x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძილი და სიზმრები. საინტერესო ფაქტები

რა დროს ვხარჯავთ ძილზე მთელი ცხოვრების მანძილზე? ძილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ რა ვიცით მის შესახებ?


imageimage

ძილი და სიზმრები ჩვენი ცხოვრების მხოლოდ განუყოფელი ნაწილი კი არა, ყველაზე შეუცნობელი ნაწილიც არის, რომლის შესახებ, არც თუ ისე ბევრი რამ არის ცნობილი. აქ წარმოგიდგენთ ზოგიერთ ფაქტს, რომელიც ძილს და სიზმრებს უკავშირდება:image

1. ფერადი თუ შავთეთრი? რა ფერებში ვხედავთ სიზმრებს?

image

ამ ბოლო დროს, მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მხედველობის მქონე ადამიანების 12 % სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განსხვავებული იყო სიტუაცია ფერადი ტელევიზორის გამოჩენამდე, ანუ ტელევიზორმა ჩვენი სიზმრები გააფერადა. 1960-1970 წლებამდე, ადამიანების უმრავლესობა, სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავდა.

image

imageimage

image

2. მოკლე მეხსიერება.

imageგაღვიძების პირველ წუთებში, ადამიანს სიზმარი მცირე დეტალებშიც კი ახსოვს. მაგრამ, საკმარისია 5 წუთი გავიდეს, რომ სიზმრის ნახევარი ავიწყდება, ხოლო 15 წუთის შემდეგ – სიზმრის 10% ძლივს იხსენებს.

image

image

image

image


3. სიზმრებისთვის განწირულები.

image

ყველა ჯანმრთელი ადამიანი სიზმრებს ხედავს. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, გვავიწყდება სიზმრები და ვფიქრობთ, რომ არ ვხედავთ მათ. მხოლოდ ადამიანები, გარკვეული ფსიქიკური გადახრებით, არ ნახულობენ სიზმრებს.

image

imageimage

image

4. გადამეტებული ჭამა.

imageუძილობა მხოლოდ ძალების დაკარგვას და გაღიზიანებას კი არა, ლეპტინის დეფიციტსაც იწვევს, რაც მადის მომატების წინაპირობა არის.

image

image

image

image

5. ძილი – ჩვენი ცხოვრების 1/3 ნაწილს შეადგენს.

imageადამიანი თავისი სიცოცხლის 25-30 წელს ძილში ატარებს.

image

imageimage

image

6. ცხოველებიც ხედავენ სიზმრებს.

image

ცხოველებზე ჩატარებული უამრავი ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ ისინიც ხედავენ სიზმრებს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, ენცეფალოგრამ და ტომოგრამა საჭირო არ არის –მძინარე ცხოველზე დაკვირვებაც საკმარისია.

image

image

image

image

7. რამდენიმე სიზმარი 1 ღამეში.

imageჩვენი ქვეცნობიერი საშუალებას გვაძლევს, რომ ერთი ღამის მანძილზე, რამდენიმე (4-7) სიზმარი ვნახოთ.

image

imageimage

image

8. ხანმოკლე და ხანგრძლივი ძილის შედეგი.

imageადამიანები, რომლებსაც ღამის მანძილზე 4 საათი და უფრო ნაკლები და ისინი, ვისაც 9 საათი და უფრო მეტი სძინავთ, ხშირად, უდროოდ მიდიან ამ ქვეყნიდან.

image

image

image

image

9. ბავშვის გავლენა ძილზე.

image

ყველა ბავშვი, 2 წლის ასაკამდე, მშობლებს 6 თვის ძილს ართმევს.

image

image

image

image

10. უძილობა.

imageმამაკაცებს უძილობა უფრო ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე ქალებს. სუსტი სქესის წარმომადგენლები 2-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან ამ მხრივ, ვიდრე ძლიერი სქესის.

image

image

image

image

11. არასაკმარისი ძილი.

imageარასაკმარისი ძილი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ორგანიზმის უნარზე, წინააღმდეგობა გაუწიოს ავთვისებიანი პროცესები. არასაკმარისი ძილის შემთხვევაში, მასში მცირდება მელატონინის დონე, რომელიც სიმსივნის უჯრედების ბლოკირებას ახდენს.

image

imageimage

image

12. ემოციები.

imageემოციური მდგომარეობა, რომელსაც სიზმრებში განვიცდით, უფრო ხშირად, შფოთთან არის კავშირში, ვიდრე სიხარულთან. ჩვენ ბედნიერები უფრო იშვიათად ვიღვიძებთ, ვიდრე დათრგუნულები და უბედურები.

image

image

3
1518
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1518
  
2017, 10 დეკემბერი, 19:32
ყველაფერი კარგადაა გაკეთებული ამ სტატიაში
2016, 10 ივნისი, 11:07
ბატონო პლატონ, გრამატიკის რომელი წესი ნახეთ დარღვეული? აი, თქვენ კი, ერთი შეცდომა გაგპარვიათ))
2016, 9 ივნისი, 16:05
საინტერესოა ქალბატონო ლალი, ასევე გრამატიკის წესებიც დაიცავით!
0 1 3