x
მეტი
  • 22.06.2024
  • სტატია:135534
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509824
ორგანიზმში თუთიის ნაკლებობის 12 ნიშანი, რითაც კორონავირუსით დაავადების შანსი იზრდება

რაც უფრო დაბალია თუთიის შემცველობა სისხლში, მით უფრო მეტია კორონავირუსით დაავადების შანსი – დიდი ალბათობით რთულად ჩაივლის და შესაძლოა ლეტალური დასასრულიც მოჰყვეს. ამ დასკვნამდე კვლევის ავტორები მივიდნენ, რომელიც წარდგენილი იქნა ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების კონფერენციაზე.


image

image
როგორ არის დაკავშირებული თუთია და კორონავირუსი?


საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თუთიის კონცენტრაციის დონე სისხლში დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი იმუნური სისტემის შესაძლებლობაზე, წინააღმდეგობა გაუწიოს ვირუსებს. კვლევის ავტორებმა შეისწავლეს 249 პაციენტის მონაცემები, რომელთა ჰოსპიტალიზაცია covid-19 დიაგნოზით მოხდა. პაციენტთა საშუალო ასაკი 63 წელს შეადგენდა, გამოკვლეულთა 55% მამრობითი სქესის იყო. როგორც გაირკვა, პრაქტიკულად კვლევის ყველა მონაწილის სისხლში, რომლებიც კორონავირუსით დაიღუპა, საავადმყოფოში მიყვანის მომენტში, თუთიის დონე მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე იმ დაავადებულების, ვინც გადარჩა.

კვლევის ავტორებმა შეძლეს დაედგინათ კავშირი ორგანიზმში თუთიის დონესა და დაავადების წარმატებით დაძლევის შანსებს შორის: სისხლში თუთიის ყოველი დამატებითი მიკროგრამი 7%-ით ამცირებს Covid-19 დაავადების შანსს.


როგორ განვსაზღვროთ თუთიის დეფიციტი?


ყოველდღიურად უნდა ვიღებდეთ არანაკლებ 12-15 მილიგრამ თუთიას. აღსანიშნავია, რომ საკვებიდან მხოლოდ აუცილებელი ნორმის 20-40% ვიღებთ, დანარჩენი სხვა წყაროებიდან უნდა შევავსოთ – მაგალითად, დანამატებიდან, რომელიც შეიცავს თუთიას (მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ!)

სამწუხაროდ, მკვეთრად გამოხატული თუთიის დეფიციტის სიმპტომები არ არსებობს, ამიტომაც პერიოდულად ჩაიტარეთ სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, რათა განსაზღვროთ, საკმარისი რაოდენობით იღებთ თუ არა აღნიშნულ ნივთიერებას.


თუმცა, არსებობს მაინც რამდენიმე ნიშანი, რომელიც ყველაზე ხშირად თან ახლავს თუთიის ნაკლებობას. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს:


  • ხშირი გაციება და სუსტი იმუნური სისტემა;
  • ცუდად ხორცდება ჭრილობები და ნაკაწრები;
  • ზედა კიდურების ტრემორი (კანკალი);
  • გაღიზიანება და ნერვიულობა;
  • ცუდი კოორდინაცია;
  • თმის ცვენა;
  • შესუსტებული ყნოსვისა და გემოს შეგრძნება;
  • სტომატიტი;
  • სიბნელეში მხედველობის გაუარესება;
  • ქერტლი და მტვრევადი ფრჩხილები;
  • ალერგიული გამონაყარი ხელებზე;
  • მადის დაკარგვა.

დამატებითი ინფორმაცია თუთიასა და სხვა მინერალებზე:


აღნიშნული მინერალი დიდ როლს თამაშობს კანთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების დროს, როგორიცაა ეგზემა, აკნე, ჭრილობების შეხორცება. მნიშვნელოვანია ასევე პროსტატის, გაციების, ფეხმძიმობის, რეპროდუქციის, მადის დაქვეითების, თვალებზე მკურნალობის, ღამის სიბრმავის დროს. თუთიის გარეშე ორგანიზმი დაკარგავს ძირითად ფუნქციებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა გაჩნდება. მისი დეფიციტი იწვევს კანის სიმშრალეს და ინფექციებს, ქერტლს, ღვიძლისა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევას, ძვლის ზრდის შენელებას, დაღლილობას, თმის ცვენას.

თუთიის წყარო: მზესუმზირა, გოგრის თესლი, ყველი, ზღვის პროდუქტები, ჯანჯაფილი, კვერცხი, ხილი. გაგრძელება >>>



ასევე დაგაინტერესებთ:


გაინტერესებთ რას კურნავს საკმევლის ეთერზეთი?


რატომ უნდა მივიღოთ ვიტამინი B კომპლექსი – დეფიციტის სიმპტომები და სასარგებლო თვისებები


აიურვედული ჩაის საოცარი სასარგებლო თვისებები


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


8 ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად


ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს


რომელი პროდუქტები შეიცავს ახალგაზრდობის ჰორმონს?

0
621
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0