x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უძველესი სამხრეთ აზიელები
უძველესი სამხრეთ აზიელები


სამხრეთ აზია, როგორც რეგიონი მოიცავს დედამიწის იმ დიდ ტერიტორიას, სადაც მდებარეობს ინდოეთის სუბ-კონტინენტი და დღევანდელ დღეს არის შემდეგი ქვეყნები: ინდოეთი, პაკისტანი, ავღანეთი, ნეპალი, ბანგლადეში, ბუტანი და კუნძული შრი-ლანკა. უძველესი სამხრეთ აზიელები (Ancient South Asians) ანუ პირველი სამხრეთ აზიელი თანამედროვე ადამიანები, მონადირე-შემგროვებლები დასახლდნენ ამ ტერიტორიებზე, კერძოდ ინდოეთსა და პაკისტანში ძვ.წ. 78, 000 წლიდან, ავღანეთში ძვ.წ. 50, 000 წლიდან. აქვე აღსანიშნავია, რომ ინდოეთის სუბ-კონტინენტზე ნეოლითური ხანა დაიწყო ძვ.წ. 7000 წლიდან. პირველი ჰომო საპიენსების დიდწილად ამოწყვეტა ინდოეთის, პაკისტანის და ავღანეთის ტერიტორიებზე გამოიწვია ვულკან ტობას ამოფრქვევამ ძვ.წ. 72, 000 წლისთვის. ამან გაანადგურა ინდოეთის ცენტრალური ტყეები სრულად და გამოიწვია გამყინვარება, რამაც სრულად მოსპობის საფრთხის ქვეშ დააყენა მაშინდელი კაცობრიობა, ადამიანთა დიდი ნაწილი დაიღუპა. ამითაც აიხსნება ადამიანთა დღევანდელი პოპულაციების ასე თუ ისე ნათესაური წარმომავლობა ამ პერიოდში გადარჩენილი კაცობრიობისგან. ვულკან ტობას მიერ გამოწვეული საგრძნობი აცივება დაახლოებით 1800 წელიწადი გაგრძელდა, დაახ. ძვ.წ. 72, 000 წლიდან ძვ.წ. 5400 წლამდე. ცხადია, ამ დროის განმავლობაში თანდათანობითი დათბობით.


სამხრეთ აზია


ინდოეთის ტერიტორიაზე მონადირე-შემგროვებელთა მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოჩენა და გამრავლება იწყება მაინც უმეტესად ძვ.წ. 65, 000 წლიდან. ამის შემდგომ ათასწლეულებშიც რამდენიმე ტალღად მოხდა დასავლეთიდან ინდოეთის ნახევარკუნძულზე ხალხთა ჯგუფების შესვლა. დასავლეთ ევრაზიელი მონადირე-შემგროვებლები მიგრირდნენ ახლო აღმოსავლეთიდან სამხრეთ აზიისკენ ძვ.წ. 9700 - ძვ.წ. 7000 წლების პერიოდში, ანუ ბოლო გამყინვარების დასრულების შემდეგ. ინდოეთ-პაკისტანის ტერიტორიაზე მათ დახვდნენ ადგილობრივი, სამხრეთ აზიელი მონადირე-შემგროვებლები. ადამიანთა სწორედ ამ ორი მოდგმის: დასავლეთ ევრაზიელი მონადირე-შემგროვებლების და სამხრეთ აზიელი მონადირე-შემგროვებლების შერევით დაიწყო ჩამოყალიბება დიდებულმა ინდის ველის ცივილიზაციამ.



ინდო-ევროპული ენები ინდოეთში


აღსანიშნავია, რომ პალეოლითის და მეზოლითის ხანაში სამხრეთ ინდოეთის ტერიტორიებზე გავრცელებული იყო მონადირე-შემგროვებელი ხალხი, რომლებიც ენათესავებოდნენ როგორც ანდამანის კუნძულების ადგილობრივ ხალხს, ასევე ავსტრალიელ აბორიგენებს და აღმოსავლეთ აზიელებს - ადრეულ მონღოლოიდებს. ამ შერეულ მოსახლეობას ეწოდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოელი მონადირე-შემგროვებლები (South-eastern Indian hunter-gatherers - AASI).

