x
image
Lerato
რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე
image


ბუდისტური ფილოსოფიის თანახმად, ენერგიის დაკარგვვის ძირითადი წყაროს საუბარი წარმოადგენს. ზუსტად ეს ქმნის დაბრკოლებას სულიერი და მატერიალური პროგრესისკენ მიმავალ გზაზე. ადამიანის შესახებ პირველ შეფასებას იმის მიხედვით ვაკეთებთ თუ როგორ საუბრობს. ლაპარაკის მანერა განსაზღვრავს მას. არსებობს მჭიდრო კავშირი გონებასა და მეტყველებას, გონებასა და სხეულს, გონებასა და სულს შორის. ჯანმრთელი სხეული, საღი გონება და სწორი მეტყველება ჰარმონიულ პიროვნებას აყალიბებს. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ მეტყველებაში დაშვებული შეცდომები შემთხვევითი სულაც არ არის. ენის ბორძიკი საუბრისას მაშინ იჩენს თავს, როდესაც სერიოზული ემოციური დარღვევაა. პრაქტიკულად თითქმის ყველა დაავადება თავისი ბუნებით ფსიქოსომატურია.


ყოველი ადამიანი, რომელიც სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, პირველ რიგში საკუთარი სხეულის მკურნალი უნდა გახდეს; შემდეგ – გრამატიკის სპეციალისტი, რომელიც ყურადღებით ეკიდება საკუთარ მეტყველებას; და ბოლოს – ფილოსოფოსი, რომელიც ასუფთავებს თავის ცნობიერებას ნეგატივისგან და აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ეუფლება. ასეთი ადამიანის ცხოვრებაში ფიზიკურ დაავადებებს, გულგრილობას თვითშეფასებისადმი, არეულ მეტყველებას ადგილი არა აქვს. ზუსტად ასეთ ადამიანს ბრძენი და სწავლული პატანჯალი ( იოგას სკოლის – დარშანის ფუძემდებელი, რომელსაც ჩვენამდე მოღწეული "იოგა-სუტრას" შედგენა მიეწერება. ინდურ მითოლოგიაში გველთა მეფის, შეშას ინკარნაციად მიიჩნევა) იოგას ეძახდა. რომელი სახეობის იოგასაც არ უნდა მისდევდეს ადამიანი და რომელი სულიერი პრაქტიკითაც არ უნდა იყოს დაკავებული, ყოველივე ზემოთ თქმული აბსოლუტურად მისაღებია მისთვის.


მეტყველებაზე დამოკიდებულია ჯანმრთელობა და მატერიალური კეთილდღეობა. საუბრისა და მოსმენის შესწავლას სერიოზულად ეკიდებიან ყველა ბიზნეს-სკოლაში. კრიმინალურ სამყაროშიც კი, იმ მიზნით რომ ბანდიტურ იერარქიაში წინ წაიწიო, მეტყველების გაკონტროლება უნდა შეგეძლოს. აქ ძალიან წარმატებულად აკეთებენ ბუდას ციტირებას იმაზე, რომ სიტყვით შეიძლება კაცი მოკლა. სამწუთიანმა მრისხანებამ შესაძლოა ათწლიანი მეგობრობა გაანადგუროს. სიტყვები სერიოზულად განსაზღვრავენ ჩვენს კარმას. შესაძლოა ათი წლის მანძილზე სულიერ განვითარებაზე ზრუნავდი, ქველმოქმედებით იყავი დაკავებული, თუმცა, მას შემდეგ რაც ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებ, დეგრადაციას განიცდი და ყველაფერს დაკარგავ.


image


ვედური ასტროლოგია ამბობს, რომ პლანეტა კეტუ პასუხისმგებელია შეურაცხყოფაზე. ეს ისეთი პლანეტაა, რომელიც სწრაფად რეაგირებს. ის ასევე იძლევა თავისუფლებას. თუმცა, რაც შეეხება უარყოფით ასპექტს – სჯის შეურაცხყოფისა და უპატივცემულობისთვის, შეუძლია ადამიანს ყველაფერი დააკარგვინოს – ის რასაც მან სულიერი და მატერიალური კუთხით მიაღწია. ვედური ცივილიზაციის პერიოდში ყოველ ადამიანს ასწავლიდნენ ძალიან ყურადღებით მოკიდებოდა საკუთარ მეტყველებას და კარგად დაფიქრებულიყო, სანამ რამეს იტყოდა.


სულელს ბრძენისგან მაშინ გამოარჩევთ როდესაც დაილაპარაკებს. მეტყველება ძალიან ძლიერ ენერგიას ფლობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ადამიანები რომლებიც სხვებს უხეშად, შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და ლანძღვით მიმართავს, შინაგანი ორგანოების გარკვეულ ნაწილზე შავი ლაქა უჩნდებათ, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ სიმსივნეში გადაიზარდოს.


