x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
«და ის მაინც ბრტყელია...» – ბრტყელი დედამიწის არსებობის თანამედროვე თეორია (+ დოკ. ფილმი)

«მხოლოდ ორგანზომილებიან სივრცეში შეიძლება იყოს მასა, სიჩქარე და დრო ურთიერთობაში ჰარმონიული. მაგრამ, მე მეშინია იმ დასკვნამდე მისვლა, რომ ჩვენი სამყარო ბრტყელია. მე მართლაც მაშინებს ეს ყველაფერი…».

ალ. აინშტაინი


«მიზიდულობის ძალის არსებობა არ ამტკიცებს იმას, რომ დედამიწა სფეროსებურია, – ის, მხოლოდ იმას კონსტატაციას ახდენს, რომ ეს ძალა არსებობს».

ი. ნიუტონი


ეს ყველაზე დაუჯერებელი ინფორმაციაა, რომელიც 21-ე საუკუნეში შეიძლება წაიკითხოთ... თუმცა, როგორც ამბობენ, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და განსაკუთრებით იმ აზრს, რომელიც თეორიის სახით არის ჩამოყალიბებული. მით უმეტეს, თუ არსებობს უახლესი ტექნოლოგიებით და ექსპერიმენტის შედეგებით მიღებული მტკიცებულება, რომლის მიხედვით, დედამიწა მართლაც ბრტყელი გამოდის (იხ. სტატიის ქვემოთ, დოკ. ფილმი – «Convex Earth» («ამობურცული დედამიწა»), ინგლისურ და რუსულ ენებზე).


image


იდუმალი ანტარქტიდა

imageდედამიწის ფორმასთან დაკავშირებით, უძველესი დროიდან მოყოლებული, უამრავი თეორია არსებობს. თუმცა, ოფიციალური მეცნიერება მხარს სფეროსებურობის თეორიას უჭერს. მაგრამ, არსებობს ალტერნატიული თეორიაც, რომლის მიხედვით, დედამიწა ბრტყელი და ოდნავ ამობურცულია, არ არესბობს გრავიტაცია და სამხ. პოლუსი (ჩვენი გაგებით), რომ ოკეანით გარშემორტყმულ ხმელეთს, ყინულის მაღალი სარტყელი აკრავს. თეორიის მიხედვით, ანტარქტიდის სანაპიროზე ყინულის დიდი ზომის ლოდებია, რომლებზეც სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი სადგურებია განთავსებული. უფრო ღრმად შესვლა, წყალქვეშ მოძრავი თოვლის და ყინულის გამო, შეუძლებელია. ანტარქტიდის სანაპიროდან 900 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ე. წ. «კრისტოფერის სარტყელი», რომლის სიგანე, სხვადასხვა ადგილზე, 400-700 კმ-ია. ამ ზონის გადალახვა სახმელეთო ტრანსპორტით შეუძლებელია (ეს თუ ასეა, 1381 კმ-ის გავლის შემდეგ, როგორ მიაღწია რუალ ამუნდსენმა სამხ. პოლუსს? რედ.), ხოლო ანტარქტიდის სიღრმეში ფრენები, საერთაშორისო სამართლით, აკრძალულია.

1959 წ. 1 დეკემბრის საერთაშორისო შეთანხმებით, ანტარქტიკის გამოყენება მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის შეიძლება და ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, 60°-იანი სამხ. განედის სამხრეთით (იგულისხმება სამხ. პოლუსიდან სამხრეთით) საკუთარი კვლევითი სადგური შექმნას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტარქტიდის შესწავლის მცდელობა და მასზე უფრო მეტის გაგების სურვილი წინა საუკუნეების გამოჩენილ მოგზაურებსაც ჰქონდათ. მაგ., ჯ. კუკი 3 წელი უვლიდა ირგვლივ ყინულის ბელტებს და ანტარქტიდის რუკის შედგენას ცდილობდა. შემდეგ როსსი სწავლობდა მას 4 წლის მანძილზე, მაგრამ ვერ დაადგინა, მატერიკი იყო თუ არა.

image

imageბრტყელი დედამიწის არსებობის იდეა დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც მთელი დედამიწა შესწავლილია, თითქოს სასაცილოდ ჟღერს. მაგრამ, ყველა მეცნიერი ასე არ ფიქრობს.


