x
image
Lerato
ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში
image


"ამ რეცეპტით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ანტიბიოტიკის მომზადებას შეძლებთ, რომელიც წარმატებით კურნავს პრაქტიკულად ყველა ანთებასა და ინფექციას"– ამბობს პოპულარული ამერიკელი ექიმი რიჩარდ შულცე (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექიმი ფიტო თერაპევტი, უამრავი პუბლიკაციის და წიგნის ავტორი, კითხულობს ლექციებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის კემბრიჯსა და ოქსფორდში). ეს სუპერ საშუალება წარმოადგენს ძლიერმოქმედ ბუნებრივ წამალს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბალახებისა და მცენარეების საუკეთესო თვისებები ნაყენის ამდაგვარი სახით ნარჩუნდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის ძალიან ძლიერი საშუალებაა, ამიტომაც სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. ამ საოცარი მიქსტურის რეცაპტი მოიცავს მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს.


ინგრედიენტები:


ნატურალური ვაშლის ძმარი

100 გრ. ახალი მწარე წიწაკა


500 გრ. წითელი ხახვი

500 გრ. ნიორი

500 გრ. პირშუშხა

250 გრ. ჯანჯაფილი (კოჭა)


image

მომზადების წესი:

გაასუთავეთ და დაჭერით რაც შეიძლება წვრილად ყველა ინგრედიენტი. შემდეგ მოათავსეთ დიდი ზომის მინის ქილაში და დაასხით ვაშლის ძმარი იმდენი, რომ 3 თითის სიმაღლეზე დაიფაროს არსებული მასა. დაახურეთ ხუფი და კარგად შეანჯღრიეთ. შეინახეთ ბნელ ადგილას 2-6 კვირის მანძილზე. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო ძლიერ წამალს მიიღებთ. აუცილებელია, რომ დროდადრო ქილა შეანჯღრიოთ.



image


შემდეგ გადაწურეთ – გამოიყენეთ მარლა ან საცერი. ეცადეთ, რომ წვენი ბოლომდე გამოადინოთ. ნაყენი გადაიღეთ გაუმჭვირვალე შუშის ჭურჭელში, სინათლისგან რომ დაიცვათ. შემდეგ მოათავსეთ გრილ და ბნელ ადგილას.


image

დოზები:

შეგიძლიათ მიიღოთ ანთების, გაციების და ინფექციების დროს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და საჭმლის მომნელებელი სიტემის გასაუმჯობესებლად. დასაშვებია გამოიყენოთ ყოველდღიურად. აიღეთ 1 ჩ.კ. ნაყენი და გახსენით 100 მლ. სუფთა წყალში.

მიირთვით ნელა, სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ თაფლი. ამასთან, არ დაგავიწყდეთ დღის მანძილზე საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება. თუ ამ საოცარ ბუნებრივ ნაყენს პროფილაქტიკის მიზნით დალევთ, დღეში ერთი ფინჯანი სრულიად საკმარისი იქნება ( 100 მლ. წყალი – 1 ჩ.კ. ნაყენი), მაგრამ თუ კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ გჭირდებათ, მაშინ დღის მანძილზე 5-6-ჯერ შეგიძლიათ მიიღოთ.

image

ეს საოცარი ბუნებრივი ანტიბიოტიკი არანაირ ტოქსინს არ შეიცავს და ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია:


– ძლიერი მატონიზირებელი საშუალება რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას;

– გამოირჩევა ძლიერი ანტიმიკრობული თვისებით და ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს;

– ორგანიზმში მჟავიანობას აბალანსებს;

– აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული, სოკოს და ვირუსსაწინააღმდეგო თვისებები. ამასთან, ორგანიზმში ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, რომელიც თავის მხრივ ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს;

– ეს არაჩვეულებრივი ნაყენი ეხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას.



ასევე დაგაინტერესებთ:


მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე


ჩინური მედიცინის სასწაული – გაიუმჯობესეთ თირკმელების, ღვიძლისა და სახსრების მდგომარეობა


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ


რა მოხდება, თუ ადამიანები ხორცის ჭამაზე უარს იტყვიან


8 ფაქტი ადამიანის კანის შესახებ


0
28136
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
28136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0