x
მეტი
  • 01.07.2022
  • სტატია:120480
  • ვიდეო:354481
  • სურათი:492577
დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები
დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები


დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები / დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებლები (Western Hunter-gatherers / West Hunter-gatherers / Western European Hunter-gatherers - WHG) იყვნენ მეზოლითის ხანის ევროპაში მცხოვრები მონადირე-შემგროვებლები, რომლებიც არ იყვნენ კრო-მანიონები და მათგან განსხვავდებოდნენ. როგორც კრომანიონები, ასევე დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები იყვნენ ანთროპოლოგიურად კავკასოიდები, თუმცა ამ ადამიანებს, ყველას, ათობით აღმოჩენილი ინდივიდიდან ახასიათებდათ ლურჯი თვალები და შედარებით მუქი კანის ფერი, დაახლოებით ისეთი, როგორიც დღევანდელ არაბებს ან პაკისტანელებს აქვთ ან უფრო თეთრი. ლაზარიდისის მიხედვით (Lazaridis, 2014), დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების წინაპრები გამოეყვნენ აღმოსავლეთ ევრაზიელებს დაახლოებით ძვ.წ. 38, 000 წლიდან, ხოლო უძველეს ჩრდილოეთ ევრაზიელებს ძვ.წ. 22, 000 წლიდან. ამ განყოფების შემდგომ, ამ ადამიანების წინაპრებმა რამდენიმე საუკუნეში მიაღწიეს ევროპის კონტინენტს, სადაც დასახლებულნი იყვნენ კრო-მანიონები, როგორც ჩანს ბალკანეთში დაიწყეს პირველად შერევა მათთან, ამ გზით წარმოშვეს დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები და ამ ტერიტორიიდან გამრავლება დაიწყეს ევროპის მეზოლითური პერიოდის დადგომის ხანისთვის, ძვ.წ. 13, 000 წლიდან. ჰააკის მიხედვით (Haak, 2015) დასავლელი მონადირე-შემგროვებლების დასავლეთ ევროპაში გამრავლება-დომინაციის ჟამი იყო ადრეული ნეოლითური ხანიდან, ნეოლითის შუა პერიოდამდე - დაახლოებით ძვ.წ. 10, 000 - ძვ.წ. 6000 წლებში. ისინი გავრცელებულნი იყვნენ დასავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში. მათიესონის მიხედვით (Mathieson, 2015) ყველა ევროპელი ერი არის დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების (WHG), ადრეული ევროპელი ფერმერების (EEF) და დასავლეთ სტეპის მესაქონლეთა (WSH) შერევის შედეგი.


დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი


ლაზარიდისის მიხედვით (Lazaridis, 2015) დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები იყვნენ აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებისა და კრო-მანიონელების (კერძოდ ბიშონის კრომანიონების) შერევის შედეგად წარმოქმნილი მოდგმა.


თავის მხრივ, აქვე აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების გენომი 75%-ით იყო უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების (ANE), რაც ნიშნავს, რომ ისინი უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების პირდაპირი შთამომავლები იყვნენ.

რაც შეეხება სკანდინავიელ მონადირე-შემგროვებლებს, ისინი იყვნენ წარმოშობილნი აღმოსავლეთის (EHG) და დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების (WHG) შერევის შედეგად.


დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები - ჩედარი კაცი


ჯონსის მიხედვით (Jones, 2017) ევროპის მეზოლითური კუნდას კულტურა და ნარვას კულტურა იყო სწორედ ამგვარი შერევის შედეგად წარმოქმნილი სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლების (SHG) კულტურა აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში. თუმცა ეს მოსახლეობა ავლენდა უფრო მეტ ნათესაობას დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებთან.

სააგის მიხედვით (Saag, 2017) სავარცხლისებრი კერამიკული ჭურჭლის კულტურა (Pit-Comb ware culture - ძვ.წ. 4200-2000 წწ.) იყო დასახლებული ხალხით, რომელიც უფრო მეტად იყო აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების (EHG) გენეტიკის მატარებელი, განსხვავებით ამ ტერიტორიებზე უფრო ადრე მცხოვრები ხალხისგან, რომელთა გენეტიკაც უფრო ახლოს იყო დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებთან (WHG).


დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი


გიუნთერმა (Gunter, 2018) გენეტიკური ანალიზი გაუკეთა 13 სკანდინავიელ მონადირე-შემგროვებელს (SHG) და აღმოჩნდა, რომ ცამეტივე მათგანი იყო დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების შთამომავალი. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ და დასავლეთ სკანდინავიაში მცხოვრებ სკანდინავიელ მონადირე-შემგროვებლებს ჰქონდათ უფრო ნაკლები (51%) დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების გენეტიკა მაშინ, როცა აღმოსავლეთ სკანდინავიაში ჰქონდათ 62%-მდე. ავტორები აღნიშნავენ, რომ სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლები იყვნენ ევროპის ჩრდილოეთში ამინდის დათბობის შემდგომ, სამხრეთიდან, კერძოდ არენსბურგის კულტურიდან (Ahrensburg culture - ძვ.წ. 10, 900 - 9700 წწ.) სკანდინავიაში მიგრირებული დასავლელი მონადირე-შემგროვებლების და მოგვიანებით აღმოსავლეთ ტერიტორიებიდან, დღევანდელი რუსეთიდან სკანდინავიაში მიგრირებული აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების შერევის შედეგად წარმოქმნილი ახალი მოდგმა.


დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი/ დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი


დასავლეთ ევროპის მონადირე-შემგროვებლებს და სკანდინავიელ მონადირე-შემგროვებლებს ჰქონდათ OCA/Herc2 ალელი, რომელიც თვალების ღია ფერს განაპირობებს. ასევე საინტერესოა, რომ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპელ მონადირე-შემგროვებლებს ჰქონდათ SLC45A2 და SLC24A5 ალელების ნაკლები სიხშირე გენომში, რაც კანის დეპიგმენტაციას განაპირობებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნეანდერტალელებ ამ ალელების მიუხედავად მეტწილად თეთრკანიანები იყვნენ, ჰაიდელბერგელებზე და ერექტუსებზეც შეგვიძლია იგივე ვთქვათ. ანაოლოგიური შეიძლება ითქვას აზიელ მონღოლოიდებზე, რომლებიც კრემისფერი, მოყავისფრო, მოყვითალო და ზოგჯერ ჩამოყალიბებული თეთრი კანით ხასიათდებიან.


დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი/ დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი


მიტნიკის მიხედვით (Mittnik, 2018) კუნდას (ძვ.წ. 8500-5000 წწ.) და ნარვას (ძვ.წ. 5000-4500 წწ.) კულტურებში ხალხი მეტად იყო გენეტიკურად დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი. მაშინ, როცა სავარცხლისებრი კერამიკული ჭურჭლის კულტურა (ძვ.წ. 4200-2000 წწ.) უფრო მეტად იყო გენეტიკურად აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი. მაგალითად ნარვას და კუნდას ხალხში დომინანტური იყო მამაკაცის ჰაპლოჯგუფები R1n1a1a და I2a1. მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები კი ექსკლუზიურად U (უფრო კონკრეტულად U2, U4, U5).


დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი/ დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი


აღმოსავლეთ ბალტიისპირეთი უფრო მეტად იყო WHG, ვიდრე ჩრდილოეთ და დასავლეთ ბალტიისპირეთი. მთელი ევროპის ტერიტორიაზე მყოფი დასავლეთის მონადირეებისგან განსხვავებით, ბალტიისპირეთში თითქმის საერთოდ არ იყო ევროპის ადრეულ ფერმერებთან (EEF) შერევა ნეოლითურ პერიოდში. დღევანდელ დღესაც კი, აღმოსავლეთ ბალტიისპირელებში ყველაზე დიდი პროცენტულობით არის დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების გენომი მთელ დანარჩენ ევროპასთან შედარებით.


დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი/ დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი


მატიესონმა (Mathieson 2018) წარმოდგინა პალეოლითის ხანის კრომანიონების და მეზოლითის დასავლელი მონადირე-შემგროვებელი ინდივიდების გენეტიკური ანალიზის შედეგები. 9 გამოკვლეული მამაკაცი ინდივიდიდან 6 მიეკუთვნებოდა I ჰაპლოჯგუფს, უფრო კონკრეტულად კი I2a-ს, ერთი C1a2-ს, ერთი R-ს და ერთიც J-ს.

რაც შეეხება, მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს, 11 გატესტილი ინდივიდიდან 9 მიეკუთვნებოდა U5b1 ჰაპლოტიპს, ერთი U5a2c-ს და ერთიც U2-ს.

მატიესონის მიერ აღნიშნული, ამ კვლევის მიხედვით, გაირკვა, რომ დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები განსახლებულნი იყვნენ იბერიის ნახევარკუნძულის ატლანტიკური სანაპიროდან, სამხრეთით სიცილიამდე და აღმოსავლეთით ბალკანეთის ტერიტორიებზე დომინანტურად 6 ათასზე მეტი წლის განმავლობაში (დაახლოებით ძვ.წ. 13, 000 - ძვ.წ. 6000 წლებში).


დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი/ დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი


ამავე კვლევაში განხილული იყო ძველი აღმოსავლეთ ევროპის პოპულაციის მრავალი წარმომადგენლის გენეტიკური მოცემულობა და წარმომავლობა - მეზოლითური და ნეოლითური ხანის უკრაინის 37 ინდივიდის გენეტიკური მასალა იქნა გამოკვლეული - კერძოდ ძვ.წ. 9500 - ძვ.წ. 6000 წლების შუალედში მცხოვრებნი. აღმოჩნდა, რომ ისინი იყვნენ აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების (EHG) და სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლების (SHG) ნარევი და მათ შორის გარდამავალი ფენოტიპის და გენოტიპის მქონე. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპის ნეოლითური ხანის დასაწყისიდან, ძვ.წ. 6000 წლიდან, უკრაინის ტერიტორიაზე გაიზარდა დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების (WHG) შედინება და იქაურ მოსახლეობაში აღრევა. ამ ინდივიდების იგრეკ-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფები იყო R, კონკრეტულად უმეტესად - R1b1. ასევე იყო I ჰაპლოჯგუფები (უმეტესად I2). მათი მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები იყო ექსკლუზიურად U (კონკრეტულად უმეტესი იყო U2, U4 და U5).


დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი/ დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი


გამოკვლეული იქნა ასევე რკინის კარიბჭეთა კულტურა ბალკანეთში (Iron Gates culture), რომელიც არსებობდა ძვ.წ. 13, 000 წლიდან ძვ.წ. 3000 წლამდე. ამ კულტურის მოსახლეობა მეზოლითის პერიოდში იქნა გამოკვლეული, ანუ ძვ.წ. 13, 000 წლიდან ძვ.წ. 7000 წლამდე პერიოდში მცხოვრები ამ კულტურის ადამიანების 40 ნეშთი იქნა გამოკვლეული და გაირკვა, რომ ეს ხალხი 85%-ით იყვნენ დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების, ხოლო 15%-ით აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების შთამომავლები. მამაკაცების ჰაპლოჯგუფები იყო R1b1a და I (უმეტესად I2a). მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები კი მხოლოდ U (უმეტესად U5 და U4). თუმცა უკვე ძვ.წ. 7000 წლიდან ბალკანეთში მცხოვრები ხალხი 98%-ით ადრეული ევროპელი ფერმერების გენეტიკის მატარებელი გახდა ანატოლიიდან ხალხთა დიდი მიგრაციის გამო და ამ დროიდან ბალკანელი ხალხის მთელი გენომის მხოლო 2% იყო მონადირე-შემგროვებლების.


დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი/ დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი


სპილენძის ხანის უკრაინის კუკუტენი-ტრიპილიას კულტურას მოსახლეობა მხოლოდ 20%-ით იყვნენ მონადირე-შემგროვებლების გენეტიკის მატარებლები (EHG და WHG ერთად). დანარჩენი 80% კი ადრეული ევროპელი ფერმერები (EEF).

სფერული ამფორების კულტურა (Globular amphora culture - ძვ.წ. 3400-2800 წწ.) იყო ცენტრალური ევროპის მნიშვნელოვანი ნეოლითური კულტურა. ამ კულტურის მოსახლეობა მხოლოდ 25%-ით იყო მონადირე-შემგროვებლების შთამომავალი (EHG და WHG ერთად), რაც ცენტრალურ ევროპის ნეოლითურ კულტურებში ყველაზე მაღალი პროცენტია.

ანტონიოს მიხედვით (Antonio et. al. 2019) იტალიაში, გროტა კონტინენცაში მიკვლეული 3 ინდივიდის ნარჩენების კვლევის შედეგად, რომლებიც ცხოვრობდნენ ძვ.წ. 10, 000-7000 წლებში, გაირკვა, რომ ისინი ატარებდნენ Y-ქრომოსომულ შემდეგ ჰაპლოჯგუფებს: I-M436 (ერთი) და I-M223 (ორი ინდივიდი). ამავე სამეულს ჰქონდა შემდეგ მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები: U5b1 (ორ მათგანს) და U5b3 - ერთ მათგანს. სამივე ეს ინდივიდი განისაზღვრა, როგორც დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი. ძვ.წ. 6000 წლიდან იტალიის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები თითქმის სრულად ჩანაცვლებულნი იქნენ ანატოლიიდან მოსული ადრეული ევროპელი ფერმერების (EEF) მიერ.


წყარო: Western Hunter-Gatherer - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
41
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
41
  
2021, 5 ნოემბერი, 8:56
Western European Hunter-Gatherers (18,000 — 4,000 BC)

Complexion: Tanned, similar to modern Inuits at the darkest.
Hair color: Black, shades of brown (mostly darker), rare instances of red.
Eye color: Overwhelmingly blue, rare instances of green and brown.

Western European Hunter-Gatherers (WHG) constitute the earliest distinct population to have made a direct genetic contribution to all modern Europeans. They were descended from the earlier, genetically homogeneous Cro-Magnon population, but became genetically distinct while weathering the Last Glacial Maximum (peak of the Ice Age) in the refugia of Europe. The WHG could be described as the founding stock of “modern” (post-Ice-Age) Europe. They were, more or less, solely responsible for repopulating the entirety of the continent after its population dropped to under 3,000 people during the Ice Age.

Below: Reconstructions from the Bonn-Oberkassel burial, which also contains the oldest confirmed pet dog in history. The pigmentation may be inaccurate, but the facial structure is accurate.

Source: Faces of Ancient Europe: Accurate reconstructions and pigmentation - thuletide.wordpress.com
2021, 4 ნოემბერი, 6:08
Western Hunter-Gatherers (WHG) - mix of Eastern Hunter-Gatherers (EHG) and Cro-Magnons.
Dominant haplogroups of the WHG men: I, I2, I2a, I2a1, I1, I-M436, I-M223, R, R1b., R1b1, J.
Dominant haplogroups of the WHG women (Mitochondrial): U, U2, U4, U5, U5b1, U5b3, U5a2c.
0 1 2