მეტყველება – სიცოცხლის ენერგიის გამოვლენაა. ყველაზე მთავარი, რისთვისაც ენა მოგვეცა – ეს ლოცვების კითხვაა, ისეთი თემების განხილვა, რომელიც სულიერად ამაღლებეში გვეხმარება; ასევე, პრაქტიკული საქმეების განხილვა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, ზედმეტი არ მოგვივიდეს. აიურვედაში (ინდური ფილოსოფია ადამიანის ჯანსაღი, გარემოსთან ჰარმონიული თანაცხოვრების შესახებ. ითარგმნება როგორც "სიცოცხლის ცოდნა") ნათქვამია, რომ მეტყველება პრანის გამოვლინებაა. პრანა – სიცოცხლის ენერგიაა. რაც უფრო მეტია ის, ადამიანი მით უფრო ჯანმრთელი, წარმატებული, ქარიზმატული და ჰარმონიულია. გაითვალისწინეთ, რომ პრანა იხარჯება მაშინ, როდესაც ადამიანი საუბრობს. განსაკუთრებით როცა სხვას აკრიტიკებს, განსჯის, უსაფუძვლო პრეტენზიებს გამოხატავს, იგინება. სტატისტიკის თანახმად, ჩხუბის 90% იწყება იმით, როდესაც სხვებზე ცუდად იწყებენ ლაპარაკს. ყველაზე მეტად ის ადამიანები არიან წარმატებულები, რომლებიც სასიამოვნოდ საუბრობენ და შეუძლიათ საკუთარი საუბრის გაკონტროლება.


image
კარმას ჩვენი მეტყველება განსაზღვრავს. აუცილებელია დაიმახსოვროთ, რომ როდესაც ვაკრიტიკებთ, ამ ადამიანის ნეგატიურ კარმასა და მისი ხასიათის ცუდ თვისებებს ვიღებთ. ასე მოქმედებს კარმის კანონი. ასევე ვიღებთ იმ პიროვნების თვისებებს, ვისაც ვაქებთ. ამიტომ ვედები (უძველესი ინდური სიბრძნისმეტყველების წიგნები) მოგიწოდებთ ხშირად ადიდოთ ღმერთი და წმინდანები. ეს ყველაზე იოლი გზაა, რათა ღვთიური თვისებები შეიძინოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გსურთ შეიძინოთ ესა თუ ის თვისება, საკმარისია წაიკითხოთ რომელიმე წმინდანზე, რომელსაც ის ფლობს, ან ვინმესთან განიხილოთ ეს საკითხი.


დადასტურებული ფაქტია, რომ ჩვენ ვიღებთ იმ ადამიანის თვისებებს, ვისზეც ვფიქრობთ, და შესაბამისად, ვსაუბრობთ. ამიტომ დასავლელი ფსიქოლოგებიც კი გირჩევენ იფიქროთ და ისაუბროთ წარმატებულ და ჰარმონიულ ადამიანებზე.

რაც უფრო მეტია ჩვენში ეგოიზმი და შური, უფრო რთულია ჩვენთვის ვინმეზე კარგის თქმა. უნდა ვისწავლოთ, რომ ადამიანი არ უნდა გავაკრიტიკოთ, მით უმეტეს დაუმსახურებლად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ის, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს თავის დადებით კარმას გვაძლევს, ჩვენგან კი, პირიქით, ცუდს იღებს. ამიტომ ვედებში ნათქვამია, რომ კარგია როდესაც გვაკრიტიკებენ. რა კავშირია მეტყველებასა და კარმას შორის? "მაჰაბჰარატაში" ნათქვამია, რომ თუ რაიმე დაისახეთ მიზნად და მისი განხორციელება გსურათ, ამის შესახებ არაფერი თქვათ. როგორც კი ამის შესახებ იტყვით, 80%-ით მცირდება იმის შანსი რომ ამის შესრულებას შეძლებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ამბავი ბოროტ და შურიან ადამიანს გაუზიარეთ. რატომ ხდება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ცოტას და გააზრებულად ლაპარაკობენ, უფრო მეტს აღწევენ? ისინი არ კარგავენ ენერგიას.


image


კიდევ ერთი მარტივი წესი – თუ ვნმეს სიკეთე გავუკეთეთ და შემდეგ ამას სხვასთან დავიტრაბახებთ, ამ დროს დადებით კარმას და ყველა იმ ღვთიურ ჯილდოს ვკარგავთ, რომელიც ჩვენი საქციელით დავიმსახურეთ. ტრაბახა ადამიანები ბევრს ვერაფერს აღწევენ. ამიტომაც თავი არ უნდა მოვიწონოთ ჩვენი მიღწევებით, რამდენადაც ამ მომენტში ვკარგავთ ყველა იმ ბონუსს, რომელიც გამოვიმუშავეთ.


