x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დაავადება, რომელიც ხშირად ნევროზში ერევათ
image
1. ტკივილი გულის არეში, გულის აჩქარება, ტკივილი მკერდის არეში.

2. კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა.

3. ტკივილი და სიმძიმე წელის არეში.

4. თავის ტკივილი (ქრონიკული, შაკიკი, პულსირებული, ყრუ).


5. სიმძიმე სხეულში, ართრიტი.

6. ტემპერატურის მომატება დღის საათებში (დილა საღამოს ნორმალურია).

7. ყლაპვის გართულება, საყლაპავი მილის შეკუმშვის და ყელში ბურთის გაჭედვის და მოგუდვის შეგძნება.

8. გულისრევა (უპირატესად, ლორწოს ამოსვლა), კუჭის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა, მუცლის ტკივილი.

9. სისუსტე, დაღლილობა, სიცარიელის შეგრძნება.

10. თავბრუ, დაუძლურება.

11. დამბლა და ჩხვლეტის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ადგილებში.


ეს სიმპტომებია, რომლიდანაც რომელიმე, ან რამდენიმე ერთად, შეიძლება ჰქონდეს ამ დაავადების დროს ადამიანს და უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი სია არასრულია. მისი გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, უფრო სწორედ, იქამდე, ვიდრე ყველა სახის ორგანული პათოლოგიის დასახელება არ მოხდება.

ჩვენს ორგანიზმზე აისახება ყველაფერი, რასაც ჩვენ საგულდაგულოდ ვმალავთ, საკუთარი თავისგანაც კი. მაგრამ, ადრე თუ გვიან, დაგროვილი პრობლემები თავს გვახსენებს და ამა თუ იმ დაავადების სახით ვლინდება. როგორც ამბობენ, «ტვინი ტირის, ცრემლი კი – გულს, ღვიძლს, კუჭს... სდისო». რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაავადებები მოჩვენებითია და ავადმყოფობას ორგანული საფუძველი არ გააჩნია – ის ფსიქოსომატური აშლილობით არის გამოწვეული.

ფსიქოსომატური აშლილობა (ბერძ. psyche — სული და soma — სხეული) — არის ნერვო-ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული, შინაგანი ორგანოების ფუნქციების და სისტემების დარღვევით, ანუ ეს არის დაავადება, რომელიც სხეულის ფუნქციონირების დარღვევაში ვლინდება.

imageimage

imageფსიქოსომატურ აშლილობას ხშირად სომატურ (ორგანულ) პათოლოგიებში ან ნევროზში ურევენ და ადამიანი «ჩაკეტილ წრეში» ხვდება: იწყება სიარული ექიმებთან და წამლების სმა, რომელსაც ორგანიზმისთვის, ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. ექიმს ექიმი ცვლის, წამლების ერთ პარტიას – მეორე... და ეს წრე იმდენად მტკიცეა, რომ «მკურნალობა» იქამდე გაგრძელდება (ხან წლების მანძილზეც), ვიდრე პაციენტს ექიმი არ შეხვდება, რომელიც მას ფსიქო–ნერვოლოგთან ან ფსიქო–თერაპევტთან არ გაგზავნის.

რა ხდება სინამდვილეში ადამიანის ორგანიზმში ფსიქოსომატური აშლილობის დროს? სუბიექტურად, პაციენტი ტკივილს (სახსრების, თავის, კუჭის) რეალურად გრძნობს ან სხვა პრობლემები (გულის აჩქარება, კიდურების კანკალი, შიშები) აწუხებს. მაგრამ, ეს ყველაფერი მოჩვენებითია. საქმე იმაშია, რომ თავის ტვინი დამახინჯებულ ინფორმაციას იღებს ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ ანუ ესა თუ ის ორგანო რეალურად ჯანმრთელია, მაგრამ ადამიანს ის მაინც აწუხებს. ასეთი პაციენტების დასამშვიდებლად, ექიმები ამბობენ, რომ ამ ჩივილებს რეალური საფუძველი რომ ჰქონდეს, ავადმყოფი კარგა ხნის წინ დაიღუპებოდა. თუმცა, ადამიანისთვის, რომელიც რეალურად ცუდად გრძნობს თავს, ეს დიდი შეღავათი არ არის.imageორგანიზმში დამახინჯებული ინფორმაციის «გავრცელების» ძირითადი მიზეზი, თავის ტვინში ნეირომედიატორების* სიმცირე არის – არ ხდება ნეირონებს (ტვინის უჯრედები) შორის იმპულსბის გადაცემა და ტვინი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე კონტროლს კარგავს.