«და ის მაინც ბრტყელია!»...


ბრაზილიელ მეცნიერთა ჯგუფი, «Dakila Pesquisas» ასოციაციიდან (დაარსებულია 1997 წ. კორგინიუ, ბრაზილია), რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან და მათ შორის, უმეტესობა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერების სფეროდან არის, უკანასკნელი 7 წლის მანძილზე, პლანეტის სხვადასხვა წერტილში ექსპერიმენტებს ატარებდა. მიზანი – დედამიწის ჭეშმარიტი ფორმის დადგენა იყო.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ განსახლების და სოფლის მეურნეობის რეფორმების ნაციონალური ინსტიტუტის (INCRA - Instituto Nacional de Colonização e Reforma Agrária) წარმომადგენლები და ყველა ექსპერიმენტი ასტრონომების, კარტოგრაფების, გეოლოგების, ტოპოგრაფების, ინჟინერ-მშენებლების მონაწილეობით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

თეორია იმის შესახებ, რომ დედამიწა მრგვალია, უარყოფილი იქნა 7 ექსპერიმენტით. და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, კვლევა ყველასთვის ცნობილი ფაქტის შესწავლით დაიწყო, რომლის მიხედვით, სანაპიროდან მცურავი გემის, ჯერ კორპუსი ქრება მხედველობის არიდან, ხოლო შემდეგ - ანძა. imageთავიდან ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში წერია, – რაც უფრო შორს მიდიოდა გემი, მისი კორპუსი უფრო მცირდებოდა და შემდეგ ჯერ კორპუსი გაქრა, შემდეგ ანძა... მაგრამ, როდესაც იმ წერტილს ჰორიზონტზე, უკვე ნიუტონის ტელესკოპით გახედეს, რომელიც ადამიანის თვალის შესაძლებლობას 1 000-ჯერ ზრდის, აღმოჩნდა, რომ გემი ისევ თვალთახედვის არეში იყო. ის შეუიარაღებელი თვალისთვის გაქრა, მაგრამ ტელესკოპით ისევ ჩანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გემის თანდათანობით გაუჩინარება, არ შეიძლება სფეროსებურობის მტკიცებულებად იყოს გამოყენებული!

როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, გემის გაქრობას თავისი მიზეზი აქვს და მისი ახსნა ფატა-მორგანას (იტ. fata Morgana) ოპტიკური ეფექტით შეიძლება.

ჩვეულებრივ, ფატა-მორგანა ატმოსფეროში იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, როდესაც მის ქვედა ფენებში, ტემპერატურათა სხვაობის გამო, სხვადასხვა სიმკვრივის ჰაერის ფენოვანი მასები ჩნდება, რომლებსაც სარკისებური ეფექტის შექმნა შეუძლია. სხივების არეკვლის და გარდატეხის შედეგად, ჰორიზონტზე, შეუიარაღებელი თვალისთვის რეალურად არსებული გამოსახულების ჩანაცვლება, სარკისებური გამოსახულებით ხდება. – ასე ხსნის ოფიციალური მეცნიერება ფატა-მორგანას ეფექტს. მაგრამ, ნიუტონის ტელესკოპით ჩატარებულმა ცდამ დაამტკიცა, რომ ნაპირზე მყოფი დამკვირვებლისთვის, ეს ეფექტი მაშინ ჩნდება, როდესაც თვალსა და დაკვირვების ობიექტს შორის კუთხე, დაახლოებით 0-ის ტოლია. ამით აიხსნება ისიც, თუ რატომ არის რომ, რაც უფრო მაღლა დგას ადამიანი, მით უფრო შორს არის მისთვის ჰორიზონტის ხაზი.

imageგამოდის რომ, გარკვეულ მანძილზე ჩნდება სარკისებური ანარეკლი – ვირტუალური გამოსახულება, რომლითაც რეალური გამოსახულების ჩანაცვლება ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მირაჟის მსგავსი მოვლენაა. მირაჟები, ჩვეულებრივ, უდაბნოსთვის არის დამახასიათებელი, ხოლო ფატა-მორგანა – წყლის ზედაპირისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეცნიერებმა სხვა ექსპერიმენტებიც ჩაატარეს, რომლებშიც გეოდეზიური ხელსაწყოები და ლაზერული სხივები გამოყენეს. მაგრამ, დედამიწის სფეროსებურობის დამადასტურებელი ფაქტები ვერ აღმოაჩინეს.

