x
მეტი
  • 18.08.2022
  • სტატია:121619
  • ვიდეო:354854
  • სურათი:493738
როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად და ეფექტურად

ცხოვრების თანამედროვე რიტმი სულ უფრო მეტ ადამიანს აიძულებს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოს და ამ ფონზე, ყოველდღიურად, ორგანიზმის ტონუსში მოყვანის ახალ–ახალი გზები ჩნდება, რომლის უმრავლესობის გამოყენება სახლის პირობებში შეიძლება. სხვა მეთოდებთან ერთად, დღეს ფართოდაა გავრცელებული ღვიძლის ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით გაწმენდის პროცედურა.


image


ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მძიმე (დაახლოებით, 1, 5 კგ.-ს იწონის) და ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. შეიძლება ითქვას, რომ ღვიძლი, ჩვენს ორგანიზმში მომუშავე «ფაბრიკაა», რომელიც 500-ზე მეტ ფუნქციას ასრულებს. მათ შორის, ფილტრავს სისხლს და გამოიმუშავებს ნაღველს. ეს ორი ფუნქცია უკვე საკმარისია, იმის გასაცნობიერებლად, თუ რას ნიშნავს ღვიძლი ადამიანისთვის და საჭიროა, თუ არა მასზე ზრუნვა, ანუ მავნე ნივთიერებებისგან გასუფთავება.

ხოლო იმაზე, რომ ორგანიზმს გასუფთავება ესაჭიროება, შემდეგი სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს:

მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი;

გულძმარვა;

გულისრევა;

მადის დაკარგვა;

ყაბზობა;

მაღალი არტერიული წნევა;

ქრონიკული დაღლილობა;

ჭრილობების და სისხლჩაქცევების რეგენერაციის გაჭიანურება;

სუსტი მეტაბოლიზმი;

გაღიზიანება;

სახის კანის ცხიმიანობის მომატება ან შემცირება;

პირის ღრუში მწარე გემოს შეგრძნება.

თუ აღნშნული სიმპტომებიდან რომელიმე გაწუხებთ და ქვემოთ აღწერილ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, ერთი კვირის შემდეგ, თავს უკეთესად იგრძნობთ, ხოლო სრული ეფექტი – ერთი თვის შემდეგ მიიღწევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, «წამალი» შეგიძლიათ მუდმივად გამოიყენოთ:

ყოველდღიურად, უზმოზე მიიღეთ ნახევარ ლიმონის წვენში გახსნილი 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ მზესუმზირის ან სიმინდის ზეთით ჩაანაცვლოთ).

ზეთის და ლიმონის ნარევი აძლიერებს ღვიძლში ნაღვლის გამოყოფას. დიდი რაოდენობით ნაღველი კი, ღვიძლის ყველა სადენს წმენს და ორგანოდან მავნე ნივთიერებები გამოჰყავს.

თავის მხრივ, ზეითუნის ზეთი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, წმენდს სისხლძარღვების კედლებს ნადებისგან და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.

ხოლო, «წამალის» მეორე კომპონენტის – ლიმონის წვენი, დადებითად მოქმედებს ფილტვებზე და სასუნთქ გზებზე, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს. ასევე, შლის მარილებს შარდსადენებში და აუმჯობესებს სახსრების ფუნქციონირებას.

ლიმონის წვენის ჩანაცვლება, შეიძლება მოცვის (აქვს დეზიმფექციისა და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამაღლებს ორგანიზმის ენერგეტიკას) ან გრეიფუტის (აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ქვემოთ წევს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს გულის და სისხლძარღვების მუშაობას) წვენით.

თუ ყოველდღიურად მიიღებთ ზემოთ ხსენებულ ნაზავს, ღვიძლის გაწმენდასთან ერთად, გაგიუმჯობესდებათ საჭლის მომნელებელი სისტემის მუშაობა და კანიც გაგისუფთავდებათ – ის უფრო გლუვი და ხავერდოვანი გახდება.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ატლანტიდის მეტოქე — რამას იმპერია

2. ფოტონაკრები – «მზე, ზღვა და გოგონები»
3. რატომ არის, რომ ზოგი რამდენჯერმე თხოვდება, ზოგი კი – არც ერთხელ?

4. დაავადებები, რომელსაც ტყუილის თქმა, მატყუარობა იწვევს

5. როგორ მოხვდა კრიმინალების პორტრეტები ფულის ნიშნებზე

6. ჭარბი წონის «წამალი», რომელიც დაუფასებელია დიეტოლოგების მიერ. ბანანის დიეტა

0
384
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0