x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რა მოხდება, თუ უზმოზე ზეითუნის ზეთს მიიღებთ?
image


გიფიქრიათ ოდესმე ზეითუნის ზეთის მიღებაზე, და ამასთან, მშიერ კუჭზე? სპეციალისტების თქმით, ასეთ ჩვევას დიდი სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის. გთავაზობთ ძირითად მიზეზებს, თუ რატომ უნდა მიიღოთ ეს საოცარი სასმელი:


–კვლევები აჩვენებს, რომ ზეითუნის ზეთი იცავს უჯრედებს იმ ცვლილებებისგან, რომელსაც შეუძლია სიმსივნე გამოიწვიოს.


– ეხმარება მსხვილი ნაწლავის მუშაობას – ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყაბზობა (შეკრულობა) აწუხებს.


– ზეითუნის ზეთი სასარგებლოა კანის, თმისა და ფრხილებისთვის. უკვე დიდი ხანია, ცნობილია როგორც შეუცვლელი ინგრედიენტი კანისა და თმის ნიღბებში, თუმცა, გაცილებით ეფექტურია მისი უშუალოდ მიღება.


– ზეითუნის ზეთი ასუფთავებს ღვიძლს. თუ მას უზმოზე იღებთ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი შინაგანი ორგანოები ნორმალურად მუშაობს.


– ზოგადად, ზეითუნის ზეთი სასარგებლოა ღვიძლისთვის, რამდენადაც დეტოქსიკაციის სტიმულირებას ახდენს. შედეგის გასაუმჯობესებლად, აურიეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი 1/4 ს.კ. ლიმონის წვენთან და მიიღეთ უზმოზე.


– ზეითუნის ზეთი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა–3, ზუსტად ის სასარგებლო ცხიმები, რომელიც ანაყრებს ორგანიზმს.


– კვლევები ადასტურებს, რომ თუ წონის დაკლება გსურთ, მნიშვნელოვანია ორგანიზმი ჯანმრთელი ცხიმებით უზრუნველყოთ, რადგან ეს ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.


– ამას გარდა, ზეითუნის ზეთი ჩვეულებრივი ზეთის კარგი შემცვლელია, რომელიც ბევრ კალორიას შეიცავს და არ არის რეკომენდირეებული მათთვის, ვინც დიეტაზეა.


– ზეითუნის ზეთი აძლიერებს იმუნურ სისტემას! იცავს გულს სხვადასხვა დაავადებისგან.


– არსებობს ორი ტიპის ქოლესტერინი: "კარგი"(HDL) და "ცუდი" (LDL), ზეითუნის ზეთში შემავალი ჯანმრთელი ცხიმები ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის დონის აწევას. ამგვარად, თქვენი გული დაცულია სერიოზული დაავადებებისგან.


– ზეითუნის ზეთი ხელს უწყობს ორგანიზმში ანთებითი პროცესის შესუსტებას. ის ერთ-ერთი საუკეთესო წამალია ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.


– აკონტროლებს შაქრის დონეს სისხლში. აღნიშნული ეფექტი სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც დიაბეტით იტანჯება.


– ზეითუნის ზეთი ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობას. თავისი შემადგენლობის წყალობით ტვინს ისეთი სერიოზული დაავადებისგან იცავს, როგორიცაა ალცჰეიმერი, ამცირებს დეპრესიის რისკს და აუმჯობესებს მეხსიერებას.


როგორ ფიქრობთ, საკმარისი მიზეზები დაგისახელეთ ამ საოცარი სასმელის უზმოზე მისაღებად?


ასევე დაგაინტერესებთ:


"არანაირი მისტიკა – ნამდვილად შეგიძლიათ საკუთარი თავი განკურნოთ" – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



ორგანიზმში თუთიის ნაკლებობის 12 ნიშანი, რითაც კორონავირუსით დაავადების შანსი იზრდება


ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


მეცნიერების მტკიცებით ოხრახუშს შეუძლია განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


მინერალები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამისთვის?


შავი ქიშმიშის 6 საოცარი თვისება. განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს

0
1130
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0