x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დღეში 1 ფინიკს შეუძლია ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს

ფინიკი – ფინიკის პალმის ნაყოფი, მაღალი ხე პალმების ოჯახიდან, გრძელი (6 მეტრამდე) დიდი ფოთლებით.


ფინიკი წვნიანი ხილია, დიდი, ოვალური ან სფეროსებული ფორმის, მუქი ყავისფერი. ეს საოცარი ხილია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში ისეთ თვისებებს მიაწერენ, როგორიცაა ჯანმრთელობის გაძლიერება და სიცოცხლის გახანგრძლივება.


ამბობენ, რომ ჩინეთში ისეთი დღეგრძელი ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა ძირითად საკვებს ფინიკი წარმოადგენს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან სასარგებლო პროდუქტია და ბევრი დიეტოლოგი რეკომენდაციას უწევს მის მიღებას ტკბილეულის ნაცვლად. ამას გარდა, ფინიკი უძველესი დროიდან ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით.


image


მედიკოსებმა დაადგინეს, რომ სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა მკვეთრად გაძლიერებულ შიმშილის გრძნობას იწვევს, ფინიკის მიღების შემდეგ კი ეს შეგრძნება ქრება. ამგვარად, თუ მარხვის მერე ადამიანი პირველად ფინიკს შეჭამს, შემდეგ მცირე რაოდენობის საკვებით დაკმაყოფილდება, ბევრს ვეღარ მიირთმევს და ზიანს ვერ მიაყენებს თავის სულიერ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას.


შემადგენლობა:


ცილები(5, 8 %).

ცხიმები (0, 2-0, 5 %).


ნახშირწყლები— 60-65 % — ყველაზე მაღალი პროცენტია სხვა ხილთან შედარებით.

15 სახის მინერალი. მათი ნაერთი ფინიკის ჩირში მერყეობს 0, 1 -დან 91%-მდე.


მასში წარმოდგენილი მინერალური ნივთიერებებია: ფოსფორი (30-350 მგ / 100 გ), კალციუმი (34-60 მგ / 100 გ), რკინა (0.7-6.0 მგ / 100 გ), კალიუმი (700 მგ / 100 გ-მდე), ნატრიუმი (მდე 1 მგ / 100 გ), სპილენძი, მაგნიუმი, თუთია, მანგანუმი, ალუმინი, კადმიუმი, კობალტი, გოგირდი, ბორი და ა.შ.


23 სახის სხვადასხვა ამინომჟავა, რასაც სხვა ხილში ვერ აღმოაჩენთ.


ფინიკი მდიდარი საბადოა ამინომჟავა ტრიპტოფანით, რომელიც აუცილებელია ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის და ნორმალური ფსიქიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით ხანში შესულ ასაკში. ტრიპტოფანი ხელს უშლის სიბერეს: საკვებში მისი საკმარისი რაოდენობა აფერხებს უჯრედების დაბერების პროცესს. ამას გარდა, აღნიშნული ამინომჟავას წყალობით ფინიკს აქვს მსუბუქი დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი თვისება.


გარდა ტრიპტოფანისა ეს საოცარი ხილი შეიცავს სხვა ამინომჟავას – გლუტამინის მჟავას, რომელიც ხელს უშლის გულძმარვის განვითარებას, კუჭის ზედმეტი მჟავის განეიტრალების მეშვეობით.


ვიტამინები В (0, 07-0, 09 მგ./100 გ.), В2 (0, 05-0, 1 მგ/100 გ), В5 (0, 1-2, 2 მგ/100 გ), ვიტამინი С (30 მგ/100 გ), ასევე, პანტოტენინის მჟავა (В5), ნიაცინი, ვიტამინები A, A1.

პექტინი (0, 5-3, 9 %).

ალიმენტური ბოჭკოვანი (6, 4—11, 5 %).

ბეტა-კაროტინი (30-145 მგ/კგ).

ფტორი, რომელიც კბილებს იცავს კარიესისგან.