მაგ., შორ მანძილზე მოქმედი ლაზერის სხივით შეამოწმეს დედამიწის სფეროსებურობა, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში და ყველგან ერთნაირი შედეგი მიიღეს: ერთი პუნქტიდან გაშვებული სხივი, – მეორი პუნქტში, 35 კმ-ს დაშორებით დაინახეს, რაც დედამიწის სფეროსებურობის შემთხვევაში, გამრუდების გამო, შეუძლებელი უნდა ყოფილიყო – 11 კმ-ს შემდეგ, სხივი უნდა დაიკარგულიყო.

imageimage

imageნუთუ, ძველ დროში, პლანეტის ფორმის შესახებ, ჩვენზე მეტი იცოდნენ?


ძველი ადამიანების წარმოდგენებმა დედამიწის ფორმის შესახებ, ჩვენს დრომდე მითების და ლეგენდების სახით მოაღწია და თითქმის ყველა მათგანში, დედამიწა ბრტყელი ან ამობურცული არის.

მაგ., ძველ ინდოეთში დედამიწას ნახევარსფეროდ წარმოიდგენდნენ, რომელიც 4 სპილოზე მდებარეობდა...

მათგან განსხვავებით, ვიეტნამელებისთვის დედამიწა «3 სპილოანი» იყო, ხოლო იაპონელები მიწისძვრას დრაკონს აბრალებდნენ, რომელიც მათი კუნძულების ქვემოთ ცხოვრობდა...

ძველი ბაბილონელების წარმოდგენებში დედამიწას «მსოფლიო» მთის სახე ჰქონდა და ის ყველა მხრიდან წყლით იყო გარშემორტყმული. მთის დასავლეთ ფერდობზე კი ბაბილონი მდებარეობდა. ზღვას, ხმელეთის ირგვლივ, გადმობრუნებული ფინჯანის მსგავსად, ე. წ. ზეციური სამყარო ეფარა, რომელშიც ისე, როგორც დედამიწაზე, ხმელეთი, წყალი და ჰაერი იყო. ხოლო ცას, ისე როგორც დედამიწას, საზღვარი ჰქონდა. მზე გადაადგილდებოდა ცის მყარ თაღზე და მოძრაობის პერიოდში დედამიწას ათბოდა.

გარესამყარო ეგვიპტელებისთვის ბრტყელ ხმელეთს წარმოადგენდა, რომლის თავზე ზეცის ღმერთი იყო. ხოლო, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ – მზის ღმერთის ხომალდები იყო მოთავსებული.

უძველესი წერილობითი წყარო, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, დედამიწის ყველაზე ძველი მოდელების შესახებ, ჰომეროსის (ძვ. წ. აღრ. VIII ს.) პოემებში, – «ილიადას» და «ოდისეაში» არის მოცემული. ჰომეროსისეულ ვერსიაში, დედამიწას ოდნავ ამობურცული დიდკის სახე აქვს. ხოლო ხმელეთს, ყველა მხრიდან ოკეანის წყლები აკრავს. დედამიწის თავზე სპილენძის ცის კამარაა, რომელზეც მზე, ყოველდღიურად, ალმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და დღის ბოლოს, ოკეანეში იძირება...

image

ამრიგად, ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ დედამიწა ბრტყელი იყო და რომ ის უსაზღვრო ოკეანეში ცურავდა. შესაძლებელია, რომ სწორედ ამის გათვალისწინებით ააგეს (ძვ.წ. აღრ. 279 წ.) ფაროსის (ალექსანდრიის) შუქურა, რომლის სიმაღლე, გადმოცემით, 120-135 მ. იყო (ზოგიერთი წყაროს მიხედვით – 150 მ) და ის 80 (100) კმ-ზე ანათებდა.

