x
image
Lerato
5 პროდუქტი, რომელიც გვაბერებს. ეს უნდა იცოდეთ!
image


ის, თუ რას მივირთმევთ, ცხადია, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე. ისეთ ეპოქაში, როდესაც ტოტალურად ხდებოდა ნატურალური საკვების ჩანაცვლება სხვადასხვა სახის ნახევრფაბრიკატებით, დიდი რაოდენობით სპეციფიკური ინგრედიენტების შემცველი პროდუქტი გაჩნდა, რომელსაც გამოუსწორებული ზიანის მიყენება შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.


თუ ამ პროდუქტებს თქვენი რაციონიდან გამორიცხავთ, ამით არა მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს მოიკლებთ, არამედ გაიუმჯობესებთ ორგანიზმის მდგომარეობასა და გარეგნობას.


რომელ საკვებზე უნდა ვთქვათ უარი უფრო ახალგაზრდულად რომ გამოვიყურებოდეთ? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:


ჰიდროგენიზირებული ზეთები და ტრანსცხიმები

image
ეს ძირითადი ჩამონათვალია იმ რეკორდსმენი პროდუქტების, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს: მარგარინი, კარტოფილი ფრი, პოპკორნი, ნამცხვარი, ჩიფსები, კრეკერი, ორცხობილა, ტორტი.


ტრანსცხიმები პირდაპირ კავშირშია სიმსუქნესთან და გულის დაავადებებთან. მიუხედავად ამისა ადამიანები აგრძელებენ ისეთი პროდუქტების არჩევას, რომელსაც ისინი მიეჩვივნენ, რადგან ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება ძალიან რთულია; ამასთან, ზემოთ ხსენებული პროდუქტების დაბალი ფასიც თავის როლს თამაშობს.


ტულეინის უნივერსიტეტის მედიცინის დოცენტმა ტიმოტი ჰარლენმა განაცხადა, რომ ტრანსცხიმები ორგანიზმში ანთებით პროცესებს იწვევს და ასევე ახსნა, რომ სიბერე – ეს ქრონიკული ანთებითი მდგომარეობაა. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იღებენ ტრანსცხიმებით გაჯერებულ პროდუქტებს, სხვებთან შედარებით უფრო ხანდაზმულად გამოიყურებიან.


გლუკოზას და ფრუქტოზას სიროფი

image
ეს ერთ-ერთი გავრცელებული კომპონენტია, რომელსაც შეიცავს ტკბილეული, არაალკოჰოლური სასმელები და კონსერვები. ეს არის შაქრის იაფი შემცვლელი, რომელიც პროდუქტების გემოს აუმჯობესებს და ახანგრძლივებს მათი ვარგისიანობის ვადას. ის ფართოდ გამოიყენება დიაბეტურ პროდუქტებში ინგრედიენტის სახით, რადგან შაქრის ფხვნილისგან განსხვავებით, სისხლში არ ამაღლებს ინსულინის დონეს. ამაში მდგომარეობს მინუსი მათთვის, ვისაც გახდომა სურს – ზუსტად ინსულინი შეიცავს ლეპტინის ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია მადაზე. ამიტომცაა რომ მსგავს პროდუქტებს დიდი რაოდენობით მიირთმევენ, თუმცა ისევ შიმშილის გრძნობას განიცდიან, შედეგად კი იღებენ არასასიამოვნო სიურპრიზს ზედმეტი კილოგრამების სახით. ამას გარდა, ამგვარი პროდუქტების გადაჭარბებული მოხმარება იწვევს ღვიძლის უკმარისობას, გულის დაავადებებსა და კარიესს.


ექიმმა ჯორჯ ბრეიმ, რომელიც სიმსუქნესთან დაკავშირებულ პრობლემებს სწავლობს, განაცხადა რომ გლუკოზასა და ფრუქტოზას შემცველი სიროფების ჭარბი მიღება, განსაკუთრებით არაალკოჰოლური სასმელების სახით, იწვევს სიმსუქნეს. მაგალითად, ნახევარი ლიტრა პეფსი უტოლდება 17 ჩ.კ. შაქრის ფხვნილს. ექიმი მარკ ჰეიმანი, კლივლენდის ფუნქციონალური მედიცინის კლინიკიდან, ამტკიცებს, რომ სიროფის ყოველდღიური მიღება "სწრაფ სიბერეს" იწვევს. ასე რომ, თუ ტკბილის გარეშე ცხოვრება უფერულად გეჩვენებათ, უმჯობესია მაღაზიაში ნაყიდი კექსები და ნამცხვრები შავი შოკოლადით ჩაანაცვლოთ ან ვაშლით, შაქრის ნაცვლად კი თაფლი გამოიყენეთ.


რაფინირებული მარილი


image

ტყუილად არ ეძახიან ხალხში მარილს თეთრ სიკვდილს – ის ორგანიზმში წყალს აკავებს და მაღალი არტერიული წნევის მიზეზად მიიჩნევა, რომელიც იწვევს თირკმელებისა და გულის დაავადებებს. "მარილის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში იწვევს შეშუპებას, "– აცხადებს დოქტორი ჯილიან მაქქეითი თავის წიგნში "თქვენ ხართ ის, რასაც მიირთმევთ." კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიპერტონიით და დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა დღეში 1 ჩ.კ. –ზე მეტი მარილი არ უნდა მიიღონ. ხოლო მეცნიერები ჯორჯიის სამედიცინო კოლეჯიდან იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მარილის ჭარბი რაოდენობით გამოყენება ნაადრევ სიბერეს იწვევს.


საჭმელი მარილის გარეშე შესაძლოა ასევე გემრიელი იყოს. ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვადასხვა პროდუქტით: მაგალითად, გარნირს დაუმატეთ მწვანილი, ხორცს მოასხით ლიმონის წვენი – უფრო ჯანსაღი და სასარგებლოა.


გადამუშავებული ხორცი

image


ისეთი ხორცპროდუქტები, როგორიცაა ძეხვი, ლორი, ბეკონი და ა.შ. შეიცავს ბევრ კონსერვანტს, რომელიც იწვევს კანის გაღიზიანებას და ორგანიზმის სხვადასხვა ანთებით რეაქციებს.


ხორცის ჭარბი რაოდენობით მიღება აქვეითებს ორგანიზმის უნარს გამოიმუშავოს კოლაგენი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილა, რომელიც შემაერთებელ ქსოვილს სიმტკიცისა და სიმყარეს ანიჭებს. ამ მიზეზით კანი ბერდება, იღებს არაჯანსაღ სახეს, რადგან კოლაგენი კანის ახალგაზრდობასა და სიმკვრივეზეა პასუხისმგებელი.


წითელი ხორცის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს გულის დაავადებებს, რადგანაც ხორცში ცხიმების შემცველობა მაღალია, რომელიც ცხიმოვან ქსოვილებში ილექება და არტერიების შევიწროვებას იწვევს.


დოქტორმა ენი პენმა, წამყვანმა ავტორმა ექსპერიმენტისა, რომელიც ეხებოდა წითელი ხორცის მოხმარების კავშირს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ჰარვარდის საზოგადო ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდა. მასში ხაზგასმით არის აღნიშნული ამ პროდუქტის უკუჩვენება ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი გულზე.


ამგვარად, უმჯობესია შეზღუდოთ ხორცპროდუქტები რაციონში ან ჩაანაცვლოთ თევზით. ამასთან, თუ უმი ბოსტნეულით გაამდიდრებთ თქვენს ყოველდღიურ მენიუს, ეს თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს და ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ.


ალკოჰოლი
image
კოქტეილები, ლიქიორები და სხვა ალკოჰოლური სასმელები... კარგად აბრუებს და ამშვიდებს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ალკოჰოლის გადამუშავება ღვიძლში ხდება, რომელიც ტოქსინების ნეიტრალიზაციას ახდენს და შესაბამისად დიდ დატვირთვას განიცდის. და ყოველივე ის, რაც არ მუშავდება, ჩვენს კანზე ვლინდება. აქ საუბარი ერთ ჭიქა ღვინოზე არ გვაქვს, არამედ სპირტული სასმელების ჭარბი რაოდენობით მოხმარებაზე. მართალია, ღვიძლი ტოქსინების ნეიტრალიზაციას ახდენს, მაგრამ მას დრო სჭირდება აღდგენისთვის. და ის ყველაფერი, რის განადგურებასაც ეს ორგანო ვერ ახერხებს, ჩვენს კანზე აისახება გამონაყარის, დერმატიტის, როზაცეას (ვარდისფერი ფერიმჭამელები კანის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა) სახით, ნაოჭებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.


ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლის ხშირი გამოყენება ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს, რასაც შეუძლია მიიყვანოს ღვიძლისა და თირკმელების სერიოზული დაავადებებამდე.


და ბოლოს, გამოვყოფთ ძირითად რეკომენდაციებს: გულდასმით შეარჩიეთ პროდუქტები, წაიკითხეთ ეტიკეტები, შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად მიიღოთ ზემოთ მოცემული პროდუქტები და ინგრედიენტები, უფრო ხშირად მიირთვით ხილი და ბოსტნეული შიმშილის გრძნობის დასათრგუნად.

5
5094
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
5094
  
2016, 4 მარტი, 12:47
ჯობია ნებისმიერი პროდუქტი მოხარშული მივიღოთ,შემწვარი პირდაპირი მნიშვნელობით შხამია.
2016, 25 თებერვალი, 14:04
მადლობა, ალექს, გაიხარე !
2016, 25 თებერვალი, 14:01
საინტერესოა.. ძალიან
2016, 25 თებერვალი, 13:40
დიდი მადლობა მაკა
2016, 25 თებერვალი, 12:52
როგორც ყოველთვის საინტერესო და სასარგებლო საყვარელო (გავაზიარე)
0 1 5