სხვა საიქიოდან მობრუნებულები 2018, 28 სექტემბერი, 15:21 თანამედროვე ბიოლოგების უმრავლესობის აზრით, სიკვდილი ჯერ-ჯერობით ფატალურად გარდაუვალი, დაბადებიდანვე წინასწარ განსაზღვრული მოვლენაა.
ეს შემთხვევა, არც ისე დიდი ხნის წინ, იტალიაში მოხდა. მოყვარულმა მეთევზემ მდინარეში დამხვრჩვალი ქალი აღმოაჩინა. მან მისი უსიცოცხლო სხეული ნაპირზე ამოიტანა და დახმარება გამოიძახა. რამდენიმე წუთში ტრაგედიის ადგილზე მოსულმა ბრიგადამ, ყველა შესაძლო მეთოდი გამოიყენა, ქალის გრძნობაზე მოსაყვანად, მაგრამ მათ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. ექიმებმა სიკვდილის კონსტატაცია მოახდინეს და სასწრაფო დახმარების მანქანით, გვამი მორგში გაგზავნეს. ახლო წარსულამდე, მეცნიერები თვლიდნენ, რომ თუ წყალში დამხვრჩვალ ადამიანს 5-6 წუთის მანძილზე წყლიდან არ ამოიყვანდნენ, აუცილებლად დაიღუპებოდა, ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული, თავის ტვინის ქერქში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამო. თუმცა, როგორც გაირკვა, იმ შემთხვევაში, თუ წყლის ტემპერატურა დაბალია, ეს ვადა, უფრო ხანგრძლივიც შეიძლება იყოს. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის (აშშ) სამედიცინო ცენტრის, მეცნიერის და პრაქტიკოსი ექიმის მარტინ ჯონსონის აზრით, «ყველა ადამიანი, რომელიც წყლიდან გალურჯებული ამოყავთ, უსულო მდგომარეობაში და მიცვალებულის იერით, ყოველთვის მკვდარი არ არის, მაშინაც კი, თუ მან წყლის ქვეშ ნახევარ საათზე მეტი დრო გაატარა». საქმე იმაშია, რომ წყლის დაბალი ტემპერატურა მკვეთრად ამცირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ტვინს შესაძლებლობას აძლევს 5 წუთზე უფრო ხანგრძლივი დროს მანძილზე იყოს ჟანგბადის გარეშე, პრაქტიკულად, მისთვის ყოველგვარი ცვლილების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე არ არის. მაგრამ, დოკ. ჯონსონის 25 პაციენტიდან, რომელსაც მსგავსი სახის უბედური შემთხვევა შეემთხვა, – 18 სიცოცხლეს, ცენტრალური ნერვული სისტემის უმცირესი დარღვევის გარეშე, დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, ზემოთ მოყოლილი შემთხვევა უნიკალური არ არის. ცნობილი ამერიკელი ფსიქიატრი ჯორჯ რიჩი, როდესაც ჯარში მსახურობდა, ორმხრივი ფილტვების ანთებით დაავადდა და სამხედრო ჰოსპიტალში მოხვდა. 1943 წლის 20 დეკემბერს ექიმმა მისი სიკვდილის ფაქტი დაადასტურა. თუმცა, 9 წუთის შემდეგ, მედ ძმა, რომელსაც გვამი მორგში უნდა გადაეტანა, ექიმთან მიირბინა და სთხოვა, რომ იმ ადამიანისთვის ადრენალინი გაეკეთებინა (ეტყობა სხეულს რაღაც შეამჩნია და ჯარისკაცის სიკვდილში ეჭვი შეეპარა). ექიმმა მას სურვილი შეუსრულა და ჯორჯს გულის კუნთში ნემსი გაუკეთა... და უსულო სხეული გაცოცხლდა! გასული საუკუნის 40-იან წლებში ჯერ კიდევ არ არსებობდა ელექტრონული ხელსაწყოები და რა თქმა უნდა, პაციენტის მდგომარეობის შეფასებისას, ექიმი შეიძლება შემცდარიყო. მაგრამ, მსგავს ისტორიას, უკვე ვიეტნამის ომიდან (1955 - 1975 წწ.) ლ. უოტსონი ყვება წიგნში – «რომეოს შეცდომა». ამ ისტორიის მიხედვით, მძიმედ დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცი სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს, რომელიც უახლესი სამედიცინო ტექნიკით იყო აღჭურვილი. 45 წუთი ცდილობდნენ ექიმები მის რეანიმირებას. მაგრამ, უშედეგოდ. ელექტროკარდიოგრამის, ელექტროენცეფალოგრამის ჩვენებით და ექიმების დასკვნით, ჯარისკაცი მკვდარი იყო. ის მორგში გადაიყვანეს და მაცივარში მოათავსეს, შემდგომში, სამშობლოში ტრანსპორტირებისთვის, სადაც ის, 4 სთ-ს შემდეგ, გონზე მოვიდა.
