ფსიქოლოგია თვითმკვლელობა ორგანული დაავადების შედეგია, რომლის გაკონტროლება შესაძლებელია 2021, 30 ივლისი, 9:11 «როგორ უნდა თქვა სიცოცხლეზე უარი, სული ხომ ასე ტკბილია?» – სწორედ ეს კითხვა დასვა, თვითმკვლელის ოჯახში, სამძიმარზე მოსულმა ერთ-ერთმა ადამიანმა. რა არის სუიციდი, პრობლემისგან გაქცევა? როგორ მიდის ადამიანი ამ გადაწყვეტილებამდე? რა მექანიზმი ირთვება ტვინში, რომელსაც ადამიანი თვითმკვლელობამდე მიჰყავს? ადამიანი თავს იმ შემთხვევაში იკლავს, როდესაც ამა, თუ იმ გარემოების გამო, მისი არსებობა აზრს კარგავს. ეს დანაკარგი – მართალია მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი პირობა არ არის სუიციდის განსახორციელებლად. საჭიროა, რომ სიცოცხლის გადაფასება მოხდეს. ხოლო, სიკვდილმა, გარკვეული აზრი უნდა შეიძინოს, და მაშინ, წარმოდგენა მასზე, შეიძლება, მოქმედების მიზანი გახდეს. სუიციდის პრობლემა, საჯაროდ, იშვიათად განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს, მათი რიცხვი ძალიან გაიზარდა. მაგ., აშშ-ში, თვითმკვლელობის შედეგად, დაღუპული ადამიანების რიცხვმა, ავტოავარიების დროს დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა და ამიტომ, სუიციდი ისევე უნდა მივიღოთ, როგორც სხვა, ნებისმიერი დაავადება. ანტიდეპრესანტებით და კოგნიტური (შემეცნებითი) ფსიქოთერაპიით, თვითმკვლელობის იდეით შეპყრობილი ადამიანის მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია, მაგრამ ეს, პაციენტის განკურნების და მისი სიცოცხლისკენ მობრუნებისთვის სრულყოფილი და უნივერსალური საშუალება არ არის... დღემდე, ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის მიზანი, იმის გარკვევა იყო, თუ რატომ არის, რომ ზოგიერთი ადამიანი მკურნალობას ექვემდებარება, – ზოგი არა. მიუხედავად ამისა, უახლესმა კვლევებმა, ადამიანის გონების ამ ბნელ მხარეს, ნაწილობრივ ფარდა ახადა.
* ცენტრალური ნერვული სისტემის ნივთიერება, რომელიც რუხ ნივთიერებასთან შედარებით, ნაკლებ ინტენსიურადაა შეფერილი. თეთრი ნივთიერება შედგება ნეირონებისაგან (რომელთა უმეტესობა მიელინიზებულია) და გლიის უჯრედებისაგან. თავის ტვინში თეთრი ნივთიერება რუხი ნივთიერების შიგნითაა ლოკალიზებული. ხოლო, ზურგის ტვინში, იგი პერიფერიაზეა განლაგებული. სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი ზემოთ ხსენებული აღმოჩენის გაკეთების შემდეგ, მეცნიერებმა იმ ადამიანების კვლევა დაიწყეს, რომლებსაც აკვიატებული ნეგატიური აზრები გააჩნდათ და საკუთარი თავის მიმართ, მუდმივად თვითკრიტიკულები იყვნენ. მათ კავშირის აღმოჩენა სურდათ, ადამიანის ნერვოლოგიურ მდგომარეობას და დეპრესიულ აზროვნებას შორის. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც თვითმკვლელობის აზრით იყვნენ შეპყრობილები, შესუსტებული ჰქონდათ ნეირონული კავშირები, თავის ტვინის შუბლის წილში, რომელიც ჩვენი ემოციების კონტროლზე და ქცევებზეა პასუხისმგებელი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კავშირი ნეირონულ კავშირებსა და სუიციდს შორის, ჯერ-ჯერობით, ჰიპოტეზის დონეზეა და ამის დამტკიცებას ხანგრძლივი კვლევა ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, თუ ნეირონების ნაკლებობასა და სუიციდს შორის კავშირი დადასტურდა, მაშინ გამოვა, რომ თვითმკვლელობა ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კი არა, ორგანულ დაავადებას უკავშირდება. კერძოდ, თავის ტვინში თეთრი ნივთიერების ნაკლებობას, რომელზეც ადამიანის ცნობიერება და აზრებაა დამოკიდებული. არხის სხვა სიახლეები:1. ატლანტიდის მეტოქე — რამას იმპერია 2. ალმასის «ციებ-ცხელება» 4. დაავადებები, რომელსაც ტყუილის თქმა, მატყუარობა იწვევს 5. როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად და ეფექტურად 6. ჭარბი წონის «წამალი», რომელიც დაუფასებელია დიეტოლოგების მიერ. ბანანის დიეტა 138 4-ს მოსწონს
|