ამ ადამიანებმა დასავლეთ ევრაზიელებთან შერევის შემდეგ ამავე პერიოდში - პალეოლითის და მეზოლითის ხანაში წარმოშვეს მონადირე-შემგროვებელთა მოდგმა, რომელსაც ვუწოდებთ პროტო სამხრეთ ინდოელებს ან სამხრეთ ინდოელთა წინაპარ მოდგმას (Ancestral South Indians - ASI) - აქ იგულისხმება უმეტესად პროტო-დრავიდული ხალხები.


დრავიდული (ადგილობრივი) ენები სამხრეთ აზიაში


სამხრეთ ინდოელთა წინაპარი მოდგმა (ASI) კიდევ ერთხელ შეერია დასავლეთ ევრაზიელთა ახალ ტალღას, ამჯერად უკვე ინდო-ევროპელებს და ამგვარად წარმოიშვა ჩრდილოეთ ინდოელთა წინაპარი მოდგმა (Ancestral North Indians - ANI). ეს ორი მოდგმა სამხრეთ ინდოელთა წინაპრები (ASI) და ჩრდილოეთ ინდოელთა წინაპრები (ANI) ინტენსიურად ასიმილირდებოდნენ ერთმანეთში ძვ.წ. 1800 წლიდან ახ.წ. 100 წლამდე. ეს გამოწვეული იყო ინდის ველის ცივილიზაციის თანდათანობითი დაცემით და ჩრდილოეთ ინდოელების მიგრაციით სამხრეთისკენ. ამ კულტურის დაცემა და სამხრეთით მიგრაცია კი თავის მხრივ გამოწვეული იყო ინდო-ევროპელების მეომარი ტომების გამოჩენით. შემდგომ პერიოდში, ინდოეთის სუბ-კონტინენტზე მოხდა ახალი ელემენტის შედინებაც მუნდას ხალხის და ტიბეტურ-ბირმული მოდგმის ხალხთა შესვლა აღმოსავლეთ აზიიდან. რეიხის მიხედვით (Reich et. al.) ჩრდილოეთ ინდოელთა წინაპრების (ANI) გენეტიკა დღევანდელ ინდოეთის პოპულაციაში მერყეობს 40-დან 70%-მდე და ტრადიციულად, უფრო მაღალია ინდოეთის მაღალი წოდების, მაღალი კასტის ადამიანებს შორის. მეომარი კასტა ინდო-ევროპული წარმოშობისაა.

ადამიანები შრი-ლანკაზე გადავიდნენ კონტინენტური ინდოეთიდან ძვ.წ. 38, 000 წლიდან. შემდგომ ათასწლეულებში ამ კუნძულზე სხვა რამდენიმე ჯგუფიც გადავიდა. მათ შორის ამ კუნძულზე გადავიდნენ ინდო-ევროპულ ენებზე მოსაუბრე ხალხებიც და იქ დღემდე ცხოვრობენ.


ჩრდილოეთ და სამხრეთ ინდოელების შედარება


ნარაშიმჰანის (Narashimhan et al. 2019) და შინდეს (Shinde et al. 2019) დასავლეთ ევრაზიული გენეტიკა უკვე შერეული იყო ინდოეთის ნახევარკუნძულის ხალხთან, სამხრეთ აზიაში ნეოლითური ხანის დადგომამდე - ძვ.წ. 7000 წლამდე. მეცპალუს (Metspalu et al. 2011) ინდის ველის და საერთოდ სამხრეთ აზიის ხალხი შერეული იყო კავკასიელ და მაშინდელი ცენტრალური აზიის ხალხებთან. ის აცხადებს, რომ ეს გენეტიკური კომპონენტი - K5, მიიტანა ინდოეთის ტერიტორიაზე დასავლეთ ევრაზიელმა ხალხმა დაახლოებით ძვ.წ. 10, 500 წლისთვის. თანგარაჯის (Thangaraj) მიხედვით კი შერევა სამხრეთ აზიელებსა და დასავლეთ ევრაზიელებს შორის ბევრად უფრო ადრეულ პერიოდშიც მოხდა, კერძოდ ძვ.წ. 38, 000 წლისთვის მომხდარ ხალხთა მეორე ტალღის გადასახლების შედეგად დასავლეთ ტერიტორიებიდან სამხრეთ აზიისკენ, თუმცა ეს საკამათო საკითხად რჩება.