30 წლის წინ, უჩვეულო იყო ანდერძიც, რომელიც ამერიკელმა ფიზიოლოგმა, 73 წლის, მომაკვდავმა ჯეიმს ბედფორდმა შეადგინა. მისი მიხედვით, სიკვდილის შემდეგ, მეცნიერის სხეული უნდა გაეყინათ და მაშინ «გაეცოცხლებინათ», როდესაც მედიცინა ყოვლისშემძლე გახდებოდა. პროფესორის გვამის გასაყინად, სისხლში ნივთიერება შეიყვანეს, რომელიც სისხლის შედედებას შეაფერხებდა. შემდეგ, სისხლი ხელოვნური პლაზმით ჩაანაცვლეს და მისი მიმოქცევისთვის, სხეულს სპეციალური აპარატი მიამაგრეს. სხეული მშრალი ყინულით გაყინეს და რამდენიმე დღის შემდეგ, თხევადი აზოტით სავსე, კრიოკაფსულაში (ბაროკამერა) გადაიტანეს.
იმის ნათელი მაგალითი, რომ გაყინული ადამიანისთვის სიცოცხლის დაბრუნება შესაძლებელია, მონღოლეთში მომხდარი შემთხვევა არის. 1987 წლის ზამთარში, გაყინულ სტეპში (ტემპერატურა – 34 გრ. იყო) ბიჭმა 12 სთ. თოვლში გაატარა. როდესაც ის იპოვეს, პულსი არ ჰქონდა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, სუსტი გულისცემა გაუჩნდა – ორი დარტყმა წუთში. რეანიმატოლოგებს რამდენიმე საათი დასჭირდათ, მისთვის სუნთქვის აღსადგენად და ბოლოს, როგორც იქნა, პაციენტის სუსტი კვნესაც შემოესმათ... ერთი დღის შემდეგ, მან თითები აამოძრავა, 2 დღის შემდეგ, საუბრის უნარი და მეხსიერება დაუბრუნდა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, – სავადმყოფოდან გაწერეს, როგორც მის ავადმყოფობის ისტორიაში ეწერა, «პათოლოგიური ცვლილებების გარეშე». სიკვდილი – მხოლოდ უბედური შემთხვევის ნაირსახეობაა. მაგრამ, უბედური შემთხვევა არ წარმოადგენს გარდაუვალობას! იმ მომენტში, როდესაც ადამიანი უკანასკნელ ჩასუნთქვას ახორციელებს, ორგანიზმის ყველა უჯრედი ჯერ ჯიდევ ცოცხალია. თუ სპეციალისტები შეძლებენ და ხელოვნურად აღადგენენ ორგანიზმში ბიოლოგიურ წონასწორობას, მაშინ ადამიანის გაცოცხლება შესაძლებელი იქნება. და უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა, აქტიურად მიმდინარეობს...თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ადამიანები, რომლებსაც 200 წლის შემდეგ «აღდგომის» რეალური შანსი აქვთ სიკვდილი პროცესია და ის უეცრად არ დგება – ბრიტანელი მეცნიერების აღმოჩენა წარსულიდან მოვიდა და ტრაგიკულად დაიღუპა. უჩვეულო ფაქტი პოლიციის ისტორიაში 586 4-ს მოსწონს
|