x
image
Lerato
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

ორგანიზმი, რომელიც ნორმალურად მუშაობს სითხის მიღებას მარტივი საშუალებით – წყურვილის შეგრძნებით არეგულირებს. მაშინ ასე დაჟინებით რატომ ვამახვილებთ ყურადღებას წყალზე? რატომ არ ვტოვებთ ყველაფერს ისე, როგორც არის? უბრალოდ ყური ვუგდოთ ჩვენი სხეულის რეაქციას.


image


სინამდვილეში ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ხშირ შემთხვევაში პრობლემები თავს იჩენს იმის გამო, რომ ბევრ ადამიანს წყლის დალევა ავიწყდება. ისინი სვამენ ყავას, ჩაის, წვენებს, გაზიან სასმელებს, კომპოტებს, ღვინოს, ლუდს... ყველაფერს წყლის გარდა.

წყლის ნაკლებობის გამო ორგანიზმში ირღვევა გაცვლითი პროცესები, არ გამოიყოფა ტოქსინები და ხდება დეჰიდრატაცია, რომელსაც იწვევს ორგანიზმის გადახურება, ძლიერი ოფლდენა, სიცხე და ქარიანი ამიდი ერთად, დაავადება – რომელსაც თან ახლავს დიარეა და ღებინება, სხეულის მაღალი ტემპერატურა.


image

* ადამიანის სხეულის 70% წყლისგან შედგება.


*ადამიანს საკვების გარეშე შეუძლია 1 თვე იცოცხლოს, წყლის გარეშე კი –მხოლოდ ერთი კვირა.


*წყალს ორგანიზმიდან გარეთ გამოაქვს ნარჩენები და ბაქტერიები, რომელიც იწვევს დაავადებას.


*წყალი ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს.


წყლის მუდმივი ნაკლებობა ორგანიზმში ისეთი შესამჩნევი არ არის. სხეული ეჩვევა ამ მდგომარეობას. მაგრამ თუ ამავდროულად ორგანიზმი დაკარგავს დიდი რაოდენობით სითხეს (მაგალითად, მცხუნვარე ზაფხულის დღეები), ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა, გონების არევა და სხვა ბევრი მძიმე შედეგი, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება.


გსურთ, რომ გაიგოთ საკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ თუ არა? მაშინ შეამოწმეთ საკუთარი თავი სტატიაში წარმოდგენილი 10 ნიშნის მიხედვით, რომელიც გიკარნახებთ საკმარისად იღებთ თუ არა ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სასმელს.

პირის სიმშრალე

image
ეს ყველაზე პირველი და აშკარა სიმპტომია, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი სჭირდება. ამ დროს ორგანიზმი უკვე იწყებს დეჰიდრატაციას. ბუნებრივია, პირის სიმშრალეს არ უნდა შეებრძოლოთ ჩაით ან ყავით, გაზიანი სასმელით. თქვენი ორგანიზმი მხოლოდ და მხოლოდ წყალს გთხოვთ!

მშრალი კანი



image


ჩვენი კანი სარკესავით არის, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს ასახავს. თუ ზედმეტად მშრალი კანით იტანჯებით, ძალიან დიდი ალბათობით ეს წყლის ნაკლებობითაა გამოწვეული.


ძლიერი წყურვილი. გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ სვამთ და სვამთ წყალს, მაგრამ არ გყოფნით – ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ პირის სიმშრალე კი არა, ორგანიზმის სერიოზული დეჰიდრატაციაა, რომლის დროსაც ტვინი SOS სიგნალების გაგზავნას იწყებს. ასევე, ალკოჰოლი იწვევს ძლიერ დეჰიდრატაციას, ამიტომაც ნაბახუსევზე ადამიანს სმა უნდება.


თვალის სიმშრალე

image

თუ თვალის სიმშრალე გაწუხებთ, თუნდაც უმნიშვნელო ქავილი, თვალის კაკლები გაწითლებული გაქვთ, მაშინვე დალიეთ წყალი. როდესაც ორგანიზმში არასაკმარისი რაოდენობის წყალია, ჩვენი საცრემლე არხები შრება. ამას შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს თვალებს. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს ატარებენ.


