x
image
Lerato
"59 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვჭამოთ შაქარის შემცველი პროდუქტები" – ექიმი ნენსი ეფლტონი

რა გავლენას ახდენს შაქარი ორგანიზმზე


შაქარი – ერთ-ერთი სახიფათო პროდუქტია, რომელზეც ადამიანმა უარი უნდა თქვას, თუ რა თქმა უნდა, სურვილი აქვს იყოს ჯანმრთელი. შესაძლოა შაქარი ყველაზე მავნე ნარკოტიკია ჩვენს პლანეტაზე. ჩვენს დროში მისი მასობრივი გავრცელება უკავშირდება მის ნარკოტიკულ თვისებებს. ადამიანები, რომლებიც შაქარს მოიხმარენ, უბრალოდ მასზე დამოკიდებულები ხდებიან.
image

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ამას თან ახლავს მასობრივი უცოდინრობა, თუ რამდენად საზიანო და დამანგრეველი გავლენა აქვს შაქარს ადამიანის ორგანიზმზე.


ექიმი ნენსი ეფლტონი, თავის წიგნში "ცხოვრება შაქრის გარეშე, " გვისახელებს 59 მიზეზს, თუ რატომ არის ის ასეთი მავნე ჯანმრთელობისთვის:


1. ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითებას.
2. შეუძლია გამოიწვიოს მინერალური მეტაბოლიზმის დარღვევა.
3. ხელს უწყობს გაღიზიანებას, მღელვარებას, ყურადღების გაფანტვას, ჭირვეულობას ბავშვებში.
4. იწვევს ტრიგლიცერიდების დონის მნიშვნელოვან ზრდას.
5. ხელს უწყობს ბაქტერიული ინფექციებისადმი მდგრადობის შემცირებას.
6. შეუძლია გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება.
7. ამცირებს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. კარგი ქოლესტერინი) დონეს.
8. იწვევს მიკროელემენტ ქრომის დეფიციტს (რის შედეგადაც ხდება ქოლესტერინის მატება, თვალის და კორონალურ-არტერიული დაავადებების რისკის ზრდა).
9. ხელს უწყობს მკერდის, საკვერცხის, ნაწლავის, პროსტატის, სწორი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას.
10. ზრდის გლუკოზისა და ინსულინის დონეს.
11. იწვევს მიკროელემენტ სპილენძის დეფიციტს (ამას შესაძლოა მოჰყვეს კანის დაავადებების და ოსტეოპოროზის განვითარება, თმის ცვენა, ზრდის შეფერხება, ხშირი ინფექციები და დაღლილობა).
12. არღვევს კალციუმის და მაგნიუმის შეწოვას.
13. აუარესებს მხედველობას.
14. შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (გლუკოზის დაბალი შემცველობა სისხლში)
15. ხელს უწყობს მონელებული საკვების მჟავიანობის ზრდას.
16. ბავშვებში იწვევს ადრენალინის მომატებას.
17. იმ პაციენტებში, ვისაც საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, აფერხებს მკვებავი ნივთიერებების შეთვისებას.
18. აჩქარებს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების დაწყებას.
19. ხელს უწყობს ალკოჰოლიზმის განვითარებას.
20. იწვევს კარიესს.
21. ხელს უწყობს სიმსუქნეს.
22. ზრდის წყლულოვანი კოლიტის განვითარებას.
23. ამწვავებს კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებს.
24. შეუძლია გამოიწვიოს ართრიტი.
25. ახდენს ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირებას.
26. ხელს უწყობს სოკოვანი დაავადების განვითარებას (Candida Albicans).
27. შეუძლია გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა.
28. ზრდის გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს.
29. შეიძლება გახდეს მწვავე აპენდიციტის განვითარების მიზეზი.
30. შეიძლება გამოიწვიოს დაფანტული სკლეროზი.
31. ხელს უწყობს ბუასილის(ჰემოროის) განვითარებას.
32. ზრდის ვარიკოზული ვენების გაფართოების ალბათობას.
33. შეიძლება გამოიწვიოს მომატებული გლუკოზისა და ინსულინის დონე ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალურ აბებს.
34. ხელს უწყობს პარადონტოზის განვითარებას.
35. ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.
36. ზრდის ნერწყვის მჟავიანობას.
37. შეუძლია დაარღვიოს ინსულინისადმი მგრძნობელობა.
38. იწვევს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითებას.
39. შეუძლია შეამციროს ზრდის ჰორმონის გამომუშავება.
40. ზრდის ქოლესტერინის დონეს.
41. ხელს უწყობს სისტოლური არტერიული წნევის ზრდას.
42. ბავშვებში იწვევს ძილიანობას.
43. ავითარებს თავის ტკივილს.
44. არღვევს ცილების შეწოვას.
45. იწვევს კვებით ალერგიას.
46. ხელს უწყობს დიაბეტის განვითარებას.
47. ორსულებში იწვევს ტოქსიკოზს.
48. ხელს უწყობს ეგზემის განვითარებას ბავშვებში.
49. ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
50. შეუძლია დაარღვიოს დნმ-ის სტრუქტურა.
51. შეუძლია დაარღვიოს ცილების სტრუქტურა.
52. კოლაგენის სტრუქტურის შეცვლით, ხელს უწყობს ნაადრევ დაბერებას.
55. ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს.
54. ხელს უწყობს ფილტვის ემფიზემის განვითარებას.
55. ახდენს ათეროსკლეროზის განვითარების პროვოცირებას. 56. ზრდის ნეირომედიატორ სეროტონინის კონცენტრაციას.
57. ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობის ზრდას.
58. სისხლში იწვევს თავისუფალი რადიკალების გაჩენას.
59. ამცირებს ფერმენტების ფუნქციურ აქტივობას.