სელენი – ამცირებს სიმსივნურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, აძლიერებს იმუნურ სისტემას.


image


უდიდესი რაოდენობის შაქრის (გლუკოზა და ფრუქტოზა (26–55%), შემცველობის წყალობით, რომელსაც ორგანიზმი ძალიან სწრაფად ითვისებს, ფინიკი არა მხოლოდ კლავს შიმშილის გრძნობას, არამედ აღადგენს ფიზიკურ ძალას, ენერგიას, ტვინისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. როგორც უმეტესობა მცენარეული საკვები, ის არ შეიცავს ქოლესტერინს.


ენერგეტიკული ღირებულება –100 გრ. ნაყოფი შეიცავს 142-274 კალორიას, ჩირი – 340 კალორიას. ფინიკი დაბალკალორიულია, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ტკბილეულის ნაცვლად მიირთვათ და არ იღელვოთ წონის მატებაზე. ამასთან, მარკეტში 200 გრ. ფინიკის შეძენით, თქვენ მიიღებთ წარმოუდგენელი რაოდენობის მინერალებსა და ვიტამინებს.


მეცნიერები თვლიან, რომ დღეში 10 ფინიკი საკმარისია მაგნიუმის, სპილენძის, გოგირდის დღიური ნორმით ორგანიზმის უზრუნველსაყოფად. რკინის მოთხოვნილებას ავსებს ნახევარზე, ხოლო კალციუმის – მეოთხედით.


ასე რომ, მხოლოდ ფინიკით და წყლით კვების შემთხვევაში ადამიანს შეუძლია რამდენიმე წელი იცხოვროს.


თანამედროვე მედიცინამ დიდი ყურადღება მიაქცია ფინიკს, როგორც მრავალწლიანი შესწავლის საგანს, მასზე ჩატარებულ აკადემიურ კვლევებს, რის შედეგადაც ამ პროდუქტის უამრავი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს:


  • არ წარმოადგენს გადამტანს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ რაიმე სახის ბაქტერიების, მიკრობების და პარაზიტების;
  • არაჩვეულებრივი საშუალებაა მავნე ამებასთან ბრძოლაში;
  • შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს:
  • შეუცველელი საკვები და წამალია ასტრონავტებისთვის, და ამასთან, ხიზილალაზე ბევრად სასარგებლოა;
  • შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს საშვილოსნოს კუნთების ძლიერ შეკუმშვას, რაც ამსუბუქებს მშობიარობის პროცესს, მას უფრო სწრაფსა და უმტკივნეულოს ხდის;
  • შეიცავს ვიტამინ А, რაც ხელს უწყობს და აუმჯობესებს ღამით ხედვას;
  • ვიტამინი В წყალობით ძალიან სასარგებლოა კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის;
  • აუმჯობესებს მადას;
  • უზმოზე მისი მიღება კლავს პარაზიტებს;
  • ფინიკი – ეს არის ხილი, საკვები, სასმელი და წამალი.

  • image

რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია მის გარეშე მშვიდად იცხოვროს, თუმცა, ეს საოცარი ხილი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.


მისი მიღება რეკომენდირებულია ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა:


  • გონებრივი დატვირთვა

ითვლება, რომ ფინიკის ჩირი პოზიტიურად მოქმედებს ტვინზე, ზრდის მის პროდუქტიულობას 20%-ით და უფრო მატადაც კი.

  • ფიზიკური დატვირთვა და დაქანცულობა

მისი მიღებიდან სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ, ძალიან დაღლილ ადამიანს ენერგია უბრუნდება;

  • სასუნთქი გზების დაავადებები;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით, გულის უკმარისობის დროს, ფინიკი გულის მუშაობის სტიმულირებას ახდენს, მოქმედებს როგორც მატონიზირებელი და გამაძლიერებელი საშუალება, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმში აღადგენს ძალებს და მატებს ენერგიას;

  • ანემია;
  • წყლულის და სიმსივნის განვითარების თავიდან აცილება კუჭსა და ნაწლავებში;

პექტინი და დიეტური ბოჭკოვანი აძლიერებს ნაწლავების პერესტალტიკას, რითაც ხელს უშლის სიმსივნური დაავადებების განვითარებას;

  • სპერმის რაოდენობის სიმცირე;
  • იმპოტენცია;
  • ნერვული სისტემის დარღვევები;
  • პოსტ-მშობიარობის პერიოდი

ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის მშობიარობის შემდგომ ორგანიზმის აღდგენის მიზნით. სამეცნიერო ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ფინიკი შეიცავს განსაკუთრებულ მასტიმულირებელ ნივთიერებას, რომელიც საშვილოსნოს კუნთებს აძლიერებს ფეხმძიმობის ბოლო თვეებში. და ეს თავის მხრივ, არა მხოლოდ ამსუბუქებს მშობიარობას, არამედ ამცირებს მშობიარობის შემდგომ სისხლდენას;

  • ზღვის ავადმყოფობა და გულისრევა;
  • გაციება და მასთან დაკავშირებული დაავადებები;

image


ამასთან, ფინიკის მიღება ძალზე სასარგებლოა:


  • მუცლის მოშლის თავიდან ასაცილებლად;
  • სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად;
  • საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასარიდებლად.

ფინიკი ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რამდენადაც მას გამწმენდი ფუნქცია აქვს. განსაკუთრებით სასარგებლოა თუ ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ;

  • მხედველობის გასაუმჯობესებლად, თვალის დაღლილობის მოსახსნელად;
  • სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად;
  • ანტიბიოტიკებისაგან მიყენებული უკუჩვენების შესამცირებლად;
  • სიბერის შესაფერხებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად;
  • დედის რძის ვიტამინებით გასამდიდრებლად.

ძუძუთი კვების პერიოდში ფინიკის მიღება ხელს უწყობს დედის რძის გამდიდრებას ჩვილის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ვიტამინებით. რაც ზრდის ბავშვის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მთელი რიგი დაავადებებისადმი. ამიტომ, ზუსტად ეს ხილი რეკომენდირებულია თანამედროვე დიეტოლოგების მიერ ქალებისთვის ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

  • ღრძილების სამკურნალოდ
მინერალები, რომელსაც ფინიკი შეიცავს, ძალიან მნიშვნელოვანია კბილებისთვის. რამდენადაც წარმოადგენს კბილის ქსოვილის საშენ და გამაძლიერებელ ნივთიერებას. სწორედ ამით არის განპირობებული ამ საოცარი ხილის სარგებელი კბილებისთვის;

image


  • იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;
  • კანცეროგენების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად;
  • თრომბების წარმოქმნის ალბათობის შესამცირებლად, ინფექციების წინააღმდეგ მდგრადობის გასაძლიერებლად;
  • ბავშვებისთვის არამდგრადი ფსიქიკით, ვინც ნერვიული აშლილობით იტანჯება;
  • შიგნითა ყურის დაავადებებით გამოწვეული შეშუპებისა და თავბრუსხვევის სამკურნალოდ;
  • ქალებში პრემენსტრუალური სინდრომის შესამსუბუქებლად;
  • სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებისთვის;
  • ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოსადევნად;
  • ფეხმძიმე ქალებში დეპრესიის თავიდან ასაცილებლად;
  • ართრიტისგან თავის დასაცავად;
  • ტკივილის შესამსუბუქებლად ( მასში შემავალი ნივთიერებები თავისი სტრუქტურით ასპირინის მსგავსია);
  • პანკრეასის სიმსივნით დაავადების რისკის შესამცირებლად.
  • ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და სისხლში ქოლესტერინის შესამცირებლად;
  • ღვიძლში ჰელმინთური შეჭრის და სიყვითლის სამკურნალოდ, ვიტამინი В შემცველობის წყალობით ფინიკი არაჩვეულებრივ დანამატს წარმოადგენს;

შენიშვნა: რადგან ფინიკის ჩირს წებოვანი ზედაპირი აქვს და მასზე შესაძლოა ბაქტერიები მოხვდეს, არ ღირს მისი დიდი ხნით თავღია ჭურჭელში გაჩერება. ჭამის წინ კი აუცილებლად გარეცხეთ!


ასევე დაგაინტერესებთ:


რატომ უნდა შევინახოთ თუთის ფოთლები?


ამ სანელებელს უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. აუცილებლად დაუმატეთ ის თქვენს რაციონს


ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს


თითქმის არაფერს ჭამთ და მაინც ვერ ხდებით? – ენდოკრინოლოგი აგიხსნით რატომ


რატომ უნდა მივირთვათ ძილის წინ თაფლი და როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი


მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


12 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავლიოთ ლუდი ნორმის ფარგლებში


თუ პომიდორი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!


0
1158
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0