ფიქრები მეტყველებას განსაზღვრავს, ამიტომ მნიშვნელოვანია სხვებზე ცუდად არ ვიფიქროთ. რაც უფრო მეტი ქაოტური აზრები გვაქვთ თავში, მით უფრო მეტად ვლინდება ეს საუბრის პროცესში. ის ვინც ნათლად აზროვნებს, ასევე ნათლად საუბრობს.


კიდევ ერთი საფეხური – ვისწავლოთ კრიტიკის მიღება. გონების ერთ-ერთი თვისება ის არის, რომ თავი იმართლოს ნებისმიერ სიტუაციაში. რაც უფრო დაბალი დონე აქვს ადამიანს, მით უფრო მეტ თავისმართლებას მოისმენთ მისგან. ყველაზე საშინელი საქციელის ჩადენის შემდეგაც კი ასეთი ადამიანი თვალის დაუხამხამებლად იმართლებს თავს და არც კი გაწითლდება. როდესაც სემინარებს ვატარებდი ციხეებში, მათ შორის განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისთვის, ძალიან მაოცებდა ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად არავინ თვლიდა თავს დამნაშავედ. ადამიანის განვითარების მაღალი დონის მთავარი მაჩვენებელი განისაზღვრება იმით, რომ მას სრულიად მშვიდად შეუძლია მოისმინოს კრიტიკა მისი მისამართით.


image


გონივრული მეტყველების პირველი წესი – მანამდე სანამ რაიმე მკვეთრ განცხადებას გააკეთებთ, ათამდე დაითვალეთ. შეიძლება ეს სულელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მეორეს მეორეს მხრივ, თუ პატარა პაუზის შემდეგ უპასუხებთ, ამ შემთხვევაში თქვენი პასუხი გაცილებით კეთილგონივრული იქნება, რადგანაც პირველი რაც თავში მოგვდის, როდესაც გვაკრიტიკებენ, გვეჩხუბებიან – ეს თავის მართლება და უხეშად პასუხის დაბრუნებაა. ამიტომაც 5-10 წამი დაფიქრდით, სანამ პასუხს დაუბრუნებთ. გარდა ამისა, ეს გაანელებს დაძაბულ სიტუაციას. ადამიანი, რომელიც თვითრეალიზაციით არის დაკავებული, ძალიან ცოტას და დაფიქრებით საუბრობს. მე ბევრი წამიკითხავს დიდი ადამიანების შესახებ – ისინი არასოდეს პასუხობდნენ ბრალდებებზე მაშინვე და არ გამოხატავდნენ თავიანთ მრისხანებას. მათ საუბარი მეორე დღისთვის გადაჰქონდათ, რამდენადაც იცოდნენ – სანამ სიბრაზე და მრისხანება მათ მეტყველებაზე მოქმედებდა, შედეგები სამწუხარო იქნებოდა, შესაძლოა გამანადგურებელიც კი...


გონივრული მეტყველების მეორე წესი – უკიდურესობაში გადავარდნა არ არის საჭირო. ღმერთი წვრილმანებშია, სატანა კი – უკიდურესობაში. არ არის საჭირო მსგავსი აღთქმის მიცემა – "ისეთი მუნჯი ვიქნები, როგორც თევზი!" მით უმეტეს, თუ ბუნებით ექსტრავერტი ხართ, ამან შესაძლოა დიდი ზიანი მოგიტანოთ. თუ თქვენი ფსიქოლოგიური ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ბევრი უნდა ილაპარაკოთ, ამ შემთხვევაში ისაუბრეთ ისე, რომ თქვენც და სხვებმაც ამისგან სიკეთე მიიღოთ. ამიტომ იყავით გახსნილები და კეთილმოსურნეები, და რაც მთავარია – იცხოვრეთ გააზრებულად. მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ – ჩვენი დონე წვრილმანი, უმნიშვნელო საქციელით განისაზღვრება – იმით თუ როგორ ვპასუხობთ უხეშობას, როგორი ემოციებით ვივსებით, როდესაც უსამართლოდ გვაკრიტიკებენ და ა. შ.



რამი ბლექტი "ათი ნაბიჯი ბედნიერებისკენ"


8
3150
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
3150
  
2018, 27 ივლისი, 0:25
უღრმესი მადლობა
2018, 26 ივლისი, 12:11
არაჩვეულებრივი სტატია იყო! მართლა ძალიან მომეწონა!
2018, 12 ივლისი, 0:04
მადლობა შეფასებისთვის გაიხარეთ
2018, 11 ივლისი, 17:51
შესანიშნავია და გასათვალისწინებელი
2018, 11 იანვარი, 16:15
მადლობა მიხარია, რომ მოგეწონათ :)
2018, 11 იანვარი, 8:53
ძალიან,ძალიან მომეწონა..დამაფიქრაა.
2016, 13 ივლისი, 22:21
დიდი მადლობა
2016, 13 ივლისი, 21:25
ძალიან ძალიან საინტერესო იყო, ყოჩაღ:)
0 1 8