საზოგადოებრივი ადამიანი, რომელმაც მიწისქვეშა სამყარო და ცივილიზაცია იხილა. რიჩარდ ბერდის საიდუმლო დღიური 2021, 15 ივლისი, 9:35 მოკლედ რომ ვთქვათ, ამ თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დედამიწა შიგნით ცარიელია, ხოლო მის შეუსწავლელ ნაწილში, მაღალგანვითარებული ცივილიზაცია ან რამდენიმე ცივილიზაციაც კი ცხოვრობს. სწორედ ეს ცივილიზაცია არის მრავალრიცხოვანი ამოუცნობი ობიექტების გამოჩენის მიზეზი, რომელსაც, საუკუნეების მანძილზე, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, მცხოვრები ადამიანების დაკვირვების და გაოცების ობიექტი იყო. საუბარი იმის შესახებ, რომ ადმირალი რიჩარდ ბერდი (Richard Evelyn Byrd (1888 – 1957 წწ.), თავისი ანტარქტიდული ექსპედიციის დროს, სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს დაეკონტაქტა, ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის პერიოდში დაიწყო, ხოლო სახელგანთქმული მკვლევარის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ ისტორიის დავიწყების საშუალებას კი, აშშ–ს ხელისუფლების პოზიცია არ იძლევა, რომელიც თითქმის 60 წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს, რითაც ადამიანების ინტერესს უფრო მეტად აღვივებს. კონტრ–ადმირალი რიჩარდ ბერდი ექსპედიციაში, ორივე პოლუსზე, არაერთხელ იყო. მისი ერთ–ერთი, ბოლო ექსპედიცი კი, დღემდე მწვავე კამათის საფუძველია, რადგან სწორედ მაშინ აღმოაჩინა მან კაცობრიობის წინაპრები, რომლებიც ჩვენი სამყაროს პარალელურად, დედამიწაზე არსებობენ და ამავდროულად, არამიწიერები არიან... რიჩარდ ბერდმა სამხედრო ფლოტზე მსახური 1912 წელს დაიწყო. 14 წლის შემდეგ კი, ის ამერიკის ეროვნული გმირი გახდა – ისტორიაში პირველი იყო, ვინც ჩრდ. პოლუსს გადაუფრინა. ხოლო, 21 წლის შემდეგ, კონტრ–ადმირალი ბერდი უკვე, ანტარქტიდაზე ყველაზე დიდ, სამხედრო ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. იქ მან წარმოუდგენელი რამ აღმოაჩინა — მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომელიც მიწისქვეშეთში ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მაშინვე გაასაიდუმლოვეს... ბოლოს, ჭეშმარიტებამ მაინც გაიმარჯვა! თუმცა ეს, ბევრმა არ დაიჯერა. მაგრამ, მართლა აღმოაჩინა, თუ არა ცნობილმა ავიატორმა და მკვლევარმა რაღაც აუხსნელი და უცნაური? ან იქნებ, ეს მხოლოდ არაკეთილსინდისიერი პუბლიცისტების ფალსიფიკაცია იყო? მიწისქვეშა არიანია ინგლისურ პრესაში, 90–იანი წლების მეორე ნახევარში, ბერდის დღიურებიდან, პერიოდულად, ფრაგმენტები ჩნდებოდა. კერძოდ, 1996 წელს, 1926 წლის ექსპედიციის ანგარიში გამოაქვეყნეს, ბერდის ჩრდ. პოლუსზე გადაფრენის შესახებ, რომელმაც ადმირალს სახელი გაუთქვა. მაგრამ, ეს ოფიციალური დოკუმენტები იყო. ყველაზე საინტერესო კი, ე. წ. «საიდუმლო დღიურში» ეწერა. მისი პირველი პუბლიკაციის თარიღის დადგენა, ახლა რთულია. მაგრამ, იმის თქმა შეიძლება, რომ ამ თემის პოპულარობის მიზეზი იტალიელი უფოლოგის პალალუნგას კვლევა გახდა, რომელიც თავის ნამუშევრებში ინფორმაციის ერთ–ერთ წყაროდ, ბერდის დღიურს ასახელებდა. აღნიშნული «დღიური» პატარა სახის დოკუმენტია, რომელიც სტილის და შინაარსის მიხედვით, ფანტასტიკის ჟანრის რომანს უფრო ჰგავს, ვიდრე საბორტო ჟურნალს. ის 1947 წლით არის დათარიღებული, — პერიოდით, როდესაც ბერდი სამხ. პოლუსის ექსპედიციას – «მაღალ ნახტომს» ხელმძღვანელობდა, რომელშიც კოლოსალური რესურსი იყო ამოქმედებული (4500 ადამიანი, ავიამზიდები, თვითმფრინავები, ტორპედოანი ნავები და ა. შ.). რიჩარდ ბერდის მარშრუტი პუბლიკაციის მიხედვით, როდესაც ბერდმა სამხ. პოლუსს თვითმფრინავით გადაუფრინა, მხოლოდ ახალი, მანამდე უცნობი მიწები კი არა, უცხო რასაც აღმოაჩინა, რომელიც დედამიწის შიგნით, სიცარიელეში ცხოვრობდა. ბერდი მათ ისე აღწერდა, როგორც მაღა და ქერათმიან ადამიანებს, რომლებიც ინგლისურად საუბრობდნენ, მაგრამ გერმანული, თუ სკანდინავიური აქცენტი ჰქონდათ. მათი გადაადგილების საშუალება კი, მფრინავი თეფშები იყო. მათ ფრენის დროს, მისი თვითმფრინავი, რაღაც ტექნოლოგიით, «დაატყვევეს» და მისი პილოტი, სასაუბროდ, უფროსთან წაიყვანეს, რომელსაც თავად, ოსტატს ეძახდნენ. მიწისქვეშა სამყაროს მცხოვრებლები, რომელსაც ისინი არიანიას ეძახდნენ, მეტად კეთილგანწყობილები აღმოჩნდნენ და სტუმრისთვის ზიანის მიყენებას არ აპირებდნენ. პირიქით, მათ დედამიწის ზედაპირზე მცხოვრებლებისთვის გაფრთხილების შეტყობინების გაგზავნა უნდოდათ. როგორც გაირკვა, ისინი შეშფოთებულები იყვნენ ატონური ბომბის გამოგონების გამო და ბერდის საშუალებით, უნდოდათ გადაეცათ, თუ რაოდენ სახიფათო იყო ასეთი იარაღის არსებობა. საუბარი მოკლე იყო, მაგრამ ბერდს ეყო დრო, იმაში დასარწმუნებლად, რომ მათი ტექნოლოგიები, ჩვენსას, ათასწლეულებით უსწრებდა.
ამჟამად, ბერდის მიერ აღმოჩენილი მაღალგანვითარებული მიწისქვეშა ცივილიზაციის სასარგებლოდ, ძალიან ცოტა არგუმენტია. ხოლო, საწინააღმდეგო, ძალიან ბევრი. მიუხედავად ამისა, ეს ლეგენდა, გარკვეულ წრეებში (მაგ., შეთქმულების თეორეტიკოსებს და ეზოთერიკოს შორის), დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2781 4-ს მოსწონს |
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge