x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა იწვევს კანდიდოზს? 10 პროდუქტი, რომელიც კურნავს და ხელს უშლის მის განვითარებას

Candida Albicans – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა, რომელიც მიეკუთვნება პირობითად პათოგენურ მიკროფლორას. მუდმივად სახლობს ლორწოვან გარსზე, თუმცა, თავს მხოლოდ დაბალი იმუნიტეტის ან სხვა არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებისას იჩენს. არსებობს განსაზღვრული პროდუქტები, რომელსაც მისი განეიტრალება შეუძლია.


image


კანდიდა, იგივე საფუარა სოკო – კანდიდოზის (რძიანას) გამომწვევი მიზეზია. დაავადება აზიანებს პირის ღრუსა და სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსს. რთულ შემთხვევებში ანთება არღვევს შინაგანი ორგანოების მუშაობას და შესაძლოა ქრონიკულში გადაიზარდოს. სახიფათო მდგომარეობის განვითარებას ხელს უშლის განსაზღვრული პროდუქტების მიღება, რომელიც თრგუნავს მავნე მიკროფლორის ზრდას.


კანდიდოზის გამომწვევი მიზეზები


სოკო კანდიდას "სძინავს" ორგანიზმში, მას იმუნური სისტემა თრგუნავს. ექიმები გამოყოფენ არახელსაყრელ ფაქტორებს, რომლის დროსაც ბალანსი ირღვევა და იწყება დაავადების გამომწვევი კოლონიების აქტიური ზრდა:

  • ანტიბიოტიკების მიღება, რომელიც სასარგებლო მიკროფლორას თრგუნავს;
  • არადაბალანსებული კვება, ვიტამინების და მიკროელემენტების ნაკლებობა.
  • ჰორმონალური ფონის დარღვევა;
  • სტრესული სიტუაციები;
  • ტკბილეულის ჭარბი რაოდენობით მიღება.

დაავადების განვითარებისას, ზიანდება შინაგანი ორგანოები, რა დროსაც ადამიანი გაღიზიანებული და აპათიურია, უარესდება ყურადღება, მეხსიერება, ხდება ძილისა და მადის დარღვევა. სოკოს აქტივობის დროს შესაძლოა განვითარდეს თავისა და კუნთების ტკივილი, პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით და ხშირი გაციება თბილი სეზონის დროს.


image


პროდუქტები კანდიდას მოსაშორებლად


რძიანას გამწვავების შემთხვევაში ექიმები პაციენტებს სხვადასხვა პრეპარატებს უნიშნავენ, რათა შეაჩერონ სოკოს ზრდა. თუმცა, გაციების ან სტრესის დროს დაავადება სწრაფად ბრუნდება. მედიკოსები რეკომენდაციას უწევენ იმუნიტეტის შენარჩუნებას სპორტით, სწორი კვებით. ისინი გამოყოფენ 10 პროდუქტს, რომელსაც შეუძლია კანდიდას განადგურება წამლების გარეშე:


კომბოსტოს მწნილი


ფერმენტაციის დროს გამოიყოფა სასარგებლო ნივთიერებები და პრობიოტიკები, უმჯობესდება ნაწლავების მუშაობა. კომბოსტო იცავს და ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორას, ასტიმულირებს იმუნიტეტს. ქმნის მჟავე გარემოს, რითაც ხელს უშლის სოკოს გამრავლებას.


ვაშლის ძმარი


პროდუქტი, რომელსაც ვაშლის ფერმენტაციის შედეგად იღებენ, შეიცავს უამრავ ვიტამინს, ამინომჟავას, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარიანობას. ფერმენტები ანადგურებენ კანდიდას პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ქალებს ათავისუფლებენ რძიანას არასასიამოვნო სიმპტომებისგან. გამწვავების შემთხვევაში გამოივლეთ ვაშლის ძმარი ან მიიღეთ თაფლთან ერთად ყოველ დილით გაღვიძებისას.


ქოქოსის ზეთი


ეგზოტიკური კაკლის ნატურალური პროდუქტი შეიცავს კაპრილის და ლაურის მჟავებს, რომელიც თრგუნავს მრავალი სახის ბაქტერიასა და სოკოს. კანზე დატანების ან მიღების შედეგად კანდიდას გამომწვევი პათოგენები იღუპება. ქოქოსის ზეთი მდიდარია ფიტონციდებით, რომელიც დევნის თავისუფალ რადიკალებს და ტოქსინებს ორგანიზმიდან, შესაძლებელია დამუშავდეს ის ადგილები სადაც ანთებითი პროცესები მიმდინარეობს, ასვე მზადდება ვაგინალური ტამპონები.


image


უსახამებლო ბოსტნეული


კანდიდას უყვარს შაქარი და გლუკოზა, ამიტომ აქტიურად იზრდება თუ დიდი რაოდენობით იღებთ ტკბილეულს და საკონდიტრო ნაწარმს. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რეციდივის თავიდან ასაცილებლად სცადეთ რაციონის შეცვლა და ჩართეთ კვებაში უსახამებლო ბოსტნეული: კიტრი, პომიდორი, ხახვი. აღნიშნული პროდუქტები ორგანიზმს ამდიდრებს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით და ფოლიუმის მჟავით, რაც ეფექტურია რძიანასთან ბრძოლის დროს.


