პროფილაქტიკა ჩვენ თავად ვანადგურებთ საკუთარ თირკმელებს! 10 ჩვევა, რომლისგანაც სამუდამოდ უნდა გავთავისუფლდეთ! 2016, 5 მაისი, 11:49 თირკმელები – წყვილი ორგანო, ითვლება რომ ერთ-ერთი უმთავრესია ადამიანის ორგანიზმში. ამ ორგანულ ფილტრს საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვს შესასრულებელი – სისხლის გასუფთავება ტოქსინების, მიკრობებისა და ინფექციებისგან. ასევე, არეგულირებს წყალ-მარილოვან ბალანსს ორგანიზმში, არტერიულ წნევასა და სისხლის წითელი სხეულების წარმოქმნას. ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ იმაზე გავჩერდეთ, რომ თავად ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ ამ ორგანოს... ბევრი ჩვენთაგანისთვის ცნობილია ეს ჩვევები, თუმცა მათი მავნებლობის შესახებ არ დავფიქრებულვართ. ადამიანი მაშინ არის ჯანმრთელი, თუ ჯანმრთელი თირკმელები აქვს. ამიტომ გადაეჩვიეთ ამ მავნე თვისებებს თქვენივე სასიკეთოდ. თირკმელების განადგურების გზები: უკვე დიდი ხანია რაც დამტკიცდა, რომ მოწევა და ალკოჰოლის მიღება უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ეს მავნე ჩვევები თირკმელების მუშაობას აუარესებს, რადგანაც თავს ვერ ართმევს ამ რაოდენობის ტოქსიკურ ნივთიერებასთან გამკლავებას. მხოლოდ ფილმებში სვამენ და ეწევიან ლამაზად, რეალურ ცხოვრებაში კი ადამიანები ნელ-ნელა თავს იკლავენ. ამაზე კარგად დაფიქრდით, როცა სიგარეტის მოწევას ან ალკოჰოლური სასმელის მიღებას დააპირებთ... არასაკმარისი ძილი
კოფეინის მიღება დიდი რაოდენობით აი ამიტომაც ვერ იძინებ... კოფეინი, რომელსაც ყავა და სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელები შეიცავს, დიდ რაოდენობით მავნებელია მთელი ორგანიზმისთვის, თირკმელებისთვის კი – განსაკუთრებით. ის ძლიერი შარდმდენი საშუალებაა, აუწყლოებს ორგანიზმს და თირკმელებს აიძულებს ტყუილად იმუშაოს, რაც ზედმეტ დატვირთვას წარმოადგენს მისთვის. პასიური ცხოვრების წესი ხშირად, განსაკუთრებით იმ ადამიანების თირკმელებში, ვისაც მჯდომარე სამუშაო აქვთ, ადგილი აქვს ინერტულ მოვლენებს. იმ მიზნით რომ აღდგეს სისხლის სწორი ცირკულაცია, ყოველ საათში შეასრულეთ რაიმე სახის ვარჯიში. რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები კი ხელს უშლის თირკმელებში კენჭების გაჩენას. ვიტამინ B6 ნაკლებობა იმისთვის რომ თირკმელები კარგად ფუნქციონირებდეს, მნიშვნელოვანია ყოველდღიურად საშუალოდ 1.3 მლ. ვიტამინი В6 მიიღოთ, რომელსაც შეიცავს ქათმის ხორცი, თევზი, კარტოფილი, შვრია, ბანანი და კიდევ ბევრი ხილი. შარდის შეკავება მუდმივად შარდის შეკავებამ შესაძლოა თირკმლის უკმარისობა და შეუკავებლობა გამოიწვიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად გათავისუფლდეთ ბუნებრივი მოთხოვნილებისგან. ნატრიუმის ჭარბი რაოდენობა ნატრიუმის ძირითად წყაროს ადამიანისთვის მარილი წარმოადგენს. მაგრამ თუ მას ჭარბი რაოდენობით იღებთ, მაშინ თქვენმა თირკმელებმა, როგორც წყალ –მარილოვანი ცვლის ძირითადმა მარეგულირებელმა, შესაძლოა თავი ვერ გაართვას სამუშაოს. ზრდასრული ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა დაახლოებით 5-6 გრ. შეადგენს. რჩევა ასეთია: საკვებს მარილი დააკელით – მალევე შეეჩვევით და უკეთ შეიგრძნობთ მის გემოს. უგუნური დიეტები
ჭარბი ცილა ცილებს, ისე როგორც ცხიმებს, ორგანიზმში დაგროვების უნარი არ გააჩნია. ამიტომ ზედმეტი ცილა და მისი დაშლის პროდუქტები ასევე ზრდის ზეწოლას თირკმელებზე. და თუ ის ვერ მოახერხებს ორგანიზმიდან მეტაბოლური პროდუქტების გამოდევნას, ამ შემთხვევაში კენჭები წარმოიქმნება. არასაკმარისი რაოდენობის წყლის მიღება თირკმელების სწორი ფუნქციონირებისთვის, ისევე როგორც სხვა ორგანოებისთვის, უმნიშვნელოვანესია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება. წყალს, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოაქვს ორგანიზმიდან ყველა სიბინძურე! თირკმელების ჯანმრთელობა თქვენს ხელშია! მოიშორეთ ეს მავნე ჩვევები და გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს! 9385 15-ს მოსწონს 2-ს არა
|