x
image
Lerato
5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს

გაუწყლოება, არასწორი კვება, სტრესი და შფოთვა ასუსტებს იმუნიტეტს და შეუძლია ჩვენი ორგანიზმის სიბერის პროცესის დაჩქარება.


image


დღემდე არ არსებობს რაიმე სახის სამეცნიერო აღმოჩენა, არც საოცარი ელექსირი, რომელიც შეძლებდა დროის შეჩერებას. სიბერე – ადამიანის ორგანიზმისთვის ბუნებრივი პროცესია, რომელიც უნდა მივიღოთ ისე, როგორც საჭიროა – არ დავკარგოთ სიმშვიდე და ოპტიმიზმი. ამასთან, დამტკიცებულია იმ ფაქტორების არსებობა, რომელთაც შეუძლიათ სიბერის შეჩერება ან დაჩქარება. ეს გულისხმობს ჩვენს ჩვევებს, ცხოვრების წესს, რომელსაც ვეწევით. როდესაც არასაკმარისად ვზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, უფრო ადრე ჩნდება ნაოჭები, კანი კი სიმკვრივეს კარგავს.


ეჭვგარეშეა, რომ სიბერის შეჩერება შესაძლებელია, ზოგიერთი ასაკობრივი ნიშანი კი შეიძლება საერთოდ გავაქროთ. ამისთვის საჭიროა ავირჩიოთ ქცევის სწორი სტრატეგია და იმ შეცდომების გამოსწორება ვისწავლოთ, რომელზეც ხშირ შემთხვევაში თვალს ვხუჭავთ. გსურთ რომ გაიგოთ რაზეა საუბარი? სტატიაში სწორედ ამაზე მოგითხრობთ.


1. პროდუქტები, რომელის მოხმარება მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ

image
ნამდვილად არ შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ ის აზრი, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია მის კვებასთან. ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთ. არჩეულ საკვებზეა დამოკიდებული ჩვენი ორგანოების მუშაობა.

სამწუხაროდ, ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ჩვევებს ვიძენთ, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს და იწვევს ნაადრევ სიბერეს.


იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენ ტკბილეულს და ცომეულს მივირთმევთ, რომელიც რაფინირებული ფქვილისგან არის დამზადებული. ამას გარდა, არსებობს ნახევარფაბრიკატები და ე.წ. ფასთ ფუდი, რომელიც გვეხმარება დროის დაზოგვაში. მაგრამ რა ფასისი გადახდა გვიწევს ამ საეჭვო სახის კომფორტის გამო? ნუ დაივიწყებთ, რომ ასეთი საკვები ზედმეტად კალორიულია. ჩვენს ორგანიზმს კი არ სჭირდება ამ რაოდენობის კალორიები. ეს იწვევს – წონის მატებას, სისხლში ქოლესტერინის აწევას, მკვებავი ნივთიერებების დეფიციტს, რომელიც აუცილებელია ჩვენი კანისთვის.


რა პროდუქტები უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან, თუ გსურთ რომ ნაადრევი სიბერე თავიდან აიცილოთ?


ტკბილეული: მისი გადაჭარბებულად მიღება იწვევს კოლაგენის განადგურებას (პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე).


ალკოჰოლური სასმელები: მისი ჭარბი რაოდენობით მიღება დიდ ზიანს აყენებს ღვიძლს, შედეგად მისი ფუნქციები იშლება. ღვიძლი ვეღარ წმენდს ორგანიზმს დაგროვილი ტოქსინებისგან, რაც ნაადრევი სიბერის პროვოცირებას ახდენს. დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვათ.


მარილიანი საკვები: ბევრ ჩვენგანს უყვარს კარტოფილი ფრი, მარილიანი თხილეული და მსგავსი საკვები, რომელიც სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ის დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს. ამასთან, ხელს უწყობს ცელულიტის წარმოქმნას.


ხორცპროდუქტები, როგორიცაა მაგალითად, სოსისი ან ჰამბურგერი შეიცავს სულფიტებს. აღნიშნული ქიმიური ნაერთები აჩქარებს ჩვენი ორგანიზმის დაბერებას.


წითელი ხორცი: ასეთი ხორცის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით თავისუფალი რადიკალები. ამის გამო კოლაგენი იშლება, რაც იწვევს ნაადრევ სიბერეს.


ტკბილი გაზიანი სასმელები: სილამაზისა და ჯანმრთელობის ძალიან დიდი და სახიფათო მტერი – მაქსიმალურად მოერიდეთ!


პროდუქტები, რომელიც ტრანს-ცხიმებს შეიცავს: მსგავსი ცხიმები იწვევს ორგანიზმში ანთებით პროცესებს და სითხის შეკავებას. ასეთი საკვების გამო ჩვენი ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე ხდება მზის სხივებისადმი, ჩნდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამ პროდუქტებს თავი უნდა მოარიდოთ!


2. სტრესი და შფოთვა

image


არსებობს ფაქტები, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება: ქალები გაცილებით უფრო მეტად იტანჯებიან სტრესისგან. როგორც წესი, სუსტი სქესის წარმომადგენლებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ სტრესის გადასალახად. თუმცა, მამაკაცებს გაცილებით მძიმედ გადააქვთ სტრესული სიტუაციები. სიკვდილიანობის მაჩვნებელი რომელიც გამოწვეულია ნერვიული დაძაბულობით გაცილებით მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში. ეჭვგარეშეა, ყველა ცუდი ემოცია, რომელის გადატანაც გვიწევს, არა მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე – იწვევს რა სხვადასხვა ფსიქოსომატურ დაავადებებს, არამედ დროზე ადრე გვაბერებს.



