პროფილაქტიკა რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით! 2017, 10 აპრილი, 13:14 ალბათ საკმაოდ გაოცდებით როცა გაიგებთ, რომ ჩვენი სახის ახალგაზრდული იერი პირდაპირ კავშირშია ხერხემალთან. თუმცა, მას შემდეგ რაც სტატაიში წარმოდგენილ ფაქტებს გაეცნობით, ამაში თავად დარწმუნდებით. ეს დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე. ქალი იმდენი წლისაა, რამდენადაც გამოიყურება. როდესაც ადამიანის ასაკს აფასებენ, პირველ რიგში სახესა და სხეულს აქცევენ ყურადღებას. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! არსებობს კიდევ სხვა ნიუანსები. სახის ახალგაზრდობა და ხერხემალი – რა კავშირია? გიპასუხებთ, რომ – პირდაპირი. ასაკს, უპირველეს ყოვლისა, სახე გასცემს. თუმცა, კარგი გარეგნული იერი მხოლოდ ლამაზი და ხავერდოვანი კანი არ არის, რომლის მდგომარეობა შესაძლოა პროფესიონალურ დონეზე გაკეთებული მაკიაჟით დავფაროთ. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერანაირი კოსმეტიკური საშუალება ვერ დამალავს სახის ნაკვთების არაპროპორციულობას, ყელის მიდამოს მდგომარეობას. ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით რეკლამები მუდმივად გვთავაზობენ გამაახალგაზრდავებელ საცხებს, სწრაფმოქმედ შრატებსა და ნიღბებს საოცარი ეფექტით. კოსმეტიკური საშუალებები, ბუნებრივია, თავის საქმეს აკეთებს, თუმცა, თუ მხოლოდ ამ საშუალებებს დაეყრდნობით, მთავარს გამოტოვებთ! ეს კი თქვენს ხერხემალში იმალება: ხერხემლის კისრის ნაწილის პრობლემების დროს მალთაშუა დისკების შეკუმშვა ან გადაადგილება ხდება, რაც იწევს დარღვევებს, რომელიც ეხება ნერვიულ დაბოლოებებს, სისხლის მიმოქცევასა და ლიმფურ კვანძებს. დარტყმის ქვეშ ხვდება – ტვინი, კანი, კუნთები... კრემებით და სახის მასაჟით ამ მდგომარეობას ვერ გამოასწორებთ! სტატიაში გაგაცნობთ სახის ახალგაზრდობასა და ხერხემლის მდგომარეობას შორის არსებული ურთიერთკავშირის ჯაჭვს. მიზეზები ხერხემლის მალთაშუა დისკების გაბრტყელება ასაკთან ერთად ჩნდება. ამ დროს კისერი მოკლდება, მისი დეფორმაცია ხდება, რაც საკმაოდ აფუჭებს ადამიანის ბუნებრივ იერსახეს. ელასტიურობის დაკარგვით, დისკების ამორტიზაციული უნარი მცირდება და იმ სისხლძარღვების შევიწროვებას იწყებენ, რომელიც თავისკენ მიემართება. სულ მცირე დარღვევის შემთხვევაშიც კი თავის ტკივილები, გაღიზიანება, სისუსტე და უძილობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება. ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, შედეგად კი ნაოჭები ჩნდება. რამდენადაც ხედავთ, ორგანიზმში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ნებისმიერი ქალი კარგად გამოიყურება, თუ მისი ხერხემალი ჯანმრთელია. სახის ახალგაზრდობის საიდუმლო სწორედ მასშია. დაუთმეთ მის მდგომარეობას სათანადო ყურადღება და ხელი შეუწყეთ მის ჯანმრთელობას სხვადასხვა პროფილაქტიკური ზომების მიღებით. შეეცადეთ, რომ არ მოიხაროთ სიარულისას ან ჯდომისას, ამასთან, დაკავდით სასარგებლო ფიზიკური ვარჯიშებით. ასევე დაგაინტერესებთ: თხილეულისა და ჩირის ნაზავი – სასარგებლოა ხერხემლისთვის 5 მნიშვნელოვანი ფაქტი ხერხემლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ კავშირი ნაოჭებსა და შინაგანი ორგანოების პრობლემებს შორის რაზე მეტყველებს ტკივილი თავის სხვადასხვა ნაწილში როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად ეს 10 წუთიანი ვარჯიში სპორტულ დარბაზში გატარებული 1 საათის ტოლფასია გაწუხებთ ტკივილი კისრის, ზურგისა და წელის არეში? მაშინ გააკეთეთ ეს 10 უმარტივესი ვარჯიში მარილი და ზეითუნის ზეთი გაგათავისუფლებთ ტკივილისგან 5 წლის მანძილზე 7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად 1985 14-ს მოსწონს
|