ეს ყოველივე ოფიციალურად, კვლევებითაა დადასტურებული!



ასევე დაგაინტერესებთ:


სისხლში შაქრის მაღალი დონის 14 სიმპტომი. პროდუქტების გლიკემიური ინდექსი



5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს

როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად


მეცნიერებმა გაარკვიეს – რა უნდა ვჭამოთ რომ არ დავბერდეთ. 10 პროდუქტი, რომელიც სიბერეს ებრძვის


ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში – ეს ბევრმა არ იცის!


რა იწვევს კანდიდოზს? 10 პროდუქტი, რომელიც კურნავს და ხელს უშლის მის განვითარებას


რატომ უნდა მივიღოთ ვიტამინი B კომპლექსი – დეფიციტის სიმპტომები და სასარგებლო თვისებები



მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დღეში 1 ფინიკს შეუძლია ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს

5
114
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
114
  
2021, 12 ივლისი, 12:40
შოკოლადს და გაზიან წყალს გვერდს ვერ ვუვლი, ერთდადერთი აქ წარმოებულ ძეხვეულს არ ვეკარები.
წონა სტაბილურია და თავს უარს არ ვეუბნები პრაქტიკულად არაფერზე.
ერთადერთი დალევა არ მიყვარს იშვიათი გამონაკლისის გარდა.
2021, 12 ივლისი, 9:15
კარგია, გილოცავთ! ისე, რომ იცოდეთ კარაქიც მავნებელია :D მე ვცდილობ შაქრის შემცირებას – რამდენიმე წელია ამოვიღე გაზიანი სასმელები, ჩაის უშაქროდ ვსვამ, ყავას – ვერა :( და ამ შოკოლადებს და ნამცხვრებს ჯერ-ჯერობით ვერაფერი მოვუხერხე :))))
2021, 11 ივლისი, 23:33
მე ალბათ გამონაკლისი ვარ, ბავშვობიდან ჩაის დალევისას მინიმუმ 5-6 კოვზს ვხმარობ.
შემიძლია პურზე წასმულ ქარაქს მოვაყარო ბლომად შაქარი და ისე მივირთვა.
მადლობა ღმერთს ჯერ პრობლემები არა მაქვს.
:)))
2021, 11 ივლისი, 21:20
დიდი მადლობა :) ზოგადად რთულია ამ პროდუქტზე უარის თქმა, ამიტომაც ურჩევნიათ არ იცოდნენ შედეგების შესახებ :)))
2021, 10 ივლისი, 14:16
როგორც ყოველთვის საინტერესო და სასარგებლო სტატიაა, ნახვებს რომ არ ეკლო კატასტროფულად.
0 1 5