ჩრდილოეთ და სამხრეთ ინდოელები და მათი ნარევი


გალეგო რომეროს (Gallego Romero et al. 2011) მიხედვით ინდოეთის მოსახლეობაში ლაქტოზასადმი ტოლერანტობის გენეტიკური მუტაცია არის გავრცელებული დასავლეთ ევრაზიელების მიგრაციის შედეგად სამხრეთ აზიისკენ ძვ.წ. 8000 - ძვ.წ. 7000 წლიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც ეს მუტაცია ევროპაშიც გავრცელდა ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ ტერიტორიებიდან. ბრუშაკის მიხედვითაც (Broushaki et al. 2016) ეს გენეტიკური კომპონენტი მსოფლიოში წარმოიშვა და გავრცელდა მესოპოტამიის ტერიტორიებზე, უმეტესად ზაგროსის მთიანეთში მცხოვრები ნეოლითური მიწათმოქმედების მიერ ძვ.წ. 8000 წლიდან სამხრეთ აზიისკენ.

ლუკაქსის და ჰემფილის მიხედვით (Lukacs, Hemphill) მერგარის კულტურა (Mehrgarh culture - ძვ.წ. 7000-2500 წლებში) იყო ინდის ველის წინამორბედი ინდოეთ-პაკისტანის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ კულტურა დიდად არ შეცვლილა, მერგარის კულტურის ნეოლითური მოსახლეობა გენეტიკურად შეიცვალა სპილენძის ხანაში სწორედ იმიტომ, რომ შეერია დღევანდელი ირანის ტერიტორიიდან შესულ ხალხის ნაკადს.


ჩრდილოეთ და სამხრეთ ინდოელების შედარება


შინდეს (Shinde et al. 2019) და ნარაშიმჰანის (Narashimhan et al. 2019) მიხედვით ინდის ველის ცივილიზაცია, რომელიც განვცობილი იყო ჩრდილოეთ ინდოეთისა და პაკისტანის ტერიტორიებზე, იყო დასახლებული ხალხით, რომლებიც იყვნენ ჩამოყალიბებულნი ადგილობრივი, პროტო-დრავიდული ხალხების ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოელი მონადირე-შემგროვებლების (AASI) შთამომავლებით და ირანელი მესაქონლეების (რომლებიც ახლოს ენათესავებოდნენ კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებს) შერევით. შინდეს მიხედვით 50-დან 98%-მდე ინდის ველის ცივილიზაციის მოსახლეობას ჰქონდა ადრეული ირანელი (არა-ინდო-ევროპელი) მიწათმოქმედების გენეტიკა, ხოლო 2-დან 50%-მდე ადგილობრივი სამხრეთ აზიელი მონადირე-შემგროვებლების გენეტიკა, რომლებიც ენათესავებოდნენ დღევადელ ანდამანის კუნძულებზე მცხოვრებ აბორიგენებს.


