x
image
Lerato
20 მნიშვნელოვანი რჩევა კოსმეტოლოგისგან თქვენი კანისა და თმის სილამაზისთვის

image


1. ოროვანდის და აბუსალათინის ზეთი – თმის ზრდისთვის
2. გარგრის ზეთი – სხეულის მასაჟის, თმის სწრაფი ზრდისთვისა და ფრჩხილების გასამაგრებლად. აქვს რეგენერაციული გამაახალგაზრდავებელი თვისებები – კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს ანიჭებს. გამოიყენება ცელულიტის, გაღიზიანებული სებორიული დერმატიტის დროს.
3. მწარე წიწაკის ნაყენი – ნიღაბი თმის ზრდისთვის
4. ლავანდას ეთერზეთი – თმა სისუფთავეს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს, თუ რამდენიმე წვეთს კონდენციონერში შეურევთ.
5. ზღვის მარილი – აბაზანა სხეულისა და ფრჩხილებისთვის. შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა სპილენძი, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, იოდი, თუთია, კალციუმი. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის კანის ელასტიურობას. იგი ძალიან ეფექტურია ცელულიტის სამკურნალოდაც.
6. ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი – მშრალი კანის კვება: ეხმარება კანს წყლის ლიპიდური ბალანსის ნორმალიზებაში, კარგად არბილებს და კვებავს, იცავს მას აქერცვლისა და გამოშრობისაგან – ზეთში შემავალი ლინოლინის მჟავა, E და B6 ვიტამინი აქტიურად ეწინააღმდეგებიან კანს ტენიანობის დაკარგვაში ანელებს კანის ნაადრევი დაბერების პროცესს, რომელიც დაკავშირებულია ასაკობრივ ჰორმონალურ დისბალანსთან ან ულტრაიისფერი სხივების გადამეტებულ მოქმედებასთან. აუმჯობესებს კანის ფერს, აფერხებს ასაკობრივი პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, ასევე ახდენს მსუბუქ გამაუფერებელ მოქმედებას კანზე.
7. ჟოჟობას ზეთი – თვალის ირგვლივ და წვრილი ნაოჭებისთვის. შეიცავს ვიტამინ E, ამინომჟავებს, პროტეინებს. ამასთან, ცნობილია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. კვებავს და ატენიანებს კანს, ღრმად შედის ფორებში და იდეალურად ზრუნავს სახის კანზე – მას გლუვსა და ხავერდოვანს ხდის.
8. სალიცილ–თუთიის პასტა – აკნეს წინააღმდეგ
9. ვიტამინები Е და А კაფსულებში – მკვებავი ტუჩებისა და ქუთუთოებისთვის


image


10. ჰიალურონის მჟავა – ამცირებს ე.წ. ჩანთებს თვალის ქვეშ
11. ვაშლის ძმარი ვარიკოზული ვარსკვლავებისა და ცელულიტის წინააღმდეგ: შეიზილეთ ფეხებზე მუხლიდან თეძოსკენ საღამოს შხაპის მიღების შემდეგ. 2 კვირაში სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები მნიშვნელოვნად უნდა გაუფერულდეს, არავითარ გაღიზიანებას არ იწვევს, მხოლოდ სუნი აქვს.
12. ჩაის ხის ეთერზეთი – გამოიყენება მუწუკების წინააღმდეგ, რადგან ძალიან ძლიერი ანტისეპტიკია. ეფექტურია კანის მწვავე და ქრონიკული ანთებების დროს. ის ფლობს ანტიბაქტერიული, ანტივირალური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს. ახდენს მარეგენერირებელ მოქმედებას, შეუძლია აღმოფხვრას გაღიზიანება, შეშუპება, ქავილი, შეწითლება, ჩირქოვანი გამონაყარი. კოსმეტოლოგიაში გამოიყენება ცხიმიანი კანის ყოველდღიური მოვლისთვის.
13. ბორის სპირტი – მუწუკების წინააღმდეგ
14. ცისფერი თიხა – ნიღაბი სხეულისა და სახისთვის. რეკომენდირებულია ცხიმიანი და შერეული ტიპის კანისთვის. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აქვს ანტისეპტიკური ეფექტი, აქრობს ცხიმიან ბზინვარებას და ებრძვის აკნეს. ასევე გამოიყენება მიმიკური ნაოჭების წინააღმდეგ.
15. კალენდულას (გულყვითელა) ჰომეოპათიური მალამო – ქუსლებზე კანის დასარბილებლად
16. კაკლის კოსმეტიკური ზეთი – ნაოჭებისა და თვალის ქვეშ ჩაშავებული უპეების წინააღმდეგ
17. გლიცერინი – ხელის კანის მოსავლელად: გლცერინის 1 წილი და 6%-იანი ძმარი – 1 წილი – ნიღაბი ფეხის გაუხეშებული კანის დასარბილებლად.
18. ნუშის ზეთი – დაჭიმულობის მოსახსნელად კანში შეიზილეთ. ასევე ფართოდ იყენებენ კოსმეტოლოგიაში – აქრობს კანზე სისხლძარღვოვან სურათს, სიმშრალეს, ეგზემას, ჰერპესს და დერმატიტს.
19. ზეთოვანი ვიტამინები А+Е, ლიმონის წვენი, დიმექსიდი — თითოეული 2-2 ჩ.კ. აურიეთ, შეიზილეთ თმის ძირებში, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და გაიჩერეთ 1 საათი – თმის სწრაფი ზრდისთვის.
20. პიტნის ზეთი – შეიზილეთ საფეთქლებზე უძილობის დასაძლევად, კოსმეტოლოგიაში – კანის ანთებითი პროცესების, ფერიმჭამელების, ეგზემის, კანზე სისხლძარღვების გამოხატული სურათის არსებობის შემთხვევაში.

image

2
2685
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
2685
  
2016, 16 ივლისი, 17:00
დიდი მადლობა :)
2016, 4 ივლისი, 11:39
საინტერესოა როგორც ყოველთვის
0 1 2