x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური და საინტერესო ფაქტები ჩვენი ფსიქოლოგიიდან, რომლის ცოდნაც სასარგებლოა

image


1. იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრებით, საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან გაინტერესებთ და ადამიანი ძალიან აზრიანად და საინტერესოდ საუბრობს თემაზე, მაქსიმალური ყურადღება რომლის მობილიზებაც ჩვენს გონებას შეუძლია 7-10 წუთია. ამის შემდეგ, ყურადღება ნელ-ნელა სუსტდება და აუცილებლად შესვენებაა საჭირო, რომ საკითხის განხილვაში, ისევ ინტერესით ჩავერთოთ.


2. არ არსებობს ადამიანისთვის იმაზე სასიამოვნო ხმა, ვიდრე მისი სახელის გახმოვანება. ამიტომ, პირველი რაც ვინმეს გაცნობის შემდეგ უნდა დავიმახსოვროთ — მისი სახელია. ეს კარგი ურთიერთობის დამყარების ძირითადი წესია.


3. დაწოლისთანავე რომ დაგვეძინოს, ზურგზე უნდა დავწვეთ, სხეული მოვადუნოთ, დავხუჭოთ თვალები და ქუთუთოების ქვეშ, თვალის გუგები ზევით მივმართოთ. ეს არის თვალების ნორმალური მდგომარეობა, ძილის დროს.


4. ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ქალისთვის უცნობი მამაკაცის შესაფასებლად, 45 წამია საკმარისი. აქედან 10 წამში ის წარმოდგენას იქმნის მის გარეგნობაზე, 8 წამი — თვალების შეფასებას ეთმობა, 7 წამი აკვირდება თმას, 10 წამი — ტუჩებს და ნიკაპს, 5 წამი — მხრებს. ხოლო, ბოლო 5 წამი — ქორწინების ბეჭდის შემოწმებას ეთმობა.


5. «ღრუბლებში ფრენა» გიყვართ? უნდა იცოდეთ, რომ ამ მხრივ გამონაკლისი ნამდვილად არა ხართ. ფსიქოლოგების კვლევის თანახმად, ყველა ადამიანი ცხოვრების, სულ მცირე, 30 % ოცნებებში ატარებს, ზოგიერთი უფრო მეტსაც. მაგრამ, ეს ცუდი არ არის — როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ადამიანები, რომლებსაც ოცნება უყვართ, უფრო შემოქმედებითები არიან და სხვადასხვა სახის პრობლემებსაც უფრო ადვილად უმკლავდებიან.


6. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სტრესის და შფოთვის დაძლევის საუკეთესო საშუალებად კითხვა აღიარეს. მათი მტკიცებით, ადამიანის ორგანიზმზე სწორედ ეს საქმიანობა მოქმედებს ყველაზე სწრაფად და ეფექტურად. გასაკვირია, მაგრამ, ეს ხერხი ბევრად უკეთესია, ვიდრე ალკოჰოლის მიღება, გასეირნება, დამამშვიდებელი ჩაი მიღება ან მუსიკის მოსმენა.


7. ხანდახან, უპასუხო სიყვარული შეპყრობილობაში იზრდება და შეიძლება, ფსიქიკური დარღვევებიც გამოიწვიოს. მაგ., ისეთი, როგორიც ადელის სინდრომია — დაავადებაა, რომელიც სხვა ადამიანისადმი სიყვარულით შეპყრობასა და მისდამი ვნებაში გამოიხატება.


8. მეცნიერები, ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კამათში მოგებული ყოველთვის ის რჩება, ვინც ყველაზე «ხმამაღლა» და დამაჯერებლად საუბრობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გამარჯვება გვინდა, დამაჯერებლად უნდა ვისაუბროთ.


9. თუ ადამიანი რამის გახსენებას ცდილობს და ამავდროულად, თვალებში გვიყურებს, ე. ი. — იტყუება.


10. ქალი პარტნიორისგან სიყვარულს მაშინ გრძნობს, როდესაც მასთან ურთიერთობისას პირისპირ არის. ხოლო მამაკაცი, პირიქით, — ემოციურ სიახლოვეს პარტნიორის გვერდით ჯდომის დროს განიცდის.


11. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება არ შეუძლია. რა თქმა უნდა, სიარულის დროს, საუბარი შეგვიძლია, მაგრამ ტვინი, დროის ამ კონკრეტულ მომენტში, ყოველთვის მხოლოდ ერთ პრიორიტეტულ ფუნქციაზე იქნება ორიენტირებული. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ერთდროულად, ორ განსხვავებულ რამეზე ფიქრი, არ შეგვიძლია.


12. როდესაც გვძინავს და სიზმრებს ვხედავთ, ჩვენი ტვინი, დღის მანძილზე მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს, ცალ-ცალკე ახარისხებს მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას — ზოგ რამეს იმახსოვრებს, ზოგს ივიწყებს. ალბათ, არაერთხელ გსმენიათ, რომ გამოცდის, ან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, «კარგად გამოძინება» აუცილებელია...


imageარხის სხვა სიახლეები:


* რატომ ვერ იხსნა სტალინმა საკუთარი შვილი ტყვეობიდან?

* 7 მითები ცხოველების შესახებ, რომლისაც ყველას სჯერა

* იგრძენით თავი შერლოკ ჰოლმსად – 3 გამოცანა (პასუხები აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?


0
159
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0