დედამიწის სფეროსებურობის გათვალისწინებით, ჰორიზონტამდე მანძილი, 150 მ. სიმაღლის და გამრუდების გათვალისწინებით, 45 კმ-ის ტოლი უნდა ყოფილიყო! ხოლო, 80-100 კმ-ზე რომ გაანათოს შუქურას, მისი სიმაღლე 400 მ. უნდა იყოს.

ალექსანდრიის შუქურის და მისი მონაცემების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გადმოცემით ვიცით და შეიძლება, მისი სინათლის დაფარვის ზონა, ბევრისთვის დაუჯერებელი იყოს. თუმცა იმაში დარწმუნება, რომ დიდ მანძილზე მართლაც შესაძლებელია შუქურის სინათლის დანახვა, დღესაც შესაძლებელია:

ნიდლის შუქურა (ინგ. Needles Lighthouse), რომელიც კ. უაიტზე (დიდი ბრიტანეთი) მდებარეობს, სიმაღლით ბევრად ჩამორჩება ალექსანდრიის შუქურას. მისი სიმაღლე მხოლოდ 33, 25 მ-ია და დანახვა 60 კმ-ს მანძილიდან არის შესაძლებელი. მაგრამ, თუ დედამიწის სფეროსებურობას გავითვალისწინებთ, რომლის გამრუდება 60 კმ-ზე 282 მეტრს შეადგენდეს, 35 მ. სიმაღლიდან – ჰორიზონტის ხაზამდე მანძილი, 22 კმ-ს უნდა შეადგენდეს... რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დანახვა და სინათლის დაფარვის არეალი, მხოლოდ 22 კმ-ს უნდა შეადგენდეს.

image

imageკოსმოსიდან გადაღებული ფოტო და ვიდეო კადრების გამო, აქ მოყვენილი ფაქტები, შეიძლება, არადამაჯერებელიც იყოს... მაგრამ ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეებს ამ საკითხზეც აქვთ საკუთარი მოსაზრება და პასუხი. ისინი დედამიწის და სხვა პლანეტების სფეროსებურობას (ალ. აინშტაინი) სინათლის გამრუდების თეორიით ხსნიან, რომლის თანახმად, დიდი ზომის ობიექტს მასით, დროში და სივრცეში, სინათლის სხივების გამრუდების გამოწვევა შეუძლია და ამიტომ, ჩვენ ციურ სხეულს ისეთად ვერ აღვიქვავთ, როგორიც რეალურად არის.

დედამიწის შორიდან დანახვის შანსი ყველას არ ეძლევა და ამიტომ მეცნიერებს მტკიცებულებად მთვარის მაგალითი მოჰყავთ. როგორც ამბობენ, მთვარე, რომელიც ჩვენთვის სფეროსებური ფორმის ციური სხეულია, სინამდვილეში, სფეროსებური შეიძლება არც იყოს.

imageimageსამყაროს მოდელი ბიბლიის მიხედვით


ბრტყელი არის ჩვენი პლანეტა ბიბლიის მიხედვითაც. როგორც «დაბადებაშია» მოთხრობილი, დედამიწა და სამყარო ღმერთმა 6 დღეში შექმნა და პირველი 3 დღე სწორედ მის ფორმირებას მოხმარდა:

I. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. გაყო ღმერთმა ბნელი და ნათელი. ნათელს უწოდა დღე, ხოლო ბნელს – ღამე.

II. ღმერთმა შექმნა ცა «და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარსა ქვემოთ და წყალი, რომელიც არის მყარსა ზემოთ».

III. თქვა ღმერთმა, «შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი, და გამოჩნდეს ხმელეთი». და იქმნა ასე. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს – ზღვა.