შარდის მოცულობის შემცირება და ფერის შეცვლა (უფრო მუქი ხდება). ყოველი ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ამიტომაც ნორმის დადგენა რთულია. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ თქვენს მიერ მიღებული წყლის რაოდენობას, თუ ცვლილებას შენიშნავთ შარდგამომყოფი სისტემის ფუნქციონირებაში.


გულისცემის გახშირება, გულის ფრიალი. როდესაც სისიხლი მიმოქცევის სისიტემაში კარგავს წყალს, ხდება ბლანტი და მისი მოცულობა მცირდება, ის ნელა ცირკულირებს. შედეგად, გულზე დაწოლა იზრდება, სისხლის მიმოქცევა ირღვევა, ადამიანის ორგანოები ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს.


სახსრების ტკივილი


image

ბევრ ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდებსაც კი, სახსრები აწუხებთ. ზოგიერთებს ტკივილი უჩნდებათ სირბილის ან ხტუნვის დროს. ორგანიზმის აგებულება დეტალურად არის გათვლილი. ჩვენი ხრტილოვანი დისკების 80% წყალია, რომელიც იცავს სახსრებს ხახუნისგან, განსაკუთრებით ინტენსიური დატვირთვის დროს. ამიტომაც, ქრონიკული წყლის ნაკლებობა ტკივილის შეგრძნებას იწვევს.


კუნთის მასის შემცირება. ისევე როგორც ხრტილები და სახსრები, კუნთები სანახევროდ წყლისგან შედგება. ბუნებრივია უნდა ვივარაუდოთ, რომ წყლის ნაკლებობის, დეჰიდრატაციის გამო, ტენიანობა იკარგება –ამით კუნთის მასის მოცულობა მცირდება. ყველა მწვრთნელი და ექიმი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ვარჯიშის დროს უმნიშვნელოვანესია წყლის მიღება.


ქრონიკული დაღლილობა და ძილიანობა


image


როდესაც ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის, ის ძებნას იწყებს – თუ გარედან ვერ იღებს, ცდილობს შიგნით მონახოს, მათ შორის სისხლშიც. რაც ჟანგბადის უკმარისობას იწვევს, რომელიც ყველა ორგანოს მიეწოდება. ეს კი თავის მხრივ ძილიანობასა და დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. დღითი დღე თავს სულ უფრო დაღლილად გრძნობთ, მიუხედავად 8 საათიანი ღრმა ძილისა, მაინც გამოუძინებელი ხართ, არც ყავა გაფხიზლებთ, მაინც ზეზეულად გძინავთ.


საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. აუცილებელია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დატენიანება, თუმცა ეს ასევე ეხება საჭმლის მომნელებელ სისტემასაც. საჭირო დატენიანების გარეშე ლორწოს რაოდენობა კუჭში მცირდება, რის გამოც კუჭის მჟავა ზიანს აყენებს თქვენს შინაგან ორგანოებს. ეს თავის მხრივ იწვევს გულძმარვასა და კუჭთან დაკავშირებულ პრობლემებს.


წყლის რაოდენობა, რომლის შენარჩუნებაც ჩვენს ორგანიზმს შეუძლია, ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. როდესაც წლები გვემატება, აუცილებელია მიღებული წყლის რაოდენობა გავზარდოთ. თუ ნაადრევი სიბერის ნიშნები გარეგნულად უფრო თვალსაჩინოა, ის ზიანი, რომელიც დეჰიდრატაციას შეუძლია მიაყენოს შინაგან ორგანოებს, გაცილებით უფრო სერიოზულია. ამასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად საჭიროა წყლის სმის რეჟიმი მთელი ცხოვრების მანძილზე დაიცვათ.


image


5
21914
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
21914
  
2016, 20 იანვარი, 11:44
არაფრის ლელიჩკა:-P
2016, 20 იანვარი, 11:43
მადლობა, ალექს, გაიხარე!!!
2016, 20 იანვარი, 11:42
სხვა გზა არ გაქვს, მაკა, უნდა დალიო!!!
2016, 20 იანვარი, 10:51
ვიცი, მაგრამ მაინც რომ არ მიყვარს წყალი :(((
2016, 20 იანვარი, 9:51
გ.გ
0 1 5