x
მეტი
  • 14.08.2022
  • სტატია:121505
  • ვიდეო:354827
  • სურათი:493598
საშიშია თუ არა მწვანე კარტოფილი ჯანმრთელობისთვის - ეს უნდა ვიცოდეთ!

imageნებისმიერი დიასახლისისთვის ცნობილია კარტოფილზე გაჩენილი მწვანე ნადები, რომელსაც, როგორც წესი გათლისას ვაცლით ხოლმე. და მაინც, ჩნდება შეკითხვა, შეიძლება თუ არა ამგვარი მწვანე შეფერილობის მქონე კარტოფილის საკვებად გამოყენება და ხომ არ ემუქრება ეს ჩვენს ჯანმრთელობას?
ნებისმიერი კარტოფილი, კარკვეული დოზით, ტოქსიკურია. თუმცა ჩვეულებრივ, ეს დოზა იმდენად მცირეა, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე არ აისახება. ყველაზე დიდი რაოდენობით ტოქსინს კარტოფილის ფოთლები შეიცავს, მწვანე ნადების მქონე კარტოფილის ბოლქვი კი შეიძლება უბრალოდ ოდნავ მეტი რაოდენობით შეიცავდეს აღნიშნულ მომწამვლელ ნივთიერებას, ვიდრე ჩვეულებრივი ბოლქვი. ეს, როგორც წესი, გამოწვეულია არასწორი შენახვით ან მოყვანის არასწორი მეთოდით.
მწვანე შეფერილობა არის იმის ნიშანი, რომ კარტოფილი სინათლის ზემოქმედების ქვეშ იყო, რამაც მასში დიდი რაოდენობით ქლოროფილის წარმოქმნა გამოიწვია, ქლოროფილი კი ადამიანისთვის საშიში არ არის.
image

თუმცა მეორე მხრივ, მზის სინათლის მოქმედება ხელს უწყობს სოლანინის, გლიკოალკალოიდის გამომუშავებასაც, რომელიც დიდი რაოდენობთ მიღებისას ტოქსიკურია.

მენიერები შეეცადნენ განესაზღვრად ზუსტად რა რაოდენობით მწვანე კარტოფილის მიღებას შეუძლია ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს. როგორც აღმოჩნდა, იმისათვის, რომ სოლანინის კონცენტრაციამ სისხლში ტოქსიკურ დონეს მიაღწიოს, ადამიანმა დაახლოებით 2 კილო, მზის სინათლის ზემოქმედებით "გამწვანებული" კარტოფილი უნდა მიირთვას.

თვლიან, რომ ორგანიზმს მთელი დღე სჭირდება იმისათვის, რომ სოლანინისგან გათავისუფლდეს, ამიტომ მწვანე კარტოფილის ყოველდღიურ მოხმარებას შეიძლება კუმულატორული მოქმედება ჰქონდეს და ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების სწრაფი დაგროვება გამოიწვიოს.

თუმცა, უკვე 50 წელზე მეტია, რაც კარტოფილით მოწამვლის შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ამიტომ მთლიანობაში ითვლება, რომ კარტოფილის მოხმარების შედეგად სოლანინით მოწამვლის ძალიან მცირე რისკი არსებობს.

და მაინც, შეგვიძლია თუ არა მოვიხმაროთ მწვანე კარტოფილი თუ უმჯობესია გადავყაროთ?

რა თქმა უნდა, ტოქსინის, თუნდაც სულ მცირე რაოდენობით, განზრახ მიღება ჯანსაღი ცხოვრების წესად არ გამოდგება, ამიტომ სრული უსაფრთხოებისთვის, ცხადია, უმჯობესია თუ გადავაგდებთ მწვანე ნადების მქონე კარტოფილს. თუმცა ერთი ან ორი ამგვარი კარტოფილის მიღება ჩვენს ჯანმრთელობას ვერაფერს დააკლებს.

მეცნიერები შეეცადნენ ზუსტად შეეფასებინათ რა რაოდენობით შხამს შეიცავს მწვანე კარტოფილი და საკვირველ შედეგებამდე მივიდნენ: აღმოჩნდა, რომ ზოგერთი ბოლქვი მზის შუქის ზემოქმედების შემდეგაც ინარჩუნებს თეთრ ფერს, და ამასთან შეიცავს გაცილებით მეტი რაოდენობით ტოქსინს, ვიდრე მწვანე ბოლქვები.

ამგვარად, ფერი სულაც არ ყოფილა კარტოფილის მომწამვლელობის სანდო ინდიკატორი. 2006 წელს ჟურნალ The Journal of Agriculture and Food Chemistry-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არასწორ პირობებში შენახულ კარტოფილში სოლანინის მეტი რაოდენობა გროვდება კანში. აქედან გამომდინარე, კარტოფილის გათლა საუკეთესო ხერხია ამ ტოქსინის თავიდან ასაცილებლად, მიუხედავად კარტოფილი ფერისა.




0
8723
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
8723
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0