წმინდა წერილის თანახმად, ძალიან მაღალი ადგილიდან მთელი დედამიწის დანახვა შეიძლება, ისე რომ მზერას არაფერი გამოეპარება. დედამიწა რომ სფერო იყოს, ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა.

რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელს ცისქვეშეთს ხედავს.

(იობ. 28:24)

რაც იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწა ბრტყელია (ან ბრტყელი-ამობურცული).

აჰა, თავი მედო ჩემს სარეცელზე და ვიხილე ხილვა: აჰა, დედამიწის შუაში მაღალი ხე დგას.
გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი სიმაღლე ზეცას აღწევდა და დედამიწის ყველა კუთხიდან მოსჩანდა.

(დან.4:7, 8)


...მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა.


(ეს.44:24)


და სხვა უამრავი ციტატის მოყვანა შეიძლება ბიბლიიდან, რომლის მიხედვით, დედამიწის მოდელი შეიქმნა:

imageგარდა წერილობითი წყაროებისა, არსებობს უამრავი ძველი რუკა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და რომლებზეც ბრტყელი სამყარო ძალიან დეტალურად და საკმაოდ პროფესიონალურად არის ასახული. მაგ. ფირი რეისის (1470-1553 წწ.) ცნობილ რუკაზე, რომელიც 1528 წლით არის დათარიღებული, დატანილია: გრენლანდია, ლაბრადორი, ფლორიდა, ნიუფაუნდლენდის ნახევარ კუნძულები და ანტარქტიდის სანაპირო.

თავად რეისი ძალიან პატიოსანი ადამიანი იყო და ამის გამო, თუ იმიტომ, რომ შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, თავი დაეზღვია, რუკის კიდეებზე გაკეთებული მინაწერებით გვატყობინებს, რომ მისი რუკის საფუძველს, ადრეული პერიოდის ისტორიული წყაროები და უფრო ძველი რუკები წარმოადგენდა.

image1531 წელს ბრტყელი დედამიწის კიდევ ერთი უნიკალური რუკა გაჩნდა, რომლის ავტორი ფრანგი მათემატიკოსი და გეოგრაფი ორონცე ფინე (1494-1555) იყო. მასზე ანტარქტიდის კონფიგურაცია, ზუსტად ისეთია მოცემული, როგორიც თანამედროვე რუკებზეა. გარდა ამისა, მის რუკაზე ანტარქტიდა მთიანი რეგიონია, თოვლისა და ყინულის საფარის გარეშე!

image

გ. მერკატორის (1512-1594) ინფორმაციით, ძვ. წ. აღრიცხვით X ათასწლეულამდე, სამხრეთის კონტინენტზე ყინულის საფარი არ იყო. მერკატორის რუკა რომელზეც სამხ. კონტინენტი არის ასახული, მისმა შვილმა 1595 წ. მამის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა. ამიტომ უცნობია, თუ საიდან ჰქონდა კარტოგრაფს ინფორმაცია ანტარქტიდის შესახებ, რომელიც ოფიციალურად, მხოლოს 2 საუკუნის შემდეგ აღმოაჩინეს.

imageარის რუკები, რომლიდანაც ვგებულობთ, რომ ამერიკის და ანტარქტიდის არსებობის შესახებ, ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის პერიოდში იცოდნენ.

image

ბონის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს 1510 წელს შედგენილი რუკა. რომელზეც ამერიკის სანაპორო ზოლი, კანადიდან – ცეცხლოვან მიწამდე, ზუსტად არის ნაჩვენები.

image

არსებობს ბევრი სხვა რუკა, რომელზეც ისეთი ობიექტებია აღნიშნული, რაც რუკის შედგენის პერიოდისთვის, ცნობილი არ უნდა ყოფილიყო. მაგ. გასული საუკუნის 60-იან წლებში აღმოაჩინეს და გამოაქვეყნეს კანადის სანაპიროს რუკა – «ვინლენდი» (ესპ. Vínland – ჩრდ. ამერიკა), რომელიც ჩატარებული კვლევის თანახმად, 1440 წ. ბერნში იყო შედგენილი. უცნობი ავტორი ქ. კოლუმბის მოგზაურობამდე 52 წლით ადრე აღწერდა კანადის და ჩრდ. ამერიკის სანაპირო ხაზს.

