-ინდიელები, უკვე შემდგომ პერიოდში, ძვ.წ. 15, 500 - ძვ.წ. 12, 600 წლებში, გაიყო ორ მოდგმად, ესენია: ჩრდილოეთ ადგილობრივი ამერიკელები (North Native Americans - NNA) და სამხრეთ ადგილობრივი ამერიკელები (South Native American - SNA).


უძველესი ბერინგიელები


წყარო: Ancient Beringian - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
169
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0