სელის თესლი


ანთების და სოკოს აქტივობის დროს, ლორწოვანი გარსისა და ორგანიზმის გასაწმენდად გამოიყენეთ სელის თესლის ნახარში. 1 კოვზ სელის თესლს დაასხით 300 მლ. მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსში და სვით 100-100 მლ. დღის მანძილზე. თუ ხშირად გაწუხებთ რძიანა, ჩართეთ რაციონში სელის ზეთი: გამოიყენეთ სალათებში, და პირველი თავის კერძებში, არ დაამუშავოთ თერმულად.


ნიორი


მკვეთრ გემოს და სუნს აღნიშნულ ბოსტნეულს ალიცინი აძლევს – ამინომჟავების სასარგებლო ნაერთი სოკოს საწინააღმდეგო ეფექტით. მისი მიღების შემდეგ ნაწლავები სუფთავდება პათოგენური მიკლოფლორისგან, იწყება ეპითელიუმის შეხორცება. გამწვავების დროს მიიღეთ დღეში 2 კბილი ნიორი ან შეიძინეთ კაფსულების სახით. რძიანას მოსაშორებლად დაამზადე ტამპონები, რომელიც გაჟღენთილი იქნება ნივრის წვენით.


სანელებლები


ცხარე სანელებლები კანდიდას ტიპის სოკოზე ახდენს გავლენას, თრგუნავს ახალი კოლონიების ზრდას. ანთების დროს ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა დარიჩინი, დაფნის ფოთოლი და მიხაკი. დაუმატეთ კერძებს ან ჩაის, დააყენეთ ნაყენი სასარგებლო მიკროფლორის შესაქმნელად.


image


რძის პროდუქტები


არსებობს მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რძიანას შემთხვევაში კეფირს ან სხვა რძის პროდუქტებს უკუჩვენება აქვს. სინამდვილეში, მათ შემადგენლობაში შემავალი ბიფიდობაქტერიები სწრაფად აღადგენს სასარგებლო ბაქტერიების ბალანსს, რომელიც თრგუნავს კანდიდას ზრდას. იოგურტისა და ხაჭოს მიღება ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, სწრაფად გამოჯანმრთელებას, აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. მთავარი წესია – არ უნდა შეიცავდეს შაქარს ან კორსერვანტებს.


ზეითუნის ზეთი


პირველი გამოწურვის ნატურალური პროდუქტი შეიცავს ოლეინის მჟავას, რომელიც ხელს უშლის სოკო კანდიდას ზრდას, იცავს ლორწოვან გარსს. ამდიდრებს რა ქსოვილს ომეგა-3-ით და ვიტამინებით, ზეითუნის ზეთი ამით ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ხელს უშლის დაავადების განვითარებას. სარგებელის მისაღებად, ნუ დაამუშავებთ თერმულად.


ძვლის ბულიონი


ხარშვისას წყალში გადადის სასარგებლო ნივთიერებები, ამინომჟავები, რომელიც აღადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. ბულიონის მიღების შემდეგ ორგანიზმი იღებს ძვირფას მინერალებს, გლუტამინს და კოლაგენს, სწრაფად აღადგენს ძალებს. უსაფუარო საკვებთან ერთად ებრძვის პათოგენებს, ასტიმულირებს სასარგებლო მიკლოფლორის ზრდას.


სოკო კანდიდას გასანადგურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ პრეპარატების მიღება. საჭიროა დიეტა, ალკოჰოლის, ტკბილეულის, საკონდიტრო ნაწარმის და ცხიმიანი კერძების ამოღება რაციონიდან. "სწორი" პროდუქტების მიღებით შესაძლებელია სწრაფად აღვადგინოთ ბაქტერიული და ტუტე გარემო ნაწლავებში, გავაძლიეროთ იმუნიტეტი და შევაჩეროთ დაავადება.



ასევე დაგაინტერესებთ:


რა მოხდება, თუ უზმოზე ზეითუნის ზეთს მიიღებთ?


"არანაირი მისტიკა – ნამდვილად შეგიძლიათ საკუთარი თავი განკურნოთ" – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი


იცით რომელი 5 დაავადებისგან გვიცავს ყავა? – ჰარვარდის მეცნიერთა დასკვნა


ორგანიზმში თუთიის ნაკლებობის 12 ნიშანი, რითაც კორონავირუსით დაავადების შანსი იზრდება


რატომ უნდა მივიღოთ ვიტამინი B კომპლექსი – დეფიციტის სიმპტომები და სასარგებლო თვისებები


ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

0
264
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0