x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რატომ არის, რომ ზოგი რამდენჯერმე თხოვდება, ზოგი კი – არც ერთხელ?

«ასეთი ლამაზი და მარტოხელა?» — ეს ამაზრზენი, ნახევრად კომპლიმენტი, ყველა გაუთხოვარ ქალს ნერვებს უშლის! ჯერ-ერთი, სად გინხავთ კავშირი სილამაზესა და მამაკაცს შორის?.. და მეორეც, — თუ ქალს მამაკაცთან არა აქვს ურთიერთობა, მას აუცილებლად რაღაც ნაკლი აქვს?


image


სინამდვილეში, ყველაფერი სულ სხვაგვარად არის. მე მარტო იმიტომ ვარ, რომ მიზნად არა ამაქვს — «არ ვიყო მარტო»… და საქმე იმაში არ არის, რომ კაცთმოძულე ან ფანატი ფემინისტი ვარ, უფრო პირიქით — ეს გულუბრყვილობის ბრალია.

ისე მოხდა, რომ სიყვარულის და სუფთა ურთიერთობების მჯერა... და ვიდრე ეს რწმენა იქნება ჩემში, ამაზე ნაკლებზე არ დავთანხმდები. თქვენ შეგიძლიათ საათობით მიკითხოთ ლექციები თემაზე: «მამაკაცები — პოლიგამური არსებები არიან» და შეგიძლიათ ჩემი დარწმუნება იმაში სცადოთ, რომ ძველმოდური ვარ... მაგრამ, «კანფეტის ქაღალდში გახვეულ», მორიგ საქმროს, რომლისკენაც ყველანაირად მიბიძგებთ, მაინც მარტოობა მირჩევნია.

არასდროს მესმოდა იმ ქალების, რომლებიც მხოლოდ იმიტომ თხოვდებიან, რომ «ასაკი მოვიდა»... მაგრამ, ეს ზღვარი სად გადის?! მაპატიეთ, მაგრამ ჩემი აზრით, გათხოვება, მამაკაცთან სიახლოვის მოთხოვნილება და მით უმეტეს, შვილების ყოლის სურვილი, — ის არის, რაც ნორმალურმა ქალმა მხოლოდ გარკვეულ ადამიანთან უნდა განიცადაო! და არა იმიტომ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ «დრო მოვიდა»... შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ის არ არის, რაც უნდოდა და ყველაფერი გაყრით სრულდება.

არა — მადლობა! მე ცხოვრებაში სულ სხვა მიზანი მაქვს — მინდა მიყვარდეს და მასაც ვუყვარდე!!! აი ასე, არც მეტი, არც ნაკლები! მინდა უახლოეს ადამიანთან ვიყო, არა იმიტომ, რომ ასეა საჭირო, — არამედ იმიტომ, რომ ძვირფასია ჩემთვის.

მინდა ერთგული და ღირსეული ცოლი ვიყო. ბავშვი კი არ «ვიყოლიო», — ის საყვარელ მამაკაცს ვაჩუქო. მინდა კარგი დედა ვიყო! მინდა საკუთარი ცხოვრება აქეთ-იქით ყურების გარეშე მოვიწყო.

საზოგადოება შეიძლება შეეცადოს, რომ ბევრი რამე თავს მოგვახვიოს, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც ჩვენ ვიღებთ და დარწმუნებული ვარ, არა ერთი ფიქრობს ასე.

არ ვიცი, ჩემს ბედს როდის შევხვდები. მაგრამ, თუ ეს არ მოხდება — საკუთარ თავთან მაინც ვიქნები მართალი…

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ფაშიზმის აგონია – როგორ ცდილობდნენ გერმანელი მაღალჩინოსნები მოლაპარაკების წარმოებას, ჰიტლერის ზურგს უკან
2. სამართლიანობის აღდგენა ევროპულად (ნამდვილი ამბავი)

3. ადამიანი, რომელმაც მიწისქვეშა სამყარო და ცივილიზაცია იხილა. რიჩარდ ბერდის საიდუმლო დღიური
4. დაავადებები, რომელსაც ტყუილის თქმა, მატყუარობა იწვევს

5. პირამიდაში ნაპოვნი «ენერგიის კვერთხის» საიდუმლო

6. ჭარბი წონის «წამალი», რომელიც დაუფასებელია დიეტოლოგების მიერ. ბანანის დიეტა

1
505
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
505
  
2021, 26 ივლისი, 9:53
100% მართალი ხარ!
0 1 1