x
მეტი
  • 04.12.2021
  • სტატია:115379
  • ვიდეო:352803
  • სურათი:489326
მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კვალი, ჩვენი პლანეტის შორეულ წარსულში

მსოფლიოს მასშტაბით, პლანეტის შორეულ წარსულში, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობის უამრავი მტკიცებულების მოძიება შეიძლება. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ ის ჩვენს პლანეტაზე არ განვითარებულა და დედამიწაზე, გარე სამყაროდან შემოვიდა.


image

ძალიან საეჭვო მსგავსება


imageროდესაც სხვადასხვა ცივილიზაციის და ხალხების მითებსა და ლეგენდებში, ღმერთების ციდან მოსვლის საკითხი, ერთმანეთს ემთხვევა, იქ უკვე ეჭვის საფუძველი აღარ რჩება, რომ შორეულ წარსულში, დედამიწაზე, მაღალგანვითარებული ცივილიზაციები მართლაც არსებობდნენ.

გადმოცემის თანახმად, «ღმერთები» ჩამოფრინდნენ და პლანეტის მართვა დაიწყეს. თან, პარალელურად, მათ ადამიანებს სამყაროს შესახებ საბაზო ცოდნაც მისცეს. გააცნეს მათ სოფლის მეურნეობა, მეტალურგია, ასტრონომია და სოციალური მართვის ძირითადი ასპექტები გაუზიარეს.


ქვის იდუმალი მეგალითები მთელს მსოფლიოში


image


ალბათ ბევრს უფიქრია იმაზე, თუ რატომ არის, რომ ძველი მაღალგანვითარებული ცივილიზაციები, თითქმის ყველაფერს, ქვისგან აშენებდნენ. სინამდვილეში, პასუხი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: რა საჭირო იყო სხვა ნედლეულის მოპოვება და ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, თუ ქვა, თითქმის, ყველგან იყო და მისგან, იმ დროს არსებული ტექნოლოგიების წყალობით, ნებისმიერი ფორმის და მასშტაბის სამშენებლო მასალის «გამოძერწვა» შეიძლებოდა?


განვითარების კვალის არ არსებობა


imageლოგიკის კანონებს თუ მივყვებით, მაღალგანვითარებული ცივილიზაციები, ამა–თუ იმ ადგილზე, უეცრად ვერ წარმოიქმნებოდნენ. იმისთვის, რომ ცივილიზაციამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწიოს, დროის გარკვეული პერიოდია საჭირო, რომელსაც არქეოლოგიური თავისებურებები, არტიფაქტები და წერილობითი წყაროები უნდა ახლდეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ცივილიზაცია დედამიწაზე რომ განვითარებულიყო, მის შესახებ, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნებოდა, ვიდრე ახლა გვაქვს.


კოსმოსური ცივილიზაცია?


ჩვენი პლანეტის შორეულ წარსულში, კოსმოსური ცივილიზაციების არსებობის ფაქტს თუ დავუშვებთ, მაშინ ეს «უცნაური, ქვის ნაგებობები», უკვე გარკვეულ აზრს შეიძენს. მართალია, ასეთი რამ მეტად ფანტასტიურად ჟღერს, მაგრამ მეორეს მხრივ, ის ბევრ საკამათო საკითხს ხსნის.imageimageimage


არსებობს იმის დიდი შანსიც, რომ ზოგიერთი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომელიც ჩვენს პლანეტაზე არსებობდა, აქ კი არ ჩაისახა, – სხვა სხვა სამყაროდან მოვიდა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. კართაგენელი მეზღვაურები – ვინ აღმოაჩინა სინამდვილეში ამერიკა?
2. ჩვენი პლანეტის მიწისქვეშა ცივილიზაციები
3. საზაფხულო კოტლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე
4. 7 მავნე ჩვევა, რომელიც სასარგებლო გვგონია
5. რატომ წააგო ჰიტლერმა ომი – რას ამბობენ თავად გერმანელები?

6. ქვის უძველესი ჭურჭელი და წარუმატებელი ექსპერიმენტი

0
710
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
710
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0