image

მეტად უცნაურად არის გამოსახული ანტარქტიდა ფილიპ ბუაშეს რუკაზე, რომელიც 1739 წ. არის დათარიღებული.

imageარსებობს უამრავი ძველი რუკა და ნახატი, რომლის მიხეთვით, ჩვენს წინაპრებს ბევრად უფრა მეტი ინფორმაცია ჰქონდათ დედამიწის შესახებ, ვიდრე ამას ოფიციალური მეცნიერება აღიარებს...

image

imageამრიგად, ბრტყელი დედამიწის არსებობის თეორიის მომხრეები თვლიან, რომ დედამიწა დისკისებური ფორმის ციური სხეულია, რომელიც ყინულის მაღალი კედლით არის გარშემორტყმული და რამდენად დიდია ამ კედლის სიგანე ან რა არის მის მიღმა, არავინ იცის.

imageimage

და ის, რომ დედამიწა ბრტყელია, მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს!image

ასე გამოიყურება ბრტყელ დედამიწაზე მსოფლიოს ირგვლივ I მოგზაურების (1519-1522 მიერ განვლილი გზა.

image

თეორიის ავტორების აზრით, მზე ასე მოძრაობს ბრტყელი დედამიწის თავზე. იმ ადგილზე, სადაც ის იმყოფება, განათებულია და თბილა. სადაც ის არ არის — ღამეა.

image

ბრტყელი დედამიწის ოფიციალური რუკა, რომელიც 1892 წელს არის შედგენილი, ბოსტონის ბიბლიოთეკაში (აშშ) ინახება.


image

imageimageimage

რუკის თავზე მოცემულია ფრაზა — «AS IT IS», რაც რეალურ ნიშნავს. ბრტყელი დედამიწის თეორიის ავტორები კი, მას შემდეგნაირად თარგმნიან: მეცნიერულად სწორი და პრაქტიკულად სწორი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაცია — UNO (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია), ICAO (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია), IMO (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია), WMO (საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია), – ემბლემაზე, დროშაზე და სხვა სიმბოლოებზე, ბრტყელი დედამიწის რუკას იყენებს.

image

imageimageimage
და არსად არის კონტინენტი ანტარქტიდა....

image

ეს მხოლოდ ფაქტების ნაწილია, რომელიც ამტკიცებს, რომ თეორიას «ბრტყელი დედამიწის» შესახებ, არსებობის უფლება აქვს! რაც შეეხება მტკიცებულებას და თანამედროვე კვლევის შედეგებს, ის ქვემოთ არის წარმოდგენილი დოკ. ფილმის სახით.

image

imageP. S. როგორც ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, უძველესი სიმბოლო ინი და იანი, სწორედ ორი მანათობელის მოძრაობის განზოგადოებული სქემა არის.

image
imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

* სამყაროს შექმნის 6 «დღე»: ბიბლია და მეცნიერება

* ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვის რეალური მიზეზი

* ცსს (CIA)-ს ყოფილმა თანამშრომელმა მიწისქვეშა ცივილიზაციის შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა

* მიწის ქვეშ, მეცნიერებმა ოკეანე აღმოაჩინეს, რომელიც 3-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე მსოფლიო ოკეანე

2
1301
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1301
  
2021, 24 იანვარი, 0:04
საინტერესო სტატიაა ძალიან
2019, 26 ივლისი, 13:11
პირდაპირ სიჩლუნგის ზეიმია. დღეს როცა კოსმოსში დაფრინავენ და სურათებს და ვიდეოებ უღებენ დედამიწას და სპეციალური საიტებიც იკი არსებობს სადაც თანამგზავრიდან ლაივის ჩართვაა შესაძლებელი. კიდევ ვინმეს გონია დედამიწა ბრტყელია. მაგრამ აქ ვფიქრობ სერიოზულ "ბრეინვოშთან" ანუ ტვინის გამორეცხვასთან გვაქვს საქმე.
0 1 2