რატომ ხდება ეს?


ხანგრძლივი სტრესი, რომელიც რამდენიმე თვე ან წელი მიმდინარეობს, სერიოზულ ცვლილებებს იწვევს ჩვენს ორგანიზმში – კორტიზოლი გულის რიტმს აჩქარებს. ეს ჰორმონი ნეგატიურ გავლენას ახდენს ნერვიულ სისტემაზე, ათეროსკლეროზის რისკებს ზრდის. გარდა კორტიზოლისა, ნერვიული დაძაბულობისას ჩვენი ორგანიზმი ეპინეფრინს გამოიმუშავებს – აღნიშნული ჰორმონი უფრო მეტად ცნობილია ადრენალინის სახელით. ახდენს ჟანგვითი პროცესების სტიმულირებას ორგანიზმში, ხელს უშლის ნუტრიენტების სინთეზს, იწვევს ცხიმების დაგროვებას სისხლძარღვების კედლებზე.


სტრესის გამო ჩვენი იმუნური სისტემა სუსტდება. ერთ-ერთ ნეგატიურ შედეგს კი ჩვენი ორგანიზმის დამცავი სისტემის მოშლისა, ასევე წარმოადგენს ნაადრევი სიბერე. ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ემოციებს და ისწავლეთ მისი სწორედ გაკონტროლება.


3. ანტიოქსიდანტების დეფიციტი

image


შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ჩვენთაგანის რაციონში იმ პროდუქტების ნაკლებობაა, რომელიც ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. ხშირად ამას არ ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას. უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიოქსიდანტების დეფიციტი ჩვენს ორგანიზმს დაუცველს ხდის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისადმი, რაც დიდ ზიანს აყენებს ჩვენს კანს.


იმ მიზნით, რომ თქვენი ორგანიზმი ანტიოქსიდანტების ნაკლებობას არ განიცდიდეს, აუცილებლად ჩართეთ რაციონში შემდეგი პროდუქტები:


– წყალი ლიმონის წვენით

– კივი

– მარწყვი

– მანგო

– ნესვი

– ფორთოხალი

– ბრიუსელის კომბოსტო

– სტაფილო

– ისპანახი

– ხუჭუჭა კომბოსტო

– პომიდორი

– პაპაია

– გოგრა

– 1 ფინჯანი მწვანე ჩაი ყოველ დღე

– თევზი (ორაგული, ლუფარი ან სკუმბრია) კვირაში 2-ჯერ.


4. მზე – ჩვენი ახალგაზრდობის ერთერთი ძირითადი მტერი

image


ეჭვგარეშეა, მზე აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მისი წყალობით ვიტამინი D სინთეზირება ხდება. თუმცა, ამავდროულად ფრთხილად უნდა ვიყოთ: ეცადეთ ბევრი დრო არ გაატაროთ სანაპიროზე, განსაკუთრებით კი თავი აარიდეთ შუადღის მზეს და გამოიყენეთ კარგი დამცავი კრემი, როგორც გარუჯვისას ისე ყოველდღიურად.


ბევრ ჩვენგანს უყვარს მზეზე გარუჯვა, ამიტომ, განსაკუთრებით ქალებისთვის, მზის სხივები სიბერის მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს. ფრთხილად იყავით!


5. ქალის ორგანიზმი და კალციუმი

image


კალციუმი წარმოადგენს მინერალს, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ქალები უფრო მეტად განიცდიან ძვლოვანი მასის შემცირებას და ოსტეოპოროზით იტანჯებიან. ამის გამო ადამიანის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად ეცემა.

როდესაც ჩვენი ორგანიზმი არ იღებს საკმარისი რაოდენობის კალციუმს, ძვლების ნაადრევი დაბერების რისკი იზრდება. თუ გსურთ ეს არასასურველი პრობლემა თავიდან აიცილოთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პროდუქტებს:


– ნატურალური იოგურტი შაქრის გარეშე

– სალათებში დაუმატეთ ტოფუ (იაპონური სოიოს ხაჭო)

– ყოველდღიურად მიირთვით 5 კაკალი და 5 ნუში


თუ დედათქვენი ან რომელიმე ახლო ნათესავი ოსტეოპოროზითაა დაავადებული, უმჯობესი იქნება თუ თქვენს მკურნალ ექიმს მიმართავთ. ის განსაზაღვრავს განიცდით თუ არა კალციუმის დეფიციტს და დაგინიშნავთ შესაფერის მინერალურ კომპლექსს. რაც უფრო ადრე მიიღებთ ზომებს, მით უკეთესი!


თუ ქსურთ თავიდან აიცილოთ ნაადრევი სიბერე და რაც შეიძლება დიდ ხნის მანძილზე დარჩეთ ჯანმრთელი და ახალგაზრდა, აუცილებლად გაითვალისწინეთ და გამოიყენეთ ცხოვრებაში ზემოთ ხსენებული მარტივი რეკომენდაციები.

ასევე დაგაინტერესებთ:


რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით!


20 მნიშვნელოვანი რჩევა კოსმეტოლოგისგან თქვენი კანისა და თმის სილამაზისთვის


10 ჩვევა, რის გამოც ნაოჭები ჩნდება


როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი სხეული 40 წლის შემდეგ – ექსპერტთა რჩევები


5 პროდუქტი, რომელიც გვაბერებს. ეს უნდა იცოდეთ!


მეცნიერებმა გაარკვიეს – რა უნდა ვჭამოთ რომ არ დავბერდეთ. 10 პროდუქტი, რომელიც სიბერეს ებრძვის


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად

0
1892
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1892
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0