ანდამანის კუნძულების აბორიგენები


ჩრდილოეთ და სამხრეთ ინდოელების შედარება


ნარასიმჰანის მიხედვით კი, ინდის ველის ცივილიზაციის ხალხი იყო ადრეული ირანელი მიწათმოქმედების შთამომავლობა 45-დან 82%-მდე, ხოლო ადგილობრივი სამხრეთ აზიელების შთამომავალი 11-დან 50%-მდე. აქვე ნარისიმჰანი აღნიშნავს, რომ ინდის ველის ცივილიზაციის ხალხთა ჩამოყალიბებაში მონაწილე ირანელი ფერმერები განსხვავდებოდნენ იმ ირანელი მიწათმოქმედებისგან, რომლებიც ირანში ცხოვრობდნენ ძვ.წ. 6000 წლის შემდგომ, ვინაიდან ირანში ძვ.წ. 6000 წლიდან დაიწყო შერევა ანატოლიელ მიწათმოქმედებთან. ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს ირანული ნეოლითური კომპონენტი სამხრეთ აზიაში დიდი ალბათობით იყო მიგრირებული ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000 წლამდე სანამ ირანის ტერიტორიაზე დაიწყებოდა ადგილობრივი ირანელების და ანატოლიელი მიწათმოქმედების შერევა. ან ყველაზე ცოტა ძვ.წ. 5400-3700 წლებში, სანამ გარდაიქმნებოდა ინდის ველის კულტურები ჩამოყალიბებულ დიდ ცივილიზაციად ძვ.წ. 3300 წლიდან. კვლევები აჩვენებს, რომ ძვ.წ. 1800 წლამდე სამხრეთ აზიის მოსახლეობაში არ აღინიშნება სტეპის გენეტიკა, რომელიც ინდოეთ-პაკისტანის ტერიტორიაზე ჩნდება მხოლოდ ინდო-ევროპელების მიგრაციის შემდეგ.


ჩრდილოეთ და სამხრეთ ინდოელების შედარება


ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის დასაწყისიდან, კერძოდ ძვ.წ. 1800 წლიდან, დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ინდო-ევროპული კულტურიდან, სინტაშტას კულტურიდან (Sintashta culture - ძვ.წ. 2050-1750 წწ.) დაიწყო მიგრაცია ხალხთა ნაკადმა სამხრეთისკენ, ჯერ ბახტრია-მარგიანას კულტურაში (Bactria-Margiana archaeological comples - ძვ.წ. 2250-1700 წწ.), რომელიც მდებარეობდა შუა აზიაში, და შემდეგ აქედან წავიდა უფრო სამხრეთით და შევიდა სამხრეთ აზიაში, მაშინდელი ინდის ველის ცივილიზაციის და დღევანდელი ინდოეთ-პაკისტანის, ბანგლადეშის და ნეპალის ტერიტორიებზე ძვ.წ. 1800 - ძვ.წ. 1700 წლებიდან. ეს იყო პერიოდი, როდესაც გამოგონილ იქნა საომარი ეტლი. ამავე პერიოდიდან ინდო-ევროპული ენები გავრცელდა როგორც ლევანტში, ისე აზიის სხვა ტერიტორიებზე.


დრავიდი ქალი


ამგვარად, პროტო-ინდო-ირანელები, იგივე პროტო-ინდო-არიელები განვითარდნენ ჯერ რუსეთის ტერიტორიაზე სინტაშტას კულტურაში ძვ.წ. 2050-1750 წლებში და ანდრონოვოს კულტურაში (ძვ.წ. 2000-900 წწ.) შუა აზიაში, დღევანდელი ყაზახეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის ტერიტორიებზე, შემდეგ შეერივნენ ბახტრია-მარგიანას ინდო-ევროპელებს ძვ.წ. 1800-1400 წლებში, მიიღეს მათგანაც სხვადასხვა რელიგიური ტრადიცია, რწმენა და რიტუალები და მოედნენ სამხრეთ აზიას ირანიდან სამხრეთ ინდოეთამდე.


ინდო-ირანული,  ინდო-არიული ენები


ლაზარიდისმა (Lazaridis et al. 2016) განსაზღვრა, რომ დღევანდელი სამხრეთ აზიის საერთო პოპულაციაში სტეპური გენეტიკა, რომელიც ინდო-ევროპელთა აღნიშნულმა დიდმა მიგრაციამ მოიტანა, არის 50.2%-მდე. აქედან უმეტესად ეს გენეტიკა აქვთ სამხრეთ აზიაში ინდო-ევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს და კასტებს შორის, უმაღლესი კასტის წარმომადგენლებს.




წყარო: Peopling of India - Wikipedia;

წყარო 2: South Asians are descended from a mix of farmers herders, and hunter-gatherers - ancient DNA reveals - science.org;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0