x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორი ტუჩები გაქვთ? - აი, რას ამბობს თქვენი ტუჩების ფორმა თქვენ შესახებ

imageმეცნიერები და ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თქვენი ტუჩების ფორმა გარკვეულწილად განსაზღვრავს თქვენს ხასიათს.

მოდით ვნახოთ, რაზე მეტყველებს თქვენი ტუჩები.


1. დიდი, ფუმფულა ტუჩები

image

ასეთი ტუჩების მქონე ადამიანები ხშირად ეძებენ სხვა ადამიანებს იმისათვის, რომ დაეხმარონ და კეთილი საქმე გააკეთონ. საკუთარ ინტერესებზე წინ ყოველთვის სხვების ინტერესებს აყენებენ. უყვართ ცხოველები და ძაღლები და საუკეთესო მშობლები არიან.


2. როდესაც მაღლითა ტუჩი უფრო დიდია, ვიდრე დაბლითა


image


ასეთი ტუჩის მქონე ადამიანები არიან დრამატულები და ზედმეტად ემოციურები, ჰგონიათ, რომ სამყაროს ცენტრები არიან და ცდილობენ ყურადღების მიქცევას, ხშირად უყვართ დრამების მოწყობა, თუმცა ამის მიუხედავად, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვთ და უცბად შეუძლიათ ხუმრობების მოფიქრება, ამიტომ ისინი მუდამ აცინებენ მეგობრებს.


3. დაბლითა ტუჩი უფრო დიდია, ვიდრე მაღლითა


image

იყავით გულწრფელები, თუ ასეთი ტუჩები გაქვთ, თქვენ ნამდვილად არ ხართ ოფისში მუშაობისთვის დაბადებული, როგორ შეგიძლიათ იყოთ ოფისში, როცა გარეთ უამრავი საიტერესო რამე ხდება. ასეთი ტუჩების მქონე ადამიანებმა ნამდვილად იციან, რას ნიშნავს გართობა. მათ უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და მოგზაურობა, არიან ძალიან კომუნიკაბელურები და სიცოცხლის მოყვარულები.


4. ჩვეულებრივი ზომის ტუჩები


image

ჩვეულებრივი ტუჩებით, ადამიანები გაწონასწორებულები არიან, არასდროს კარგავენ წონასწორობას და აქვთ ძალიან კარგი მოსმენის უნარი, შეუძლებელია მათი მდგომარეობიდან გამოყვანა, თუმცა უყვართ სასმელი და სიცილი სამეგობრო წრეში.


5. თხელი ტუჩები



image


თხელი ტუჩების მქონე ადამიანები ძირითადად მარტოობის მოყვარულები არიან, მათ უყვართ მარტო მუზეუმებში სიარული და მოგზაურობა, ამის მიუხედავად, ოჯახურ შეკრებებს არ აკლდებიან და არიან ძალიან მშვიდები, არავის უქმნიან დისკომფორტს და საერთო ენას ყველასთან ადვილად პოულობენ.



6. ზედა ტუჩი სამკუთზედად ჩაჭრილი და გამოკვეთილი


image

განსაკუთრებულად კრეატიულები არიან. მათი უმეტესობა კარგი მუსიკოსი და არტისტია, უყვართ ხელოვნება და ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდება.



7. მრგვალად ჩაჭრილი ზედატუჩი


image

ასეთი ადამიანები ძალიან კეთილები არიან, სხვების დახმარება მათი მოწოდებაა, ისინი ბედნიერები არიან, როცა სხვებს აბედნიერებენ, ძალიან მგრძნობიარეები არიან და უყვართ სიმღერა.



8. ზედა ტუჩი თითქმის ჩაღრმავების გარეშე


image

ასეთი ტუჩების მქონე ადამიანები ძალიან პასუხიმგებლობის მქონეები არიან, მათთვის არ არსებობს სიტყვა შეუძლებელი და საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ.



9. პატარა, ბუთხუზა ტუჩები


image მათ კარგად იციან საკუთარი თავის ფასი, შეუძლიათ სხვების დახმარება, ოღონდ ისე რომ თავად თავს არ დაიზარალებენ, შეიძლება ხშირად ისინი ეგოისტებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არაა, მათ საკუთარი თავი უყვართ და შემდეგ დანარჩენები, კარგი და საიმედო მეგობრები არიან, თუ მათი ნდობა დაიმსახურეთ.


10. ძალიან თხელი ზედატუჩი


image

ისინი ძალიან კარგი ლიდერები არიან, აქვთ ულევი ენერგია და სიცოცხლის წყურვილი, არასოდეს ნებდებიან და მოლაპარაკებების

კარგი ოსტატები არიან.


1
3620
5-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
3620
  
2020, 12 თებერვალი, 6:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1