x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ მოვამზადოთ შესქელებული რძე ("სგუშონკა") სახლში - უმარტივესი რეცეპტი
imageშედედებული რძე, ანუ ე.წ. "სგუშონკა" ბევრისთვის საყვარელი საჭმელი თუ ინგრედიენტია. განსაკუთრებული სიამოვნებით კი მას ბავშვები მიირთმევენ. თავისთავად, სახელწოდებიდან გამომდინარე, იგი ჯანმრთელი საკვების რიცხვში უნდა გადიოდეს და სასარგებლო უნდა იყოს ადამიანისთვის, მაგრამ სამწუხაროდ მასზე, რაც დღეს მაღაზიის დახლებზე გვხვდება, ამას ვერ ვიტყვით. გაურკვეველი შემადგენლობის ეს ტკბილეული ხშირ შემთხვევაში არათუ სასარგებლო, მავნეც არის, განსაკუთრებით ბავშვისთვის. ამიტომ გთავაზობთ შედედებული რძის სახლში მომზადების ძალიან მარტივ რეცეპტს, რომელიც სრულიად ნატურალური პროდუქტებით მზადდება და გაცილებით გემრიელია, ვიდრე ნაყიდი ანალოგი.


ამისთვის სულ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ:


რძე - 1 ლ.

შაქარი - 500 გ.


ვანილი

ნაღების კარაქი (თუმცა შეიძლება მის გარეშეც) - 50 გ.


ვასხამთ რძეს ქვაბში და ვაცხელებთ. შაქარს ვყრით ცალკე ჯამში, ვსახამთ მას 1 ჭ. ცხელ რძეს და კარგად ვურევთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ მიღებულ მასას გადავიტანთ რძიან ქვაბში, დავდებთ ძალიან ნელ ცეცხლზე და დავტოვებთ 1 საათის განმავლობაში. თან ხშირად ვურევთ.

imageimage


imageimage



image
რაც უფრო მეტ ხანს დგას რძე ცეცხლზე, მით უფრო მუქ შეფერილობას იღებს. ამგვარად, სურვილის შემთხვევაში, თუ ცოტა მეტ ხანს დავაყოვნებთ, შეიძლება ე.წ. "მოხარშული სგუშონკის" კონსისტენცია მივიღოთ.


სულ ესაა, შედედებული რძე მზადაა.


გაითვალისწინეთ, რომ სანამ ცხელია, მიღებული მასა შედარებით თხევადია, გაგრილებისას კი იგი უფრო მყარდება.






4
8851
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
8851
  
2016, 19 ნოემბერი, 12:40
კაია ვინ გააკეტეტ?
2014, 9 მარტი, 23:25
კარაქი, როგორც დავწერე, სავალდებულო არ არის, უბრალოდ, ზოგი მაინც უშვება, ცხიმიანობისთვის. ცხელ რძეში შაქართან ერთად ისიც შეიძლება გაალღო. ვანილი კი ბოლოსკენ შეიძლება დავამატოთ, როცა უკვე შესქელებას იწყებს.
2014, 9 მარტი, 23:10
და კარაქი სად წავიდა?! ვანილზე აგარაფერს ვამბობ :D
2014, 9 მარტი, 23:03
ვცდი
0 1 4