x
image
Lerato
ეპიდემია, რომელიც ადამიანის ფსიქიკას ანადგურებს და კლავს
image


ეგრეთ წოდებული "ცეკვის ეპიდემია" პირველად ევროპაში 1518 წელს გაჩნდა. ამ უჩვეულო ავადმყოფობით დაავადებული ადამიანები დღე და ღამე განუწყვეტლივ ცეკვავდნენ, მათ არ ჰქონდათ იმის უნარი, რომ შეჩერებულიყვნენ; ბოლოს და ბოლოს იხოცებოდნენ დაღლილობისგან ან გულის შეტევით.
ეს ამოუცნობი დაავადება სწრაფად ვრცელდებოდა – ადამიანიდან ადამიანზე გაურკვეველი გზით გადადიოდა. ამ ყოველივემ იფეთქა 1518 წლის ივლისში, როდესაც ფრაუ ტროფეამ დაიწყო ცეკვა სტრასბურგის ერთ-ერთ ქუჩაზე. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ 34 კაცი შეუერთდა, ერთ თვეში კი, მისი სასიკვდილო ცეკვის ტურის დასასრულს, მოცეკვავეთა რაოდენობა 400-მდე დაიზარდა. ზოგი მათგანი გარდაიცვალა გულის შეტევით, დაღლილობით ან სხეულზე მიყენებული დარტყმებით.


image


ისტორიული წყაროები, მათ შორის "ექიმების ჩანაწერები, საეკლესიო ქადაგებები, ადგილობრივი და რეგიონალური ქრონიკები და სტრასბურგის ქალაქის საბჭო ჩანაწერები, " ერთხმად ამტკიცებდნენ რომ ყველა გარდაცვლილი მსხვერპლი ცეკვავდა. თუმცა, უცნობი იყო ის ფაქტი, თუ რატომ აკეთებდნენ ამას ეს ადამიანები.
როდესაც ამ იდუმალმა დაავადებამ მაშტაბური სახე მიიღო, ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩარევა გადაწყვიტეს და ექიმებს მიმართეს დახმარებისთვის. შუა საუკუნეების მკურნალებმა განაცხადეს, რომ ეს დაუდეგარი მოცეკვავეები ეშმაკის მიერ იყვნენ შეპყრობილნი და მედიცინა ამ შემთხვევაში უძლური იყო რაიმე გაეკეთებინა. მაშინ სტრასბურგის ბურგომისტრმა ბრძანება გასცა ამ უბედურებისათვის მუსიკოსები დაექირავებინათ და ხის საცეკვაო მოედნები აეშენებინათ. ქალაქის ოფიციალური პირები დარწმუნებულები იყვნენ, რომ თუ ამით მათ ხელს შეუწყობდნენ, ბოლოს და ბოლოს ისინი დამშვიდდებოდნენ. თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია – ეს ზღვაგადასული გიჟური ცეკვები მოულოდნელად როგორც იწყებოდა, ისევე მოულოდნელად მთავრდებოდა.


image


ჩვენამდე მოაღწია ცნობებმა იმის შესახებ, რომ ამ იდუმალმა ეპიდემიამ არა ერთხელ იფეთქა ევროპაში. მაგალითად, ცნობილმა მხატვარმა პიტერ ბრეიგელმა დახატა ცეკვის ციებ-ცხელება, რომელმაც 1564 წელს მთელი ფლანდრია მოიცვა.


ცნობილია ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანები შუა საუკუნეებში ცეკვას ყოველ მიზეზ გარეშე იწყებდნენ და რამდენიმე დღე-ღამე ვერ ჩერდებოდნენ. მოგვიანებით ამ ფენომენს "წმინდა ვიტას ცეკვები" უწოდეს. იტალიაში ამ უჩვეულო ავადმყოფობას "ტარანტიზმი" ერქვა. ადამიანებს სჯეროდათ, რომ ეს შეშლილი მოცეკვავეები ცეკვას უზარმაზარი ობობის კბენის შემდეგ იწყებდნენ, იმ მიზნით რომ შხამისაგან არ მომკვდარიყვნენ. (აქედან მომდინარეობს ცნობილი დინამიური ცეკვის "ტარანტელას" სახელწოდება).


image


"ცეკვის ეპიდემია" დღემდე გამოცანად რჩება მეცნიერებისათვის. თუმცა, ისინი სხვადასხვა აზრს გამოთქვამენ ამის შესახებ (უყურეთ ვიდეოს). თანამედროვე მასობრივი ფსიქოზის გამოვლინებები, ცნობილი შემსრულებლების კონცერტებზე, ფეხბურთის მატჩებზე და ა.შ., არ ითვლება ავადმყოფობად და არც ამ ადამიანებს მიიჩნევენ შეპყრობილებად, თუმცა ზოგიერთი მეცნიერის აზრით ამ მოვლენებს ბევრი საერთო აქვს შუა საუკუნეების "ცეკვის ეპიდემიასთან." ასე რომ, ისეთმა დაავადებამ, როგორიც იყო "წმინდა ვიტას ცეკვები, " შესაძლოა ადგილი თანამედროვე სამყაროშიც ჰპოვოს და თანაც გაცილებით მაშტაბური ხასიათი მიიღოს.



ასევე დაგაინტერესებთ:


ბაღის და ეზოს მოწყობის 55 საოცარი იდეა


რა ემართება ადამიანის სულს გარდაცვალებიდან 9 დღის მანძილზე და რატომ არის ეს პერიოდი მისთვის მნიშვნელოვანი


ჭკვიანი ადამიანების 10 საერთო თვისება. თქვენც შედიხართ მათ რიცხვში?


რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე


ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა


არაჩვეულებრივი გზავნილი სტივენ ჰოკინგისგან მათთვის, ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს


იცით, რამდენ უპირატესობას ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით?


0
317
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0