პროფილაქტიკა რა იწვევს კანდიდოზს? 10 პროდუქტი, რომელიც კურნავს და ხელს უშლის მის განვითარებას 2021, 2 ივნისი, 9:15 Candida Albicans – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა, რომელიც მიეკუთვნება პირობითად პათოგენურ მიკროფლორას. მუდმივად სახლობს ლორწოვან გარსზე, თუმცა, თავს მხოლოდ დაბალი იმუნიტეტის ან სხვა არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებისას იჩენს. არსებობს განსაზღვრული პროდუქტები, რომელსაც მისი განეიტრალება შეუძლია. კანდიდა, იგივე საფუარა სოკო – კანდიდოზის (რძიანას) გამომწვევი მიზეზია. დაავადება აზიანებს პირის ღრუსა და სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსს. რთულ შემთხვევებში ანთება არღვევს შინაგანი ორგანოების მუშაობას და შესაძლოა ქრონიკულში გადაიზარდოს. სახიფათო მდგომარეობის განვითარებას ხელს უშლის განსაზღვრული პროდუქტების მიღება, რომელიც თრგუნავს მავნე მიკროფლორის ზრდას. კანდიდოზის გამომწვევი მიზეზებისოკო კანდიდას "სძინავს" ორგანიზმში, მას იმუნური სისტემა თრგუნავს. ექიმები გამოყოფენ არახელსაყრელ ფაქტორებს, რომლის დროსაც ბალანსი ირღვევა და იწყება დაავადების გამომწვევი კოლონიების აქტიური ზრდა:
დაავადების განვითარებისას, ზიანდება შინაგანი ორგანოები, რა დროსაც ადამიანი გაღიზიანებული და აპათიურია, უარესდება ყურადღება, მეხსიერება, ხდება ძილისა და მადის დარღვევა. სოკოს აქტივობის დროს შესაძლოა განვითარდეს თავისა და კუნთების ტკივილი, პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით და ხშირი გაციება თბილი სეზონის დროს. პროდუქტები კანდიდას მოსაშორებლადრძიანას გამწვავების შემთხვევაში ექიმები პაციენტებს სხვადასხვა პრეპარატებს უნიშნავენ, რათა შეაჩერონ სოკოს ზრდა. თუმცა, გაციების ან სტრესის დროს დაავადება სწრაფად ბრუნდება. მედიკოსები რეკომენდაციას უწევენ იმუნიტეტის შენარჩუნებას სპორტით, სწორი კვებით. ისინი გამოყოფენ 10 პროდუქტს, რომელსაც შეუძლია კანდიდას განადგურება წამლების გარეშე: კომბოსტოს მწნილიფერმენტაციის დროს გამოიყოფა სასარგებლო ნივთიერებები და პრობიოტიკები, უმჯობესდება ნაწლავების მუშაობა. კომბოსტო იცავს და ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორას, ასტიმულირებს იმუნიტეტს. ქმნის მჟავე გარემოს, რითაც ხელს უშლის სოკოს გამრავლებას. ვაშლის ძმარიპროდუქტი, რომელსაც ვაშლის ფერმენტაციის შედეგად იღებენ, შეიცავს უამრავ ვიტამინს, ამინომჟავას, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარიანობას. ფერმენტები ანადგურებენ კანდიდას პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ქალებს ათავისუფლებენ რძიანას არასასიამოვნო სიმპტომებისგან. გამწვავების შემთხვევაში გამოივლეთ ვაშლის ძმარი ან მიიღეთ თაფლთან ერთად ყოველ დილით გაღვიძებისას. ქოქოსის ზეთიეგზოტიკური კაკლის ნატურალური პროდუქტი შეიცავს კაპრილის და ლაურის მჟავებს, რომელიც თრგუნავს მრავალი სახის ბაქტერიასა და სოკოს. კანზე დატანების ან მიღების შედეგად კანდიდას გამომწვევი პათოგენები იღუპება. ქოქოსის ზეთი მდიდარია ფიტონციდებით, რომელიც დევნის თავისუფალ რადიკალებს და ტოქსინებს ორგანიზმიდან, შესაძლებელია დამუშავდეს ის ადგილები სადაც ანთებითი პროცესები მიმდინარეობს, ასვე მზადდება ვაგინალური ტამპონები. უსახამებლო ბოსტნეულიკანდიდას უყვარს შაქარი და გლუკოზა, ამიტომ აქტიურად იზრდება თუ დიდი რაოდენობით იღებთ ტკბილეულს და საკონდიტრო ნაწარმს. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რეციდივის თავიდან ასაცილებლად სცადეთ რაციონის შეცვლა და ჩართეთ კვებაში უსახამებლო ბოსტნეული: კიტრი, პომიდორი, ხახვი. აღნიშნული პროდუქტები ორგანიზმს ამდიდრებს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით და ფოლიუმის მჟავით, რაც ეფექტურია რძიანასთან ბრძოლის დროს. სელის თესლიანთების და სოკოს აქტივობის დროს, ლორწოვანი გარსისა და ორგანიზმის გასაწმენდად გამოიყენეთ სელის თესლის ნახარში. 1 კოვზ სელის თესლს დაასხით 300 მლ. მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსში და სვით 100-100 მლ. დღის მანძილზე. თუ ხშირად გაწუხებთ რძიანა, ჩართეთ რაციონში სელის ზეთი: გამოიყენეთ სალათებში, და პირველი თავის კერძებში, არ დაამუშავოთ თერმულად. ნიორიმკვეთრ გემოს და სუნს აღნიშნულ ბოსტნეულს ალიცინი აძლევს – ამინომჟავების სასარგებლო ნაერთი სოკოს საწინააღმდეგო ეფექტით. მისი მიღების შემდეგ ნაწლავები სუფთავდება პათოგენური მიკლოფლორისგან, იწყება ეპითელიუმის შეხორცება. გამწვავების დროს მიიღეთ დღეში 2 კბილი ნიორი ან შეიძინეთ კაფსულების სახით. რძიანას მოსაშორებლად დაამზადე ტამპონები, რომელიც გაჟღენთილი იქნება ნივრის წვენით. სანელებლებიცხარე სანელებლები კანდიდას ტიპის სოკოზე ახდენს გავლენას, თრგუნავს ახალი კოლონიების ზრდას. ანთების დროს ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა დარიჩინი, დაფნის ფოთოლი და მიხაკი. დაუმატეთ კერძებს ან ჩაის, დააყენეთ ნაყენი სასარგებლო მიკროფლორის შესაქმნელად. რძის პროდუქტებიარსებობს მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რძიანას შემთხვევაში კეფირს ან სხვა რძის პროდუქტებს უკუჩვენება აქვს. სინამდვილეში, მათ შემადგენლობაში შემავალი ბიფიდობაქტერიები სწრაფად აღადგენს სასარგებლო ბაქტერიების ბალანსს, რომელიც თრგუნავს კანდიდას ზრდას. იოგურტისა და ხაჭოს მიღება ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, სწრაფად გამოჯანმრთელებას, აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. მთავარი წესია – არ უნდა შეიცავდეს შაქარს ან კორსერვანტებს. ზეითუნის ზეთიპირველი გამოწურვის ნატურალური პროდუქტი შეიცავს ოლეინის მჟავას, რომელიც ხელს უშლის სოკო კანდიდას ზრდას, იცავს ლორწოვან გარსს. ამდიდრებს რა ქსოვილს ომეგა-3-ით და ვიტამინებით, ზეითუნის ზეთი ამით ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ხელს უშლის დაავადების განვითარებას. სარგებელის მისაღებად, ნუ დაამუშავებთ თერმულად. ძვლის ბულიონიხარშვისას წყალში გადადის სასარგებლო ნივთიერებები, ამინომჟავები, რომელიც აღადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. ბულიონის მიღების შემდეგ ორგანიზმი იღებს ძვირფას მინერალებს, გლუტამინს და კოლაგენს, სწრაფად აღადგენს ძალებს. უსაფუარო საკვებთან ერთად ებრძვის პათოგენებს, ასტიმულირებს სასარგებლო მიკლოფლორის ზრდას. სოკო კანდიდას გასანადგურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ პრეპარატების მიღება. საჭიროა დიეტა, ალკოჰოლის, ტკბილეულის, საკონდიტრო ნაწარმის და ცხიმიანი კერძების ამოღება რაციონიდან. "სწორი" პროდუქტების მიღებით შესაძლებელია სწრაფად აღვადგინოთ ბაქტერიული და ტუტე გარემო ნაწლავებში, გავაძლიეროთ იმუნიტეტი და შევაჩეროთ დაავადება. ასევე დაგაინტერესებთ: რა მოხდება, თუ უზმოზე ზეითუნის ზეთს მიიღებთ? "არანაირი მისტიკა – ნამდვილად შეგიძლიათ საკუთარი თავი განკურნოთ" – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი იცით რომელი 5 დაავადებისგან გვიცავს ყავა? – ჰარვარდის მეცნიერთა დასკვნა ორგანიზმში თუთიის ნაკლებობის 12 ნიშანი, რითაც კორონავირუსით დაავადების შანსი იზრდება რატომ უნდა მივიღოთ ვიტამინი B კომპლექსი – დეფიციტის სიმპტომები და სასარგებლო თვისებები ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის 279 6-ს მოსწონს
|