შოუბიზნესი ისინი ასეთები არასდროს არ გინახავთ! 26 ივნისი, 9:45 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვარსკვლავებიც ადამიანები არიან და ხანდახან გადატვირთული გრაფიკით, გადაღებებით და ა.შ დაღლილებს უბრალოდ დასვენება სურთ, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ყოვლისმომცველ პაპარაცებს არ სძინავთ და უბრალოდ ელიან საზოგადოების ფავორიტებს რაიმე შეეშალოთ და შემდეგ ეს კადრები მათი მილიონობით გულშემატკივრებისთვის (და არა მარტო მათთვის) დღის შუქზე გამოიტანონ. ისინი ასეთები არასდროს არ გინახავთ!1. ჯონ ტრავოლტა. ფილმი “Grease”-ს შემდეგ ტრავოლტამ იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა. 2. კრისტინა ორბაკაიტე. ყველას გახსოვთ ალბათ ფილმი "საფრთხობელა" (ჩუჩელა), სადაც იური ნიკულინი და პატარა კრისტინა ორბაკაიტე, (მაშინ ყველასათვის მხოლოდ ალა პუგაჩოვას ქალიშვილი იყო) იმდენად მძაფრად თამაშობდნენ, რომ ამ ფილმს დღესაც უყურებენ. 3. ნატალი პორტმანი. ახალგაზრდა ნატალი პორტმანი ფილმის "ლეონის" გადასაღებ მოედანზე. კამერის უკან კი ლუკ ბესონი დგას. ნატალი მხოლოდ 10 წლის იყო, როდესაც ამ ფილმისთვის შესარჩევი ტური გაიარა და მიიღო კიდეც როლი. 4. ჯუდი ფოსტერი. ჯუდი, მაშინ, როდესაც თითზე ბურთს აბზრიალებდა, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი და ორი ოსკარის მფლობელი გახდებოდა. 5. ბილი და ჰილარი კლინტონები. როდესაც ახალგაზრდა კლინტონები პინგ-პონგს თამაშობდნენ, ჯერ არ იცოდნენ როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება. 6. პრინცესა დიანა. პრინცესა დიანას უყვარდა ჩოგბურთის თამაში, მეგობრობდა სტეფი გრაფთან და კიდევ გაუგებარია, რატომ არის ის ფეხშიშველი ამ ფოტოზე. 7. ირინა შეიკი. ერთ დროს ირინა შეიკი პოზირებდა მეგობრისთვის კინოთეატრ „ბურვესტნიკთან“ შადრევნის ფონზე, ახლა კი ის მხოლოდ მსოფლიო ფოტოგრაფებისთვის პოზირებს. 8. ჯეკ ნიკოლსონი და მაიკლ დუგლასი. ნიკოლსონი და დუგლასი ფილმის One Flew Over the Cuckoo's Nest-ის გადასაღებ მოედანზე. მთავარი როლი ნიკოლსონმა შეასრულა, პროდიუსერი კი დუგლასი იყო. სხვათა შორის, გადაღებები ნამდვილ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიმდინარეობდა, ექსტრასტებში კი კლინიკის ნამდვილი პაციენტები იყვნენ. 9. დონალდ ტრამპი. გულწრფელად, ვერ წარმომიდგენია, რამ შეიძლება აიძულოს დონალდ ტრამპი გადაიღოს ფოტო ვარდისფერ ოთახში ვარდისფერ საწოლზე. 10. რობინ უილიამსი. უბრალოდ, გენიალური ადამიანი და გენიალური მსახიობი. 11. მერილინ მონრო. მერილინის არაჩვეულებრივი ფოტო - ის არ არის მაკიაჟით, ზის აუზში და არ პოზირებს სპეციალურად, მაგრამ გულწრფელი და ბუნებრივია. 12. გლუკოზა. არ ვიცი, რამ უბიძგა ახალგაზრდა გლუკოზას გადაეღო ფოტო ღორებთან ერთად. როგორც ჩანს, მაქსიმ ფადეევის შემოქმედებითი ფანტაზიებია, რომელიც იმ დროს მისი პროდიუსერი იყო. 13. ბილ გეითსი. ახალგაზრდა ბილ გეითსი ფოტოზე ძველ კომპიუტერებს შორის ლურჯი ეკრანებით. ვინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე ათწლეულში ეს ადამიანი მსოფლიოს ნახევარს აიძულებდა აცრას... 302 4-ს მოსწონს
|