x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
წარსულიდან მოვიდა და ტრაგიკულად დაიღუპა. უჩვეულო ფაქტი პოლიციის ისტორიაში

image


1950 წელს ტაიმზ-სქვერზე (ნიუ-იორკი) გამოჩნდა ადამიანი წვრილი ბაკენბარდებით და ვიქტორიანული ეპოქის სტილის კოსტიუმით. თვითმხილველთა თქმით, ის ძალიან შეშინებული და დაბნეული იყო. სამწუხაროდ, მამაკაცს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.


მორგში მიცვალებულის ჯიბეებიდან შემდეგი ნივთები ამოიღეს:


– ლუდის 5 ცენტიანი ჟეტონი, ბარის სახელით, რომელიც რაიონის ყველაზე ხანდაზმული მაცხოვრებლებისთვისაც უცნობი იყო;

– ლექსინტონ ავენიუზე მდებარე, ფასიანი საჯინიბოს მიერ გაცემული, ეკიპაჟის რეცხვისა და ცხენის მომსახურების ანგარიში. 50-იან წლებში ასეთი საჯინიბო არ არსებობდა;
– 70 ძველი ერთდოლარიანი;
– რუდოლფ ფენცის სავიზიტო ბარათი, რომლის მიხედვით, ეს პიროვნება ცხოვრობდა ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე;
– ამავე მისამართზე, 1876 წელს, ფილადელფიიდან გამოგზავნილი წერილი;
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ნივთებიდან, არცერთზე არ შეინიშნებოდა სიძველის რაიმე ნიშანი.

imageკაპიტანი ჰუბერტ რიმი, დაკარგული ადამიანების ძებნის დეპარტამენტიდან, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეეცადა ამ უცნაური ადამიანის იდენტიფიცირებას. სავიზიტო ბარათზე მითითებულ მისამართზე მისულ კაპიტანს, კომერციული საწარმო დახვდა, რომლის მფლობელისთვის, რუდოლფ ფენცის სახელი უცნობი იყო.


გამოძიების შედეგი:


ძიების შედეგად ისიც გაირკვა, რომ ქალაქში ამ სახელის და გვარის ადამიანი არ არსებობდა და არც მისი თითის ანაბეჭდები იყო რომელიმე ბაზაში დაფიქსირებული.

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კვალი არ ჩანდა, ჯიუტმა პოლიციელმა ძებნა არ შეწყვიტა და 1939 წლის, ქალაქის სატელეფონი ცნობარში, რუდოლფ ფენც უმცროსის სახელი აღმოაჩინა. რიმი მითითებულ მისამართზე მივიდა და გაარკვია, რომ იქ მართლაც ცხოვრობდა ამ სახელის და გვარის პიროვნება, მაგრამ პენსიაზე გასვლის შემდეგ, 1940 წელს, საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადავიდა. გამომძიებელმა მისი ახალი მისამართიც იპოვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფენც უმცროსი, ამ მოვლენამდე, 5 წლით ადრე, გარდაიცვალა. თუმცა, მისი მეუღლე ცოცხალი იყო და ფლორიდაში ცხოვრობდა. სწორედ მან უამბო კაპიტანს, მისი მეუღლის მამა, 1876 წელს, 29 წლის ასაკში დაკარგვის შესახებ.

ძიებამ არქივში გადაინაცვლა, წინა საუკუნეში დაკარგული ადამიანების სიაში, მართლაც იყო დაფიქსირებული რუდოლფ ფენცის მონაცემები, რომელიც 74 წლის წინ, ვიდრე ეს ისტორია მოხდებოდა, სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ დაკარგული ადამიანის აღწერილობა, ზუსტად ემთხვეოდა, 1950 წ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ადამიანის გარეგნობას.

ეს ისტორია გასული საუკუნის 70-იან, 80-იან და ამ საუკუნის დასაწყისშიც, აქტიურატ ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში და მკითხველს ისე მიეწოდებოდა, როგორც რეალურად მომხდარი ამბავი. მაგრამ, გამოჩნდა ფოლკლორისტი კრის ობეკი, რომელმაც გადაწყვიტა ისტორიაში მოთხრობილი ინფორმაციის გადამოწმება. ჩატარებული კვლევის შედეგად, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანები და მოვლენები რომლებიც ამ ისტორიაში არის ნახსენები – მოგონილი იყო. თუმცა, მისი პირველწყარო ვერ დაადგინა.


ნამდვილი რუდოლფ ფენცი


2002 წელს პასტორი ჯორჯ მერფი ამტკიცებდა, რომ ამ ისტორიის ორიგინალის ავტორი მწერალი-ფანტასტი ჯეკ ფინეი იყო, ხოლო გამოგონილი ეპიზოდი, რუდოლფ ფენცის შესახებ, მისი მოთხრობის – «I'm Scared» (მეშინია)-ს ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც 1951 წლის 15 სექტემბერს «კოლერის ყოველკვირეულში» იყო გამოქვეყნებული. თითქოს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა – რ. ფენცი ლიტერატორული გმირი აღმოჩნდა...

imageimageimageმაგრამ, ეს ისტორია ამით არ დასრულებულა. 2007 წელს, მეცნიერებმა, რომლებიც ბერლინის ახალი ამბების არქივში მუშაობდნენ, იპოვეს 1951 წლის აპრილით დათარიღებული სტატია, რომელშიც სწორედ ეს ისტორია იყო მოთხრობილი. ანუ სტატია, 5 თვით ადრე იყო გამოქვეყნებული, ვიდრე ჯეკ ფინეის მოთხრობა – «მეშინია».

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსადილი სხვა განზომილებაში
სტუმრები პარალელური სამყაროებიდან (რეალური ისტორიები)

ქილერი მეოთხე განზომილებიდან (ნამდვილი ამბავი)

0
1179
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0