საზოგადოება კესო ბესო 2012, 13 სექტემბერი, 23:37 დარწმუნებული ვარ ყველა იცნობთ და ყველას გაგიგიათ მისი სახელი. ის არაერთ გადაცემასა თუ თოქშოუშია მიწვეული. მასზე საუბრობენ, ჭორაობენ, მაგრამ ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ როგორი იყო ბესო მანამ, სანამ გადაწყვეტდა რომ კესო გამხდარიყო. დიახ, სურათზე კესარიაა გამოსახული. დამეთანხმებით ალბათ, რომ ლამაზია. მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში, სადაც საზოგადოებაში მენტალური პრობლემები ყველაზე მეტადაა მომწიფებული ძალიან თამამი იყო. მისი არჩევანი ძალიან ბევრისათვის გამაღიზიანებელი იყო. ისინი დასცინიან, ჭორაობენ, ათას რამეს საუბრობენ კესარიას ცხოვრების შესახებ. რა მართალია და რა ტყუილი ერთეულმა ადამიანებმა იციან, ალბათ.
მეორე ფოტო ჩემი ვარაუდით მაშინაა გადაღებული, როდესაც მას ახალი გადაწყვეტილი ჰქონდა საზოგადოებაში ისეთი სახით გამოჩენილიყო როგორითაც დღესაა წარმოდგენილი. მისი ზედა ტუჩის სიდიდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ ეპილაცია აქვს გაკეთებული. მისი ყოველი ნაბიჯი სკანდალური იყო და საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად ის ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა და იწვევს ახლაც. მასზე წერენ, საუბრობენ, იწვევენ გადაცემებში და ზრდიან საკუთარ რეიტინგს მისი საშუალებით. საინტერესო იყო მისი გამოჩენა სიმართლის დროში სადაც ის დაუპირისპირდა "სექსოს" და კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ისინი ერთმანეთთან შელაპარაკდნენ კიდეც. როგორც ამ სურათიდან ჩანს კესარია უფრო დახვეწილია. საზოგადოების მენტალური პრობლემები იმდენად მაღალია, რომ კონსტიტუციის ფურცლებზე დაწერილი მუხლები რომელიც ყველა ადამიანის თანასწორობას შეეხება ჯერ მხოლოდ წინადადებებად რჩება. საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ადამიანის არჩევანის თავისუფლება და იქნებ ამ ფურცელზე დაწერილი სიტყვების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანაც მოვახერხოთ. საინტერესოა როგორია თქვენი დამოკიდებულება კესარიას და ზოგადად არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ? კითხვის არსი არ მდგომარეობს იმაში რამდენად მოგწონთ თქვეს ეს, საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. 1642 1-ს მოსწონს 1-ს არა
|