x
მეტი
  • 18.10.2021
  • სტატია:115070
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488934
სამართლიანობის აღდგენა ევროპულად (ნამდვილი ამბავი)

1974 წელს ქ. ბაზელის (შვეიცარია) სასამართლომ გამოასწორა შეცდომა, რომელიც ამავე სასამართლომ, 500 წლის წინ დაუშვა: გაამართლა უდანაშაულო ბრალდებული, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიესაჯა.


image


1474 წელს, ქ. ბაზელში სასამართლო პროცესი ჩატარდა, რომელზეც განსასჯელის სკამზე იჯდა… მამალი. ბრალდებულს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ მან კვერცხი დადო, რაც თავის მხრივ, მის ბნელ ძალებთან კავშირის მტკიცებულება იყო. ამის გამო, მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს – კოცონზე დაწვით და განაჩენი სისრულეში, უამრავი ადამიანის თანდასწრებით მოიყვანეს.

ამ სასამართლო პროცესიდან, 5 საუკუნის შემდეგ, ფრანგმა მეცნიერმა პეზარმა დაამტკიცა, რომ ეს შედეგი, ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევის შემთხვევაში, ინფექციური დაავადებით (ჭლექი, პერიტონიტი) ან სახეობისთვის უჩვეულო საკვების მიღების გამო, მოწამვლით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული. ორივე შემთხვევაში, ფრინველის სქესი შეცვლა შესაძლებელი არის.

პეზარის მტკიცებით, მან ექსპერიმენტის გზით, ქათმის მამლებად გადაქცევა შეძლო. ექსპერიმენტის არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქათამს მეცნიერი ხორცით კვებავდა. მსუბუქი მოწამვლის შედეგად, მისი საკვერცხეების ატროფირება მოხდა და ქათამს საწინააღმდეგო სქესის ნიშნები გაუჩნდა.

ამ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ფაქტს აღწერს ინგლისელი მეცნიერი ფ. კრუც: სამი წლის ქათამი კვერცხის კარგი მდებელი იყო და ბევრი წიწილა ჰყავდა გამოჩეკილი. მოულოდნელად, ქათამს ბუმბულის ცვენა დაეწყო და კვერცხის დადება შეწყვიტა. მას მამლის ბიბილო გაეზარდა, მისთვის დამახასიათებელი ბუმბული გამოუვიდა და ფეხებზე დეზები გაუჩნდა. გარდა ამისა, კაკანი შეწყვიტა და მამალივით ყივილი დაიწყო. გარკვეული დროის შემდეგ, «ორსქესიანი» ფრინველი, სრულფასოვან მამლად ჩამოყალიბდა და მას ქათმებთან ურთიერთობის შედეგად, წიწილებიც შეეძინა.
ფრინველის გაკვეთის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქათმის მამლად გარდაქმნის მიზეზი ჭლექი იყო, რომლის გამო, საკვერცხეების დაშლა მოხდა და მის ადგილზე, დაზიანებული ქსოვილების ბაზაზე, პატარა სათესლე ჯირკვლები ჩამოყალიბდა. ხოლო, ჰორმონებმა, რომლებიც ამ სათესლე ორგანოში გამომუშავდებოდა, ქათამი სრულფასოვან მამლად გადააქცია.
მეცნიერების მიერ, ქათმებზე ჩატარებული, კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ქ. ბაზელის სასამართლომ, ინკვიზიციის უდანაშაულო მსხვერპლის – მამლის რეაბილიტაცია მოახდინა.

imageimageimageimageimageimageimage







0
298
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0