ფსიქოლოგია ადამიანებს, რომლებმაც სექ@ისადმი ინტერესი დაკარგეს 14 თებერვალი, 19:12 ![]() ნაგოსკის უახლეს წიგნში, Come Together: The Science (and Art) მდგრადი სექსუალური კავშირების შესახებ, ყურადღებას განსხვავებულ ამახვილებს: როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ სრულყოფილი, დამაკმაყოფილებელი სექსუალური ურთიერთობები გრძელვადიან პარტნიორთან. ![]() სექს-პედაგოგის და დოქტორის ემილი ნაგოსკის მტკიცებით, .ტვინი პასუხისმგებელია სექსუალურ აღგზნებაზე, ამიტომ როდესაც ინტიმური ურთიერთობისადმი ინტერესი ქრება, აუცილებელია ჩართოთ გონება, ამბობს ის Men's Health-თან ინტერვიუში. მან ამ პრობლემის გადაჭრის გზა დაასახელა. ნაგოსკიმ თქმით, იმ ადამინებს რომლებიც ინტიმური პრობლემების წინაშე დგანან, ჩვეულებრივ ურჩევენ აღგზნების სტიმულირებას: უყურონ პორნოს, იყიდონ სექს-სათამაშოები ან ჩაიცვან ეროტიული საცვლები. თუმცა, იგი დარწმუნებულია, რომ უმეტეს შემთხვევაში მას სარგებელი არ მოაქვს. ნაგოსკიმ განმარტა, რომ ტვინში სექსუალური რეაქცია ჩნდება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რეაქცია. „ეს არის მასტიმულირებელი და ინჰიბიტორული იმპულსების ერთობლიობა. სექსუალური აღგზნების სისტემა ჰგავს ამაჩქარებელს, რომელიც ამჩნევს ყველა სექსუალურ ინფორმაციას გარემოში, მაგრამ ასევე ითვალისწინებს სტიმულაციას, რომელიც ხდება სხეულის შიდა შეგრძნებებში, აზრებსა და გრძნობებში - ყველაფერს, რასაც ფიქრობ, გჯერა ან რასაც წარმოიდგენ“, - განმარტა მან. სექსოლოგი მიიჩნევს, რომ ხშირად სექსისადმი ინტერესის ნაკლებობის მიზეზი მასტიმულირებელი ფაქტორების ნაკლებობა კი არა, გადაჭარბებული ინჰიბიტორული იმპულსია. ”უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გესმოდეთ, რა აფერხებს აღგზნებას და აღმოფხვრათ იგი”, - შეაჯამა ნაგოსკიმ. 103 3-ს მოსწონს
|