x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135454
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509741
საოცარი და უჩვეულო მომენტები – მოასწრეს და ფოტოებზე აღბეჭდეს

ყველას არ გაუმართლებს, რომ ფოტოებზე, მნიშვნელოვანი და ლამაზი კადრების გარდა, უჩვეულო მომენტებიც ასახოს... თანამედროვე სამყაროში, როდესაც ყველა ჩვენგანს ხელთ კამერა აქვს, საინტერესო კადრის გადაღება, ნებისმიერ მომენტში შეიძლება. ზოგჯერ, ერთ შემთხვევით ფოტოს, მთელი ისტორიის მოყოლა, ან მთელი რიგი ემოციების გამოწვევა შეუძლია. ეს მომენტები წარმავალია, მაგრამ ფოტოების წყალობით, მისი გახსენება ნებისმიერ დროს შეგვიძლია. ეს ის იშვიათი შემთხვევებია, როცა რეალობა ყოველგვარ წარმოსახვას აღემატება, ხოლო შემთხვევითობა – პატარა სასწაულად იქცევა ხოლმე.


წარმოუდგენელი ფოტო: კოდალა მიფრინავს და თან დედოფალა მიჰყავს ზურგითimage


ეს ფოტო მარტინ ლე–მეიმ გადაიღო, როდესაც მეუღლესთან ერთად, ლონდონის გარეუბანში, ტყე–პარკში სეირნობდა. მან უეცრად ეს შესანიშნავი კადრი დაინახა და მაშინვე დააფიქსირა – მართლაც რომ უჩვეულო ფოტოა.


არც ეს არის უბრალო ფოტო! ჯერ იხვი წარმოიდგინეთ, რომელიც ავტომობილში ზის, თან ასეთი გამომეტყველებით... "ვარცხნილობაზე", რომ აღარაფერი ვთქვათ.
image


ნამდვილი სკა, რომელიც თაფლით არის სავსე. ხოლო მზის სხივები მის შიგთავსს ანათებსimage


ფოტოს ქვედა ნაწილში კვამლიც ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ, ამ ფოტოს გარდა, სახლში თაფლიც წაიღო...


წარმოიდგინეთ, რომ ვერანდაზე გახვედით და იქ მსგავსი სიტუაცია დაგხვდათ...image


საუკეთესო გამოსავალი, ამ შემთხვევაში, უკანა სვლით, ისევ სახლში შესვლა და კარის ფრთხილად დაკეტვაა.


დიდი მოულოდნელობა...image


როდესაც სელაპის გადაღება გინდათ და უეცრად, დაივერი ამოყვინთავს... გააფუჭა, თუ არა მან კადრი? ძნელი სათქმელია, რადგან ერთია, უბრალოდ სელაპის გადაღება და ასეთი ცნობისმოყვარე ცხოველის ფოტოზე აღბეჭდვა, – სულ სხვა.


ბაობაბების ხეივანი მადაგასკარზეimage


მადაგასკარი, თავისი უნიკალური და იზოლირებული ეკოსისტემით, ნამდვილად სხვა სამყაროს ჰგავს, რომლის შენარჩუნება აუცილებელია!


წყალი ორივე ავზში, ერთი და იმავე წყალსაცავიდან, ერთდროულად არის აღებული, უბრალოდ, მარჯვენა მხარეს, წყალში ხამანცხები მოათავსეს...image


ეს ფოტო გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოსისტემაში ბალანსის დაცვა და ყველა ცოცხალი არსების შენარჩუნება.


გადმობრუნებული ლეღვის ხე, ბაკოლი, იტალიაimage


ზუსტად არავინ იცის, როგორ მოხვდა ეს ხე აქ და როგორ გადარჩა. მაგრამ, წლიდან – წლამდე, ზრდას აგრძელებდა და ნაყოფიც კი მოისხა.


დიდ ყურებიანი უფეხურა – ფრინველი ძალიან ჰგავს დრაკონსimage


შენიღბვის დიდოსტატი, კუდი რომ არა, ვერც მიხვდებით, რომ ხეზე ავაზა არისimage


საოცარი ფოტო! ლურჯი ფრინველი და ქანდაკება, ძალიან ორიგინალურად და ორგანულად გამოიყურება. ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ბერი, ფრინველს უსმენს.image


imageარხის სხვა სიახლეები:


* როგორ იპოვეს ჰიტლერის გვამი რუსებმა და რატომ დამალეს?

* სტალინი: "ვიცოდი, რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ"...

* 6 ყველაზე ცნობილი ძვირფასი ქვა კაცობრიობის ისტორიაში

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?


0
409
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0