*ნეირომედიატორი არის ნივთიერება, რომელიც ნეირონებს ერთმანეთთან «საუბრის» საშუალებას აძლევს. მეცნიერებმა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში გაარკვიეს, რომ ნერვული იმპულსები, ელექტრული სიგნალების სახით გადიან ნერვული უჯრედების წანაზარდებში (მორჩებში). მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ეს საკმარისი არ არის, რადგან ნერვულ დაბოლოებასა და ნერვულ უჯრედებს შორის, არსებობს ნაპრალები და მაშინ როდესაც სინაფსში (შეხვედრის ადგილი) მივა ელექტრო სიგნალი, ნერვული დაბოლოებიდან დიდი ოდენობით არაერთგვაროვანი ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა, რომლის თითოეული სახეობა გარკვეული ფუნქციების ნაკრებზე აგებს პასუხს. ეს ნივთიერება გადასცემს ინფორმაციას ერთი ნეირონიდან მეორე ნეირონს და ნეირონების დაბოლოებიდან კუნთოვან ქსოვილებს. ნივთიერებას, რომელიც კავშირს ამყარებს ორგანიზმის ცალკეულ ორგანოებსა და ნერვულ სისტემას შორის, ნეირომედიატორი ეწოდება.

image
ამრიგად, ნეირომედიატორები (ნეიროტრანსმიტერები, შუამავლები) — ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერებებია, რომლის გარეშე ინფორმაციის გადაცემა არ მოხდებოდა ნერვულ უჯრედებსა და კუნთოვან ქსოვილებს შორის. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გარეშე, ადამიანის სხეულის ფუნქციონირება და არსებობა შეუძლებელი იქნებოდა.

imageნეირომედიატორებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სერტონინია. სწორედ ის არის ორგანიზმის ფუნქციების მთავარი მაკონტროლებელი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სეროტონინი არა მარტო ნეირომედიატორი, ჰორმონიც არის. მას ხშირად «ბედნიერების ჰორმონსაც» ეძახიან. თავდაპირველად სეროტონინი ჰორმონი არ არის. ის თავის ტვინის ნეირომედიატორია.

ჰორმონი ის სისხლში მოხვედრის შემდეგ ხდება და როგორც ბოლოდროინდელი კვლევების შედეგად დადგინდა, ჰორმონ სეროტონინის გამომუშავება, ტვინის გარდა, საჭმლის მომნელებელ სისტემაშიც ხდება.

მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ნეირომედიატორზე, რომელიც თავის ტვინში, ინტელექტუალურ პროცესებს (ყურადღება, მეხსიერება), კონცენტრაციის უნარს, შრომისუნარიანობას... განსაზღვრავს. ორგანიზმში მისი დონის შემცირება დეპრესიას, შფოთს, გაღიზიანებას და უძილობას იწვევს. სეროტონინი გავლენას ახდენს ორგანიზმის ბუნებრივ გამაყუჩებელ სისტემაზეც. ამიტომ, ამ ნეირომედიატორის დაბალი კონცენტრაცია, მუდმივი სიმძიმის, დაღლილობის და ტკივილის შეგრძნებას მიზეზი ხდება, ხოლო მისი დონის დარეგულირება, ფიზიკურ დისკომფორტს აღმოფხვრის.

თავის ტვინში, სეროტონინის დონის ნორმაში მოსაყვანად, ანტიდეპრესანტები ინიშნება, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა, დაავადების სირთულეზე და პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

* ძილი – ფუჭად დაკარგული დრო, თუ აუცილებლობა?

* ხველის მკურნალობა წამლის გარეშე (17 რეცეპტი) და ჯადოსნური წვეთები ჰაიმორიტის დასამარცხებლად
* როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან, სწორედ (ადამიანების 95% სამედიცინო ნიღაბს არასწორედ ატარებს)



0
1136
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0